ხალედ ალ-აზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 13:
 
[[1948]]-[[1949]] წლებში პრემიერ-მინისტრია. ამ პერიოდში იგი ცდილობს მიიღოს ფინანსური დახმარება [[აშშ]]-სა და [[საფრანგეთი]]საგან, ამისათვის აწრმოებს აქტიურ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს. თუმცა მისი მუშაობით უკმაყოფილო არიან სამხედროები. პირველ რიგში სირიის არმიის შტაბის უფროსი [[ჰუსნი ალ-ზაიმი]]. გენერალ ალ-ზაიმის მიერ ორგანიზებული [[1949]] წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ ხალედ ალ-აზმი და პრეზიდენტი [[შუქრი კუათლი]] დააპატიმრეს. მაგრამ ხუთი თვის შემდეგ ალ-აზმი კვლავ პარლამენტის დეპუტატი, ხოლო მოგვიანებით ფინანსთა მინისტრი გახდა.
 
[[1949]]-[[1950]] და [[1951]] წლებში კვლავ პრემიერ-მინისტრია. ამ თანამდებობაზე დაუწესა ემბარგო ლიბანურ საქონელს რათა გადაერჩინა სირიის მრეწველობა. მისმა მოქმედებამ უკმაყოფილება გამოიწვია ქვეყნის გავლენიან პოლიტიკურ ძალებს შორის. კონფლიქტი ჰქონდა სამხედროებთა, რადგან მათი წარმომადგენლები არ დანიშნა თავის კაბინეტში. პროჰაშიმიტური წრეები უკმაყოფილონი იყვნენ მისი ფრთხილი დამოკიდებულებით ერაყთან. სოციალისტები არ ენდობოდნენ მას თავისი წარმომავლობისა და სიმდიდრის გამო.
 
[[1951]]-[[1954]] წლებში ჩამოშორდა დიდ პოლიტიკას [[ადიბ შიშექლი]]ს მიერ დემოკრატიული ხელისუფლების დამხობის პროტესტის ნიშნად. [[1956]]-[[1958]] წლებში თავდაცვის მინისტრია. ამ პერიოდში მან გააუმჯობესა ურთიერთობა [[სსრკ]]-სთან. ამერიკის შეერთებულ შტატებში მისმა მოქმედებებმა გამოიწვია შეშფოტება და მას „წითელი მილიონერი“ უწოდეს.
 
[[1958]] წელს გამოდიოდა ეგვიპტესთან კავშირის წინააღმდეგ. თვლიდა, რომ [[გამალ აბდელ ნასერი]] დაანგრევდა სირიის დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემას და საბაზრო ეკონომიკას. [[1958]]-[[1961]] წლებში იგი კვლავ მიდის პოლიტიკიდან და საცხოვრებლად გადადის [[ლიბანი|ლიბანში]].
 
[[არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკა|არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკის]] დაშლის შემდეგ ბრუნდება სირიაში, ცდილობს დაიკავოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, მაგრამ სამხედროები უშლიან ხელს. ხდება პარლამენტის დეპუტატი. [[1962]] წლის წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების შემდეგ მეექვსედ ნიშნავენ პრემიერის თანამდებობაზე. ამ პერიოდში იგი არმიას წმენდს ნასერისადმი ლოიალურად განწყობილი ელემენტებისაგან.
 
[[1963]] წელს ქვეყანაში ხდება ახალი სამხედრო გადატრიალება. ქვეყნის სათავეში მოდის პარტია [[ბაასი]] და ალ-აზმი პრეზიდენტ [[ნაზიმ ალ-კუდსი]]სთან ერთად გარბის ქვეყნიდან.
 
ცხოვრების უკანასკნელი წლები ალ-აზმიმ გაატარა [[ბეირუთი|ბეირუთში]]. განიცდის ფინანსურ სირთულეებს, რაგან ბაასისტებმა მთლიანად ჩამოართვეს ქონება [[სირია]]ში. აქვე გარდაიცვალა [[1965]] წლის 18 ნოემბერს.
 
==ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხალედ_ალ-აზმი“-დან