თეოფანე დავითაია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 33:
 
== სამეცნიერო მოღვაწეობა ==
თეოფანე დავითაიას ძირითადი სამეცნიერო გამოკვლევები ეხება ზოგად და სასოფლო-სამეურნეო კლიმატოლოგიას, აგრომეტეოროლოგიასა[[აგრომეტეოროლოგია]]სა და სოფლის მეურნეობის გეოგრაფიას, სარწყავი მელიორაციის თეორიას, [[კლიმატი]]სა და [[ამინდი]]ს არასასურველ ფაქტორებთან ბრძოლის მეთოდების დასაბუთებას, ბუნების გარდაქმნასა და დაცვის პრობლემებს. [[ყირიმი|ყირიმისათვის]] დავითაიამ პირველად დაადგინა [[ჰაერი]]ს [[ტემპერატურა|ტემპერატურის]] [[ინვერსია (მეტეოროლოგია)|ინვერსიის]] არსებობა წლის თბილ პერიოდში, რომელიც გამოწვეულია [[ბრიზი|ბრიზული]] ცირკულაციის გავლენით ზღვიდან სხვადასხვა მანძილით დაშორებულ [[ყირიმის მთები]]ს სამხრეთ კალთებზე.
მონაწილეობა მიიღო მრავალტომეული კაპიტალური გამოცემის „სსრკ ამპელოგრაფიის“ მომზადებაში. 1958-1959 წლებში [[ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა|ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის]] მეცნიერებათა აკადემიის მიწვევით თეოფანე დავითაია მუშაობდა საბჭოთა სწავლულების ჯგუფთან ერთად ჩინეთის ბუნებრივი დარაიონების პრობლემებზე. ამ პერიოდში მან მოამზადა და შემდგომ ქალაქ [[პეკინი|პეკინში]] [[ჩინური ენა|ჩინურ ენაზე]] გამოიცა [[მონოგრაფია]] „კლიმატი და სოფლის მეურნეობა“, აგრეთვე სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლებისათვის „აგრომეტეოროლოგია“ (თანაავტორობით). მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესებში. მისი ძალისხმევით საზღვარგარეთ არაერთგზის წარმოაჩინა [[ჰიდრომეტეოროლოგია|ჰიდრომეტეოროლოგიური]] მეცნიერება. ქალაქებს [[ლონდონი|ლონდონში]], [[მეხიკო]]ში, [[დელი|დელსა]] და [[მონრეალი|მონრეალში]] არჩეული იყო შესაბამისად, [[მეტეოროლოგია|მეტეოროლოგიის]], [[ჰიდროლოგია|ჰიდროლოგიის]], [[გლაციოლოგია|გლაციოლოგიისა]] და [[ოკეანოლოგია|ოკეანოლოგიის]] სექციის ხელმძღვანელად. დიდ ყურადღებას უთმობდა ბუნების გარდაქმნასა და დაცვას, ადამიანის სამეურნეო მოღვაწეობის გავლენას [[კლიმატი]]ს შეცვლაზე. თეოფანე დავითაია იკვლევდა აგრეთვე ცნობილი რუსი კლიმატოლოგისა და გეოგრაფის [[ალექსანდრე ვოეიკოვი]]ს მეცნიერულ მემკვიდრეობას ჰიდრომეტეოროლოგიის დარგში.
ხაზი 43:
თეოფანე დავითაია იყო [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] პრეზიდიუმის წევრი და დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების თავმჯდომარე; სსრ კავშირის მთავარი ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსის მოადგილე; იყო ჟურნალ „მეტეოროლოგია და ჰიდროლოგიის“ მთავარი რედაქტორი, ჟურნალ „სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მოამბის, გეოგრაფიული სერიის“ რედკოლეგიის წევრი. 1966 წელს საქართველოს კომუნისტური პარტიის 23 ყრილობამ თეოფანე დავითაის აირჩია საქართველოს კპ ცკ წევრობის კანდიდატად.
 
თეოფანე დავითაიას სახელს ატარებს [[თბილისი]]ს ერთ-ერთი ქუჩა [[ვაზისუბანი (თბილისი)|ვაზისუბანში]]. [[სენაკის მუნიციპალიტეტი|სენაკის მუნიციპალიტეტში]]ს სოფელ [[ეკი|ეკში]] გახსნილია [[თეოფანე დავითაიას სახლ-მუზეუმი]]. მის სახელს ატარებდა სანაოსნო თბომავალი „აკადემიკოსი დავითაია“. სსიპ ქალაქ ფოთის N1 საჯარო სკოლას მინიჭებული აქვს თეოფანე დავითაიას სახელი.
 
==ჯილდოები==