ჰაშიმ ალ-ათასი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 13:
 
[[1936]] წელს ალ-ათასი ხელმძღვანელობდა დელეგაციას, რომელმაც ხელი მოაწერა ქვეყნის დამოუკიდებლობაზე შეთანხმებას. [[დამასკი|დამასკში]] დაბრუნდა როგორც ეროვნული გმირი და [[1936]] წელს აიჩიეს დამოუკიდებელი სირიის პირველ პრეზიდენტად. თუმცა [[1938]] წლის ბოლოს ცხადი გახდა, რომ საფრანგეთი 1936 წლის ხელშეკრულების რატიფიცირებას არ ახდენდა, ამიტომ [[1939]] წლის 7 ივლისს გადადგა. [[1940]]-იან წლებში იგი ჩამოშორდა დიდ პოლიტიკას და მიუხედავად [[შარლ დე გოლი]]ს პირადი ტხოვნისა, არ დაუბრუნდა პრეზიდენტის თანამდებობას, მაჰ განაცხადა, რომ გამოცდილების მიხედვით საფრანგეთის ხელისუფლების ნდობა სირიის დამოუკიდებლობის საკითხში არ შეიძლებოდა. [[1949]] წელს პრეზიდენტ [[შუქრი კუათლი]]ს დამხობის შემდეგ სათავეში ჩაუდგა სირიის დროებით მთავრობას. [[1949]] წლის დეკემბერში აირჩიეს პრეზიდენტად. სირიელი პოლიტიკოსებისა და სამხედროების აღშფოთების მიუხედავად გაატარა ერაყთან დაახლოების პოლიტიკა და მალევე პროჰაშიმიტურად განწყობილი პოლიტიკოსი [[ნაზიმ ალ-კუდსი]] დანიშნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად.
 
შიდა პოლიტიკაში იგი უპირისპირდებოდა სირიის სამხედროთა ლიდერს [[ადიბ შიშაქლი]]ს, რომელმაც [[1951]] წელს მის წინააღმდეგ განახორციელა სამხედრო გადატრიალება. მისი მმართველობის დროს ([[1951]]-[[1954]] წწ.) ჰაშიმ ალ-ათასი ხელმძღვანელობდა ოპოზიციას და აცხადებდა, რომ მმართველი რეჟიმი არაკონსტიტუციური იყო. ამის პასუხად [[1954]] წელს მას შინაპატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო მისი შვილი დააპატიმრეს. ამან გამოიწვია სირიის მოსახლეობისა და პოლიტიკური ელიტის აღშფოთება, შედეგად ამავე წლის თებერვალში შიშაქლის რეჟიმი დაემხო. [[1954]] წლის 1 მარტს ალ-ათასის ხელისუფლება აღადგინეს. თავის თანამდებობას დაუბრუნდა ყველა მინისტრი.
 
[[1955]] წელს უფლებამოსილებბის გასვლის შემდეგ იგი წავიდა პოლიტიკიდან. [[1956]] წელს მისი შვილი დაადანაშაულეს პრეზიდენტ შიშაქლის დამხობის მცდელობაში და მიუსაჯეს სიკვდილი, თუმცა მამის გავლენის გამო იგი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს.
 
ჰაშიმ ალ-ათასი [[1960]] წელს გარდაიცვალა [[ჰომსი|ჰომსში]]. ყოფილი პრეზიდენტის დაკრძალვა ქალაქის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გამოდგა.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰაშიმ_ალ-ათასი“-დან