ზურაბ ავალიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

ავალიშვილი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის [[კონსტიტუცია|კონსტიტუციის]] ერთ-ერთი მთავარი ავტორი (კონსტიტუცია დამტკიცებულ იქნა დამოუკიდებელი საქართველოს [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელი კრების]] მიერ [[1921]] წლის [[21 თებერვალი|21 თებერვალს]], [[ბოლშევიკები|ბოლშევიკური]] [[რუსეთი|რუსეთის]] მიერ საქართველოს ოკუპაციამდე რამდენიმე დღით ადრე).
 
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის ([[1921]] წლის თებერვალი-მარტი) შემდეგ ზ. ავალიშვილი იყო პოლიტიკური ემიგრანტი. მოღვაწეობდა [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] ([[1921]]-[[1940]]) და [[გერმანია|გერმანიაში]] ([[1940]]-[[1944]]). ემიგრაციის წლებში იგი ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ და სამეცნიერო მოღვაწეობას. მისი ამ პერიოდის ნაშრომებიდან აღსანიშნავია მონოგრაფიული გამოკვლევები "ვეფხისტყაოსნის" საკითხები" (პარიზი, 1921), "თეიმურაზ I და მისი პოემა "წეამება ქეთევან დედოფლისა" (პარიზი, 1938), "საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-21 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში" (რუსულ ენაზე, პარიზი, 1924; თბილისი, 1990) და სხვა. არსებობს ცნობა იმის შესახებ, რომ [[1944]] წელს გერმანულ ენაზე გამოიცა მისი "საქართველოს ისტორია". სამწუხაროდ, ამ ნაშრომის კვალი ჯერ-ჯერობით მიკვლეული არ არის.
 
პოლიტიკურ ასპარეზზე იგი აქტიურად თანამშრომლობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთულ ბიუროსთან, მონაწილეობდა ანტიბოლშევიკ ერთა ლიგის შექმნასა და ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის დაარსებაში ([[1942]]). [[1941]] წელს [[მიუნხენი|მიუნხენში]] მისი მონაწილეობით დაფუძნდა "ქართული სამოკავშირეო შტაბი", რომლის მიზანი იყო საქართველოს გათავისუფლება საბჭოთა იმპერიის ბატონობისაგან. გარდა ამისა, იგი იყო მიუნხენის საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი ინსტიტუტის წამყვანი თანამშრომელი.
 
ზ. ავალიშვილი გარდაიცვალა გერმანიაში, 1944 წელს. [[1995]] წელს მისი ნეშტი გადმოასვენეს თბილისში, [[დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი|დიდუბის პანთეონში]].
 
==ლიტერატურა==
742

რედაქტირება