სულხან-საბა ორბელიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 37:
ორბელიანი ჭაბუკობიდანვე ჩაება სახელმწიფოებრივ, სამწერლო და სამეცნიერო საქმიანობაში. იყო ირან-ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლის ერთ-ერთი თავკაცი და [[გიორგი XI]]-ისა და, მოგვიანებით, [[ვახტანგ VI]]-ის ახალი პოლიტიკური ორიენტაციათა ძიების ერთგული თანამდგომი. [[1688|1688 წელს]], როცა ირანის შაჰმა [[გიორგი XI]]-ს მეფობა ჩამოართვა, რეპრესირებული ორბელიანი იძულებული გახდა გასცლოდა [[ქართლი|ქართლს]]. ერთხანს [[იმერეთი|იმერეთში]], შემდეგ [[სამცხე]]ში იმყოფებოდა. [[1698]] წელის 18 მარტს, როგორც ჩანს, პოლიტიკური მიზეზთა გამო, საბას სახელით ბერად აღიკვეცა [[გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერი|დავითგარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში]]. [[1703]] წლიდან, ქართლის ახალი გამგებლის [[ვახტანგ VI]]-ის დავალებით, ორბელიანმა დიპლომატიური მისიით იმოგზაურა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის [[საფრანგეთი|საფრანგეთსა]] და [[იტალია]]ში ([[1713]]-[[1716]]). 1710 წლის 1 დეკემბრიდან - 1711 წლის 20 თებერვლამდე იმყოფებოდა ხვარასანში, ქაიხოსრო მეფესთან. სამშობლოში დაბრუნდა 1711 წლის 11 მაისს. 1712 წლის 23 აპრილიდან - 2 ნოემბრამდე ვახტანგ მეფესთან ერთად ისპაჰანში იმყოფებოდა. სამშობლოში დაბრუნდა 20 დეკემბერს. 1713 წლის 17 აგვისტოს საფრანგეთში „გაიპარა“, მოიარა პარიზი, ჟენევა, სიცილია და რომი. შეხვდა რომის პაპს კრანდუკს. უკან მობრუნებულს რომის პაპმა წმინდა ჯვრის ნაწილი, წმინდა კლემენტოს თავი და და სხვა მრავალი ნაწილი უბოძა. 1715 წლის 19 იანვარს კონსტანტინოპოლში ჩავიდა, სადაც შეუდგა „ლექსიკონის“ წერას, რომელიც 1716 წლის 20 იანვარს დაასრულა.
 
გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებებით ორბელიანმა მიიღო [[კათოლიციზმი|კათოლიკური აღმსარებლობა]]. ირან-ოსმალეთის მუდმივი აგრესიისაგან განაწამებ ქართველ სახელმწიფო მოღვაწეებს, მათ შორის ორბელიანს სურდათ მოესინჯათ ნიადაგი [[დასავლეთი ევროპა|დასავლეთ ევროპასთან]] პოლიტიკური კავშირისათვის. ორბელიანი ეწვია საფრანგეთის მეფეს [[ლუი XIV]]-ს და რომის პაპს [[კლიმენტი XI]]-ს, რათა ეთხოვა აგრეთვე ფინანსური დახმარება ირანის ტყვეობიდან [[ვახტანგ VI]]-ის გამოსახსნელად. მისი დიპლომატიური მისია მარცხით დამთავრდა. იმედგაცრუებულმა ორბელიანმა დიდი გაჭირვებით ჩამოაღწია სამშობლოში. ბერის სამოსით შემოსილი ეძებდა გზებს ქვეყნის ოსმალეთისგან გასანთავისუფლებლად (სულხანი 1698 წელს ბერად აღიკვეცა [[დავითგარეჯა|დავითგარეჯის მონასტერში]]. ამ დროიდან იწოდება იგი სულხან-საბად).ქართველმა პოეტმა [[მუხრან მაჭავარიანმა]] საბას ელჩობას და მოგზურობას მიუძღვნა ლექსი "საბა". ამ ლექსი კარგადაა ასახული მეფე ლუდოვიკოს გულცივობა და საბა დიდი იმედგაცრუება.საბა ევროპელთა კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით კათოლეკედ მოინათლა. გადმოცემის თანახმად, საბა სვეტიცხოვლის ეზოში წვერით ათრიეს.
 
[[1724|1724 წელს]], როცა [[ვახტანგ VI]]-მ რუსეთს დააპირა გადახვეწა, მან [[მოსკოვი|მოსკოვში]] წინასწარი მოლაპარაკებისათვის ორბელიანი გაგზავნა, მაგრამ ხანდაზმულ მწერალს არ დასცალდა უკანასკნელი მისიის აღსრულება, იგი [[მოსკოვი|მოსკოვში]] მალე გარდაიცვალა. დაკრძალეს [[ვსესვიატსკოეს სასაფლაო|ვსესვიატსკოეში]].<ref>[http://geo.interpressnews.ge/ge/kultura/181325-sulkhan-sabas-saflavis-mdgomareobasthan-dakavshirebith-gavrcelebul-informacias-kulturis-saministroshi-ar-floben.html სულხან-საბას საფლავის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას კულტურის სამინისტროში არ ფლობენ // InterPressNews]</ref><ref>[http://geo.interpressnews.ge/ge/kultura/181303-saqarthvelos-seqcias-sulkhan-sabas-saflavis-mdgomareobis-shesakheb-informaciis-garkveva-gautcirdeba.html საქართველოს სექციას სულხან-საბას საფლავის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გარკვევა გაუჭირდება // InterPressNews]</ref>