ხონდაკარ მოშტაქ აჰმედი: განსხვავება გადახედვებს შორის

[[1975]] წლის [[15 აგვისტო]]ს მუჯიბურ რაჰმანი და მისი ოჯახის ყველა წევრი (გარდა ორი მისი ქალიშვილისა, რომელიც იმყოფებოდნენ [[გფრ]]-ში) დახოცეს ოფიცერთა დაჯგუფებებმა (როგორც ვარაუდობენ ხონდაკარ მოშტაქ აჰმედის თანხმობით).
 
ხონდაკარ მოშტაქ აჰმედმა სასწრაფოდ დაამყარა კონტროლი მთავრობაზე და თავი გამოაცხადა პრეზიდენტად. გადატრიალებაში მონაწილე ყველა სამხედრო პიროვნება და წინა ხელისუფლების ყველა მონაწილე დააწინაურეს და მოუმატეს 2-3 სამხედრო წოდება (მათ შორის გადატრიალების ორგანიზატორი საიედ ფარუკ რაჰმანი, რომელიც დააწინაურეს მაიორიდან პოლკოვნიკის წოდებამდე). მუჯიბურ რაჰმანის მკვლელებმა მიიღეს სასამართლო იმუნიტეტი, ხოლო მუჯიბურ რაჰმანის ოთხი მომხრე მთავრობის წევრები:ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი [[საიდ ნაზრულ ისლამი]], ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი [[ტაჯუდინ აჰმედი]], მრეწველობის ყოფილი მონისტრი ა. ხ. მ. კამარუზამანი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი [[მანსურ ალი]] გადაიყვანეს დაკის ცენტრალურ ციხეში ([[1975]] წლის 3 დეკემბერსნოემბერს აღნიშნული პირები დახვრიტეს ციხეში). მუჯიბურ რაჰმანის გოგოებს აუკრძალეს სამშობლოში დაბრუნება.
 
[[1975]] წლის 6 ნოემბერს საპასუხო სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ჩამოაშორეს ხელისუფლებას და [[1978]] წლამდე გამოკეტეს ციხეში. გათავისუფლების შემდეგ ცდილობდა პოლიტიკაში დაბრუნებას, დააარსა მემარჯვენე დემოკრატიული ლიგა, თუმცა რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ ქონია.