მაისი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 15:
 
კ. კეკელიძის აზრით<ref>კ. კეკელიძე, „ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“, ტ. 1, გვ. 101</ref> „ვარდობისაჲ“ (თთუე) წმინდა ქართული სახელია, რომელიც აღნიშნავს [[ვარდი]]ს ან ზოგადად [[ყვავილი]]ს გაშლის სეზონს. ამიტომაცაა რომ მას [[ბიბლია|ბიბლიის]] ძველ ვერსიებში ეწოდება აგრეთვე „თვე ყვავილობისაჲ“<ref>გამოსვლ. 34, 18</ref>. ვარდობისა და ყვავილობის თვის შესატყვისად ბიბლიის სხვა ადგილებში გამოიყენება თთუე ახალთაჲ ანუ ახლისაჲ<ref>ბაქარის გამოც. გამოსვლ. 13, 4; 23, 15; 34, 18; მეორე შჯ. 16, 1</ref>, რაც უდრის ბერძნული ბიბლიის — „έν μηνί τών“, სლავურის — „месяц новых плодов“, ხოლო ებრაულ ბიბლიაში, აქედან რუსულშიც, ამ სახელებს უდრის თვის სახელი „ავივ“.
 
{{ციტატა|ჟამსა მას თთჳსა ვარდობისასა, რამეთუ თთუესა მას ყუავილობისასა გამოხუედ შენ ქუეყანით ეგჳპტით<ref>გამოსვლ. 34, 18. ხელნაწ. №1207</ref>.}}
 
{{ციტატა|და კუალად ტანჯვაჲ ვარდობისა თთუესა ათცხრამეტსა<ref>„შუშანიკის მარტვილობა“, ი. აბულაძის გამოცემა, გვ. 46</ref>.}}
 
{{ციტატა|თთუესა ივნისსა კთ. ჴსენებაჲ წმიდათა მოციქულთა პეტრჱსი და პავლჱსი ჰრომეს შინა უწინარჱს რვისა დღისა ვარდობისა<ref>ხელნაწ. ათონ. № 57, გვ. 29, სინას მთის № 83, ფ. 174</ref>.}}
 
საყურადღებოა, რომ ებრაელების მეორე თვეს, რომელიც დაახლოებით იმავე სეზონში მოდიოდა, ეწოდება „ზიფ“, რაც ყვავილთა თვეს ნიშნავს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაისი“-დან