ძველი ქართული წარმართული კალენდარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 25:
 
ამნაირად შეიქმნა ეგვიპტური მყარი უძრავი წელიწადი. ალექსანდრიული უძრავი წელიწადი, რომელიც კოპტებსა და ეთიოპებს შორის იყო მიღებული, შეიქმნა [[ჩვ. წ. 30]], იულიუს კეისრის მიერ ქალაქ ალექსანდირიის აღების შემდეგ და მის აღსანიშნავად. ყველაზე გვიან უძრავი წელიწადი სომხეთში იქნა შემოღებული 1116 წელს იოანე ვანაკანის მიერ ჩატარებული საეკლესიო რეფორმით, რომელიც საფიქრებელია რომ ბაძავდა 1079 წელს შემოღებულ ჯალალ-ედინის ერას, რომელიც ყოველ ოთხ ოთხ წელიწადში ხუთ ხუთ ეპოგომენებს მეექვსეს უმატებს<ref>Ginzel I, 300-305</ref>.
 
როდის დამყარდა ჩვენში უძრავი წელიწადი, ამის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება, სავარაუდოდ ეს უნდა მომხდარიყო მაშინ როცა საქართველო რომაელთა კულტურულ-პოლიტიკური გავლენის სფეროში მოექცა.
 
იქედან გამომდინარე რომ არ მოგვეპოვება პირდაპირი ლიტერატურული მასალა თვეების თანმიმდევრობისა ძველ ქართულ წელიწადში, უპრიანია მათი მისადაგება მეზობელ ქვეყნებში არსებულ კალენდრებთან.
 
==ლიტერატურა==