ტფილისის ბანკის ძარცვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 61:
აპრილის შეხვედრის შემდეგ სტალინი და ლიტვინოვი გაემგზავრნენ ტფილისში, რათა ტერ-პეტროსიანისთვის გეგმები შეეტყობინებინათ და რეიდის ორგანიზება დაეწყოთ.{{sfn|ბრაქმანი|2000|p=58}}{{sfn|სებაგ-მონტეფიორე|2008|p=165}} რომან ბრაქმანის წიგნის, „იოსებ სტალინის საიდუმლო ფაილის“ მიხედვით, კობა ბოლშევიკებთან მუშაობის დროს, ასევე იყო რუსული საიდუმლო დამცველი განყოფილების — „ოხრანკის“ საიდუმლო აგენტი. ბრაკმენი ამტკიცებს, რომ როდესაც ჯგუფი ტფილისში დაბრუნდა, სტალინმა თავის დამაკავშირებელს, ოფიცერ მუხთაროვს ბანკის გაძარცვის გეგმაზე შეატყობინა და მას მოგვიანებით დამატებითი ინფორმაციის მიცემას დაპირდა.{{sfn|ბრაქმანი|2000|p=58}}
 
ტფილისში სტალინმა ძარცვისთვის მომზადება დაიწყო.{{sfn|ბრაქმანი|2000|p=58}} ტფილისში მან დაამყარა კონტაქტი სახელმწიფო ბანკში მომუშავე პირებთან: ბანკის კლერკთან, გიგო კასრაძესა და სკოლის ძველ მეგობართან, ვოზნესენსკისთან, რომელიც ტფილისის ფოსტაში მუშაობდა.{{sfn|სებაგ-მონტეფიორე|2008|p=11}}{{sfn|კუნი|2003|pp=77–78}} ვოზნესენსკიმ მოგვიანებით აღნიშნა, რომ ძარცვაში მისი დახმარება გამოწვეული იყო მისი სიმპათიით სტალინის რომანტიკული პოეზიის მიმართ.{{sfn|სებაგ-მონტეფიორე|2008|p=11}}{{sfn|კუნი|2003|pp=77–78}} ვოზნესენსკის დახმარება საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა: მან შეატყობინა სტალინს საიდუმლო გრაფიკზე, რომელიც აჩვენებდა დროს, თუ როდის გაივლიდა ფულით დატვირთული ეტლი ერევნის მოედანზე.{{sfn|სებაგ-მონტეფიორე|2008|p=165}} მისი დახმარებით სტალინმა ზუსტად იცოდა ფულით დატვირთული ეტლის გავლის დრო — [[1907]] წლის [[26 ივნისი]].{{sfn|სებაგ-მონტეფიორე|2008|p=11}}{{sfn|კუნი|2003|pp=77–78}}
კრასინი სტალინს დაეხმარა შეტევაში გამოყენებული [[ბომბი|ბომბების]] დამზადებაში.{{sfn|კუნი|2003|p=75}} კამოს ბანდამ ბომბები დივანში დამალა და ტფილისში კონტრაბანდისტული გზით შეიტანა.{{sfn|სებაგ-მონტეფიორე|2008|p=8}} ძარცვამდე რამდენიმე კვირით ადრე ტერ-პეტროსიანმა კრასინის ერთ-ერთ ბომბზე მცველის დაყენებისას შემთხვევით დეტონაცია მოახდინა.{{sfn|სებაგ-მონტეფიორე|2008|p=178}} ამან მის თვალს დიდი ზიანი მიაყენა და ნაიარევი დაუტოვა.{{sfn|ბრაქმანი|2000|p=60}}{{sfn|შაბი|1960|p=231}} ძლიერმა ტკივილმა იგი ერთი თვის განმავლობაში საწოლს მიაჯაჭვა, ძარცვის დროს კი იგი ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ იყო.{{sfn|სებაგ-მონტეფიორე|2008|pp=6–7}}{{sfn|შაბი|1960|p=231}}