ხონდაკარ მოშტაქ აჰმედი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 36:
 
==ბიოგრაფია ==
დაიბადა 1918 წელს სოფელ დასპარაში, რომელიც მდებარეობს [[ბრიტანეთის ინდოეთი]]ს კომილის ოლქის, ბენგალიის პროვინციაში. სწავლობდა დაკის უნივერსიტეტში და მიიღო ბაკალავრის ხარისხი სამართალში.
 
[[1942]] წლიდან დაკავებულია პოლიტიკით. იყო [[სრულიად ინდოეთის მუსლიმთა ლიგა|სრულიად ინდოეთის მუსლიმთა ლიგის]] ერთ-ერთი წამყვანი აქტივისტი. მონაწილეობდა [[პაკისტანი]]ს ჩამოყალიბებისათვის მოძრაობაში, შემდეგ შეუერთდა [[ავამი ლიგა]]ს. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან გახდა [[მუჯიბურ რაჰმანი]]ს ახლო მოკავშირე.
 
[[1954]] წელს აირჩიეს აღმოსავლეთი პაკისტანის პროვინციულ ასამბლეაში, როგორც აღმოსავლეთ პაკისტანის გაერთიანებული ფრონტის კანდიდატი. მას შემდეგ, რაც ცენტრალური პაკისტანის ხელისუფლებამ 1954 წელს დაშალა ერთიანი ფრონტი, დააპატიმრეს ბენგალიის სხვა ლიდერებთან ერთად. [[1955]] წელს გაათავისუფლეს, მაგრამ [[1958]] წელს, [[მუჰამად აიუბ-ხანი]]ს რეჟიმის დამყარების შემდეგ, კვლავ დაპატიმრეს. [[1966]] წელს კვლავ დაპატიმრეს [[მუჯიბურ რაჰმანი]]ს ექვსპუნქტიანი პროგრამის მხარდაჭერის გამო. [[1970]] წელს აირჩიეს [[პაკისტანი]]ს ეროვნულ ასამბლეაში.
 
[[1971]] წელს, როდესაც [[მუჯიბურ რაჰმანი]] დაპატიმრეს და დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, [[ავამი ლიგა|ავამი ლიგის]] ლიდერებმა [[მუჯიბნაგარი|მუჯიბნაგარში]] გამოაცხადეს [[ბანგლადეში]]ს დამოუკიდებლობა. პრეზიდენტად გამოაცხადეს პატიმრობაში მყოფი [[მუჯიბურ რაჰმანი]], ხოლო პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა [[საიდ ნაზრულ ისლამი]], ხოლო პრეზიდენტი გახდა [[ტაჯუდინ აჰმედი]], ხოლო სგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაიკავა ხონდაკარ მოშტაქ აჰმედმა. მოგვიანებით ხონდაკარ მოშტაქ აჰმედმა დაიკავა ენერგეტიკის, ირიგაციისა და წყალდიდობასთან ბრძოლის მინისტრის თანამდებობა.
 
[[1975]] წლის [[15 აგვისტო]]ს მუჯიბურ რაჰმანი და მისი ოჯახის ყველა წევრი (გარდა ორი მისი ქალიშვილისა, რომელიც იმყოფებოდნენ [[გფრ]]-ში) დახოცეს ოფიცერთა დაჯგუფებებმა.
 
== ლიტერატურა ==
* Anthony Mascarenhas, Bangladesh: A Legacy of Blood. ISBN 0-340-39420-X
 
{{ბანგლადეშის პრეზიდენტები}}