პერტინაქსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up using AWB
ხაზი 27:
|დედა =
}}
'''პერტინაქსი''' ({{lang-la|Publius Helvius Pertinax Augustus}};<ref>კლასიკური ლათინურით პერტინაქსის სახელი დაიწერებოდა, როგორც IMP(erator) CAES(ar) P(ublius) HELV(ius) PERTINAX AVG(ustus) ''იმპ(ერატორ) კეის(არ) პ(უბლიუს) ჰელვ(იუს) პერტინაქს ავგ(უსტუს)''.</ref> დ. 1 აგვისტო, 126 – გ. 28 მარტი, 193) — [[რომის იმპერია|რომის]] [[რომის იმპერატორი|იმპერატორი]] [[193]] წლის პირველი სამი თვის განმავლობაში.<ref>Thomas, ''History of the Roman Empire from the time of Vespasian to the Extinction of the Western Empire'' (1853), გვ. 158. მიუხედავად იმისა, რომ კომოდუსი 192 წლის 31 დეკემბერს მოკლეს, პერტინაქსი იმპერატორად 193 წლის 1 იანვრამდე არ გამოუცხადებიათ.</ref> იგი ტახტზე წინამორბედის, [[კომოდუსი]]ს მკვლელობის შემდეგ ავიდა და [[ხუთი იმპერატორის წელი|ხუთი იმპერატორის წლის]] პირველი იმპერატორი იყო.
 
გააზატებული მონის ძედ დაბადებული პერტინაქსი, თავდაპირველად, მასწავლებლად მუშაობდა, სანამ არმიაში ოფიცრის თანამდებობა არ მიიღო. 160-იანი წლებში იგი პართიელებთან ომში იბრძოდა. ომში მოპოვებულმა წარმატებებმა ხელი შეუწყო მის დაწინაურებას როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკურ ასპარეზზე. მან პროვინციის მმართველისა და ქალაქის პრეფექტის თანამდებობების დაკავებაც შეძლო. პერტინაქსი სენატის წევრიც იყო [[დიონ კასიუსი]]ს თანადროულად.
ხაზი 36:
 
== ცხოვრების ადრეული წლები ==
მისი კარიერა იმპერატორად გახდომამდე აღწერილია ''ჰისტორია ავგუსტაში'' და მრავალი არსებული წარწერის მიერაა დამოწმებულია. ალბა-პომპეიაში (იტალია),<ref name="dioდიონ კასიუსი 74:3">Dio, 74:3</ref> გააზატებული მონის, ჰელვიუს საქსესუსის<ref>Historia Augusta, ''Pertinax'', 1:1</ref> ოჯახში დაბადებული პერტინაქსი, თავდაპირველად, ''გრამატიკუსად'' (გრამატიკის მასწავლებელი) მუშაობდა,{{sfn-2|Canduci|2010|page=50}} თუმცა, საბოლოოდ, გადაწყვიტა უფრო ფასეული სამსახური ეშოვა და მფარველობის დახმარებით [[კოჰორტა]]ში ოფიცრად დანიშნეს.<ref>Historia Augusta, ''Pertinax'', 1:6</ref>
 
მომდევნო რომაულ-პართიულ ომში,<ref>Historia Augusta, ''Pertinax'', 2:1</ref> პერტინაქსმა თავის გამოჩენა მოახერხა, რაც მისი კარიერული დაწინაურებების სერიის საწინდარი გახდა. ბრიტანეთსა (VI ლეგიონის სამხედრო ტრიბუნად){{sfn-2|Birley|2005|page=173}} და დუნაიზე მსახურობის შემდეგ, მან დაკიის პროკურატორის თანამდებობა დაიკავა.<ref>Historia Augusta, ''Pertinax'', 2:4</ref> [[მარკუს ავრელიუსი]]ს მმართველობისას პერტინაქსმა, სასამართლო ინტრიგების წყალობით, კარიერული დაქვეითება განიცადა, თუმცა მალევე გამოძახეს მაკრომანებთან ომში კლავდიუს პომპეიანუსის დასახმარებლად.<ref name="dioდიონ კასიუსი 74:3"/> [[175]] წელს იგი კონსულიც (სუფექტი) გახდა{{sfn-2|Meckler|1997}} და [[185]] წლამდე მართავდა ზემო და ქვემო მეზიის, დაკიის, სირიისა და საბოლოოდ, ბრიტანეთის პროვინციებს.{{sfn-2|Birley|2005|page=173}}
 
180-იან წლებში პერტინაქსი რომის სენატში წამყვან როლს ასრულებდა, სანამ პრეტორიანელთა პრეფექტმა, სექსტუს ტიგიდიუს პერენისმა, არ აიძულა, რომ საჯარო ცხოვრებას ჩამოშორებოდა.<ref>Historia Augusta, ''Pertinax'', 3:3</ref> სამი წლის შემდეგ იგი ხელახლა გამოიძახეს ბრიტანეთში, სადაც რომის არმია აჯანყების ზღვარზე იდგა.<ref name="dioდიონ კასიუსი 74:4">Dio, 74:4</ref> იგი ურჩი ჯარისკაცების დამორჩილებას შეეცადა, თუმცა ერთი ლეგიონი აჯანყდა და მის მცველს დაესხა თავს, რითაც პერტინაქსი სასიკვდილოდ გაწირა.{{sfn-2|Birley|2005|page=174}} გამომჯობინების შემდეგ, მან მკაცრად დასაჯა მეამბოხეები, რამაც განამტკიცა მისი, როგორც დისციპლინის დამცველის სახე.{{sfn-2|Canduci|2010|page=50}} 187 წელს, როდესაც გადადგომა აიძულეს, მიზეზად ის გარემოება დასახელდა, რომ მკაცრი მმართველობის გამო ლეგიონები მის მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილნი.<ref>Historia Augusta, ''Pertinax'', 3:10</ref>
 
188-189 წლებში პერტინაქსს აფრიკის პროკონსულის თანამდებობა ეკავა,<ref>Historia Augusta, ''Pertinax'', 4:1</ref> რის შემდეგაც რომის ქალაქის პრეფექტი გახდა<ref>Victor, 18:2</ref> და იმპერატორთან ერთად კონსულობის პატივიც გაიზიარა.{{sfn-2|Birley|2005|page=174}}
ხაზი 48:
მას შემდეგ, რაც 190-იანი წლების დასაწყისში [[კომოდუსი]]ს მოქმედებები სულ უფრო და უფრო ახირებული და არამართებული გახდა, მიჩნეულია, რომ პერტინაქსი ჩაერთო შეთქმულებაში, რომელიც [[192]] წლის 31 დეკემბერს იმპერატორის მკვლელობით დასრულდა.{{sfn-2|Canduci|2010|page=50}} შეთქმულება სისრულეში მოიყვანეს [[პრეტორიანელები|პრეტორიანელთა]] პრეფექტმა კვინტუს ემილიუს ლეტუსმა, კომოდუსის საყვარელმა, მარციამ და იმპერატორის ხაზინადარმა ეკლექტუსმა.{{sfn-2|Bowman|2005|page=1}} მკვლელობის შემდეგ, პერტინაქსი, რომელიც ამ დროისათვის ქალაქის პრეფექტის თანამდებობას იკავებდა, პრეტორიანელთა ბანაკისაკენ გაეშურა, სადაც იგი მომდევნო დილას იმპერატორად გამოაცხადეს.<ref>Historia Augusta, ''Pertinax'', 4:5</ref> მისი ხანმოკლე (86 დღე) ზეობა მარტივი ნამდვილად არ ყოფილა.
 
ანტიკური პერიოდის მწერლები დეტალურად აღწერენ, თუ პერტინაქსის ტახტზე ასვლისას როგორ ელოდა პრეტორიანელთა გვარდია მისგან გულუხვ საბოძვარს და როდესაც იმედები გაუცრუვდათ, იმპერატორის საწინააღმდეგო მოქმედებები დაიწყეს. ეს მანამდე გაგრძელდა, სანამ პერტინაქსმა ფული არ იშოვა კომოდუსის ქონების გაყიდვით,{{sfn-2|Bowman|2005|page=2}} რომელიც მოიცავდა ამ უკანასკნელის ხარჭებსა და საყვარლებს, რომლებსაც იგი თავისი სექსუალური სიამოვნებებისათვის ინახავდა.<ref name="dioდიონ კასიუსი 74:5">Dio, 74:5</ref><ref>Historia Augusta, ''Pertinax'', 7:8</ref> პერტინაქსმა რომაული სავალუტო სისტემის ძირეული რეფორმა განახორციელა და დენარიუსის ვერცხლის სინჯი 74%-დან 87%-მდე გაზარდა. შესაბამისად, ვერცხლის მასა 2,22 გრამიდან 2,75-მდე გაიზარდა.<ref>{{cite web|url=http://www.tulane.edu/~august/handouts/601cprin.htm |publisher=Tulane University |title=Roman Currency of the Principate |author=Kenneth W. Harl |date=1999 |accessdate=2015-12-01}}</ref> მონეტარულმა რეფორმამ მის სიკვდილთან ერთად შეწყვიტა არსებობა.
 
პერტინაქსმა განებივრებული პრეტორიანელების მკაცრი სამხედრო დისციპლინის ქვეშ მოქცევა სცადა.<ref>Zosimus, 1:8</ref> მარტის დასაწყისში იგი გადაურჩა შეთქმულებას, რომელიც მის დამხობას და იმპერატორის ტახტზე კონსულ კვინტუს სოზიუს ფალკონის აყვანას ისახავდა მიზნად, რაც მაშინ უნდა განხორციელებულიყო, როდესაც ის ოსტიაში იმყოფებოდა მარცვლეულის ტრანსპორტირების სისტემატიზაციის შესამოწმებლად.<ref name="dioდიონ კასიუსი 74:8">Dio, 74:8</ref> შეთქმულება გასცეს. თავად ფალკონი შეიწყალეს, თუმცა გადატრიალების მცდელობაში მონაწილე ოფიცერთა ნაწილი სიკვდილით დასაჯეს.<ref>Historia Augusta, ''Pertinax'', 10:4</ref>
 
[[193]] წლის 28 მარტს პერტინაქსი სასახლეში იმყოფებოდა, როდესაც, ''ჰისტორია ავგუსტას'' თანახმად, პრეტორიანელთა გვარდიის დაახლოებით სამასი ჯარისკაცი კარიბჭეებში შეიჭრა<ref>Historia Augusta, ''Pertinax'', 11:1</ref> ([[კასიუს დიონ კოქცეიანუსი|დიონ კასიუსის]] მიხედვით, ჯარისკაცთა რაოდენობა ორასს შეადგენდა).<ref name="dioდიონ კასიუსი 74:9">Dio, 74:9</ref> ანტიკური პერიოდის წყაროები საუბრობენ იმაზე, რომ მათ დაპირებული ჯამაგირის მხოლოდ ნახევარი ჰქონდათ მიღებული.<ref name="dioდიონ კასიუსი 74:8"/> არც დაცვას და არც სასახლის მოხელეებს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. პერტინაქსმა ლეტუსი მათთან შესახვედრად გაგზავნა, თუმცა ამ უკანასკნელმა იმპერატორი მიატოვა და ამბოხებულთა მხარეს გადავიდა.<ref>Historia Augusta, ''Pertinax'', 11:7</ref>
 
ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ გაქცევას ურჩევდნენ, პერტინაქსი აჯანყებულებთან მოლაპარაკებას შეეცადა და კინაღამ წარმატებასაც კი მიაღწია, მაგრამ ამ დროს ერთ-ერთმა ჯარისკაცმა მახვილი ჩასცა მას.<ref name="dioდიონ კასიუსი 74:10">Dio, 74:10</ref> პერტინაქსს გააზრებული უნდა ჰქონოდა ის საფრთხე, რაც მას ძოწეულით შემოსვის შემდეგ დაემუქრებოდა. ამიტომაც მან უარი თქვა თავისი ცოლის ან ვაჟისათვის საიმპერატორო ტიტულების მინიჭებაზე,{{sfn-2|Bowman|2005|page=1}} რითაც საკუთარი მკვლელობის შემდეგ მათ დაცვას ცდილობდა. ამასთან, ისისც აღსანიშნავია, რომ მან თავისი სიმამრი, ტიტუს ფლავიუს კლავდიუს სულპიციანუსი ქალაქ რომის ''პრეფექტუს ურბიდ'' დანიშნა.
 
== მკვლელობის შემდეგ ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პერტინაქსი“-დან