ხონდაკარ მოშტაქ აჰმედი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 44:
[[1971]] წელს, როდესაც [[მუჯიბურ რაჰმანი]] დაპატიმრეს და დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, [[ავამი ლიგა|ავამი ლიგის]] ლიდერებმა [[მუჯიბნაგარი|მუჯიბნაგარში]] გამოაცხადეს [[ბანგლადეში]]ს დამოუკიდებლობა. პრეზიდენტად გამოაცხადეს პატიმრობაში მყოფი [[მუჯიბურ რაჰმანი]], ხოლო პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა [[საიდ ნაზრულ ისლამი]], ხოლო პრეზიდენტი გახდა [[ტაჯუდინ აჰმედი]], ხოლო სგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაიკავა ხონდაკარ მოშტაქ აჰმედმა. მოგვიანებით ხონდაკარ მოშტაქ აჰმედმა დაიკავა ენერგეტიკის, ირიგაციისა და წყალდიდობასთან ბრძოლის მინისტრის თანამდებობა.
 
[[1975]] წლის [[15 აგვისტო]]ს მუჯიბურ რაჰმანი და მისი ოჯახის ყველა წევრი (გარდა ორი მისი ქალიშვილისა, რომელიც იმყოფებოდნენ [[გფრ]]-ში) დახოცეს ოფიცერთა დაჯგუფებებმა (როგორც ვარაუდობენ ხონდაკარ მოშტაქ აჰმედის თანხმობით).
 
ხონდაკარ მოშტაქ აჰმედმა სასწრაფოდ დაამყარა კონტროლი მთავრობაზე და თავი გამოაცხადა პრეზიდენტად. გადატრიალებაში მონაწილე ყველა სამხედრო პიროვნება და წინა ხელისუფლების ყველა მონაწილე დააწინაურეს და მოუმატეს 2-3 სამხედრო წოდება (მათ შორის გადატრიალების ორგანიზატორი საიედ ფარუკ რაჰმანი, რომელიც დააწინაურეს მაიორიდან პოლკოვნიკის წოდებამდე). მუჯიბურ რაჰმანის მკვლელებმა მიიღეს სასამართლო იმუნიტეტი, ხოლო მუჯიბურ რაჰმანის ოთხი მომხრე მთავრობის წევრები:ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი [[საიდ ნაზრულ ისლამი]], ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი [[ტაჯუდინ აჰმედი]], მრეწველობის ყოფილი მონისტრი ა. ხ. მ. კამარუზამანი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი [[მანსურ ალი]] გადაიყვანეს დაკის ცენტრალურ ციხეში ([[1975]] წლის 3 დეკემბერს აღნიშნული პირები დახვრიტეს ციხეში). მუჯიბურ რაჰმანის გოგოებს აუკრძალეს სამშობლოში დაბრუნება.
 
[[1975]] წლის 6 ნოემბერს საპასუხო სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ჩამოაშორეს ხელისუფლებას და [[1978]] წლამდე გამოკეტეს ციხეში. გათავისუფლების შემდეგ ცდილობდა პოლიტიკაში დაბრუნებას, დააარსა მემარჯვენე დემოკრატიული ლიგა, თუმცა რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ ქონია.
 
ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა [[დაკა]]ში და გარდაიცვალა [[1996]] წლის 5 მარტს.
 
== ლიტერატურა ==