ზღვის ხალხები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{Hiero|ზღვის ხალხები (''nȝ ḫȝt.w n pȝ ym'')|<hiero>N35:G1-N25:X1*Z1*Z1*Z1-N35:G40-M17-M17-Aa15:D36-N35A-N36:N21</hiero>|align=right|era=egypt}}
'''ზღვის ხალხები''' — [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუაზღვისპირელი]] ხალხის ჯგუფი, რომლებიც ძვ.წ.აღ. XIII საუკუნეში დაიძრნენ [[ეგვიპტე|ეგვიპტისა]] და [[ხეთების სახელმწიფოსამეფო|ხეთების სახელმწიფოსკენ]]სკენ. მათ სავარაუდო სამშობლოდ [[ეგეოსის ზღვა|ეგეოსის ზღვის]] აუზს მიიჩნევენ ([[მცირე აზია]], [[ბალკანეთი]]). მათი მიგრაციის ეთნოგრაფიულ კვალად მიაჩნიათ [[გარამანტები]], [[სიკულები]], [[ფილისტიმელები]], [[ფრიგია|ფრიგიელები]] და [[ეტრუსკები]]. [[ტროას ომი]]ც ხალხთა გადასახლების ეპიზოდად არის მიჩნეული.
 
== კონტექსტი ==
[[ფაილი:Satellite picture of the Nile Delta, Egypt.jpg|thumb|[[ნილოსი]]ს დელტა]]
ზღვის ხალხებმა [[ეგვიპტე|ეგვიპტის]] საზღვრებს პირველად ძვ. წ. აღ. 1243 წელს - ფარაონ მერნეპტაჰის მეფობისას - მიაღწიეს. მათ შორის იყვნენ [[შერდანები]], [[შაკალაშები]], [[ტურშები]] და [[აქაიავაშები]] ([[აქაველები]]?). ზღვის ხალხები [[ლიბიელები|ლიბიელებთან]] შევიდნენ კავშირში და დაეხმარნენ კიდეც 1219 წელს დელტაზე თავდასხმის დროს, თუმცა, მოხუცებულმა ფარაონმა [[მიგდოლის კონცხი|მიგდოლის კონცხთან]] ისინი უკუაქცია.
[[ფაილი:Ugarit 01.jpg|thumb|left|უგარითის[[უგარითი]]<nowiki/>ს ნანგრევები]]
ძვ. წ. დაახლოებით 1200 წელს ზღვის ხალხებმა პირისაგან მიწისა აღგავეს [[უგარითი]]. 1190 წლისთვის კი [[ხეთები]]ს ახლადშექმნილი სახელმწიფო დააქციეს.
 
ძვ. წ. 1173 წელს ფარაონ [[რამზეს III]]-ის მიერ საზღვაო და სახმელეთო ბრძოლებში დარბეული ზღვის ხალხები ტომებად დაიშალნენ და ხმელთაშუაზღვისპირეთის აუთვისებელ ტერიტორიებზე დასახლდნენ. PLST ([[პელასგები]]სა თუ [[ფილისტიმელები]]ს) ტომი, რომელიც ომის ხელოვნებით იყო ცნობილი, ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, [[ქანაანი|ქანაანში]], სავარაუდოდ, ფარაონის ნებართვით, დასახლდა და ტერიტორიას (ტომის სახელისგან) [[პალესტინა]] ეწოდა. ისინი დიდი ხნის მანძილზე ვაჭრობდნენ რკინით და ფარაონებთან დაქირავებულ მებრძოლებად მსახურობდნენ, სანამ [[ისრაელი|ისრაელმა]] რეგიონზე კონტროლი არ დაამყარა. [[პელასგები]]ს ნაწილი [[ეგეოსის ზღვის რეგიონი|ეგეოსის რეგიონში]] დარჩა, სადაც [[ბერძნები|ბერძნებთან]] მოუხდათ ასიმილირება არაუგვიანეს 5 საუკუნისა ჩვენს ერამდე. პელასგთა უკანასკნელი სამოსახლოები არსებობდა [[ლემნოსი|ლემნოსზე]], თუმცაღა, ძველბერძენი ისტორიკოსების გადმოცემით, წინათ ისინი მთელ საბერძნეთში სახლობდნენ, საიდანაც [[კრეტა]]სა და [[მცირე აზია]]ში გადადიოდნენ.
 
ტომი TKR (ჩეკერები ან ზეკერები, ტევკრები?) ქარმელის მთამდე მივიდა და ქალაქ დერში დასახლდა (მოკლე ხანში კი [[ფილისტიმელები|ფილისტიმელებთან]] მოახდინა ასიმილირება), მეორე ნაწილი კი [[კვიპროსი|კვიპროსზე]] დასახლდა.
136

რედაქტირება