ზურაბ ავალიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[Image:ZurabAvalishvili.jpg|thumb|ზურაბ ავალიშვილი]]
 
'''ზურაბ დავითის ძე ავალიშვილი''' (დ. [[1876]], [[თბილისი]] - გ. [[21 მაისი]], [[1944]], [[შვარცენფელდი]] ([[გერმანია]])), [[ქართველები|ქართველი]] მეცნიერი, იურისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, დიპლომატი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი ([[1909]]), საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ([[1917]]).
 
[[1917]] წელს მან აქტიური მონაწილეობა მიიღო [[საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია|საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის]] დაფუძნებაში.
 
[[1918]] წელს ავალიშვილი საქართველოში დაბრუნდა და დაინიშნა [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] მთავრობის მთავარ მრჩევლად საგარეო პოლიტიკურ საკითხებში. საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობის მანძილზე ([[1918]]-[[1921]]) ზ. ავალიშვილი იყო ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი. იგი იყო მკვეთრად გამოხატული ევროპული ორიენტაციის მიმდევარი. საქართველოს ინტერესებს იცავდა [[ბათუმი|ბათუმის]] კონფერენციაზე. სწორედ ამ კონფერენციის მსვლელობის დროს მისთვის სავსებით ნათელი გახდა ამიერკავკასიის დამოუკიდებელი ფედერაციის არსებობის უსაფუძვლობა და აუცილებლობა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებისა. ამ მიზნით, ბათუმშივე მოამზადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ტექსტი (რაშიც მას კონსულტაციას უწევდა ცნობილი გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე, გრაფი ფონ დერ შულენბურგი), რომელიც 1918 წლის 22 მაისს თბილისში გადმოუგზავნა [[საქართველოს ეროვნული საბჭო|საქართველოს ეროვნულ საბჭოს]]. მცირე კორექტივების შეტანის შემდეგ, ეს ტექსტი დამტკიცებულ იქნა ეროვნული საბჭოს საგანგებო ყრილობაზე, იმავე წლის [[26 მაისი|26 მაისს]].
 
ზ. ავალიშვილს განსაკუთრებული წვლილი მიუძღოდა [[გერმანია|გერმანიასთან]] საქართველოს პირველი რესპუბლიკის ურთიერთობათა განმტკიცებაში. მისი დიდი დამსახურებაა ის, რომ გერმანია იყო საქართველოს ძლიერი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი. ამ პოლიტიკის პირველი სერიოზული გამარჯვება იყო ის, რომ გერმანიამ არ სცნო საქართველო-[[თურქეთი|თურქეთის]] 1918 წლის [[4 ივნისი|ივნისის]] კაბალური ხელშეკრულების იურიდიული ძალმოსილება. ამის წყალობით, საქართველოს საზღვრებში დარჩა ამჟამინდელი [[სამცხე-ჯავახეთი]]. გარდა ამისა, ავალიშვილის მოთხოვნით, გერმანია-[[რუსეთი|რუსეთის]] 1918 წლის [[27 აგვისტო|27 აგვისტოს]] ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა მე-13 მუხლი: "რუსეთი თანხმობას აცხადებს გერმანიის მიერ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ცნობაზე".
742

რედაქტირება