ჩადის ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{ინფოდაფა ტბა
|სახელი = ჩადის ტბა
|მშობლიური სახელი = {{lang-fr|Lac =Tchad}}
{{lang-en|Lake Chad}}
{{lang-ar|بحيرة تشاد}}
|სურათი = Lakechad map.png
|სურათის სიგანე =
|ხელმოწერა =
|lat_dir = N |lat_deg = 13 |lat_min = |lat_sec =
|lon_dir = E |lon_deg = 14 |lon_min = |lon_sec =
|CoordRegion =
|CoordScale =
|მდებარეობა = {{დროშა|ჩადი}},
{{დროშა|კამერუნი}},
{{დროშა|ნიგერი}},
{{დროშა|ნიგერია}}
|სიმაღლე ზღვის დონიდან =
|სიგრძე = 650
|სიგანე =
|ფართობი = 1,350 1350
|მოცულობა = 72
|სანაპირო ზოლის სიგრძე =
|მაქსიმალური სიღრმე = 11
|საშუალო სიღრმე = 1.,5
|მარილიანობა =
|გამჭირვალობა =
|აუზის ფართობი = 58 ათ. 000
|ჩამდინარე მდინარე = [[ჩარი]]
|გამომდინარე მდინარე =
|პოზრუკა = აფრიკა
|პოზრუკის სიგანე =
|პოზრუკა2 =
|პოზრუკის სიგანე2 =
|სქოლიო =
|ვიკისაწყობი = Lake Chad

'''ჩადის ტბა''' ({{lang-fr|Lac Tchad}}, {{lang-en|Lake Chad}}, {{lang-ar|بحيرة تشاد}} ''ბუჰაირა ტშად'') — მდებარეობს [[აფრიკა]]ში. ესაა ისტორიულად საკმაოთ ფართო, მტკნარი, თავთხელი [[ტბა]], რომლის ზედაპირის ფართობიც საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა. XX საუკუნეში კი თითქმის განახევრდა. უდიდესია ტბის ეკონომიკური მნიშვნელობა, რადგან ის მისი მოსაზღვრე ოთხი ქვეყნის ([[ჩადი]], [[კამერუნი]], [[ნიგერი]], [[ნიგერია]]) დაახლოებით 20 მილიონი ადამიანისთვის მტკნარი წყლის ერთადერთი მნიშვნელოვანი წყაროა, გასათვალისწინებელია, რომ ის [[საჰარის უდაბნო]]ს კიდეზე მდებარეობს.

== მდებარეობა და აღწერა ==
ტბის ძირითადი ნაწილი მდებარეობს დასავლეთ ჩადის ტერიტორიაზე. უმთავრესი [[მდინარე]], რომელიც ამ ტბაში ჩაედინება არის [[ჩარი]], რომელსაც წყლის 90 % ჩამოაქვს. ტბაში მდებარეობს რამდენიმე პატარა [[კუნძული]].

იმის გამო, რომ ტბის მაქსიმალური სიღრმე მხოლოდ 10,5 მეტრია, მისი ზედაპირის ფართობი საკმაოდ მგრძნობიარეა სიღრმის სულ მცირე ცვალებადობასთანაც კი. მით უმეტეს, რომ წლის განმავლობაში, სეზონურად, წყლის დონე 1 მეტრით იცვლება. [[კლიმატი]] საკმაოდ მკაცრია, მხოლოდ ივნისიდან ოქტომბრამდეა შესაძლებელი შემთხვევითი წვიმა.

== ისტორია ==
[[ფაილი:Lake Chad map showing receding water area and level 1972-2007.svg|მინი|left|250პქ|ჩადის ტბის ფართობის ცვლილება წლებსი მიხედვით]]
[[ტბა]]მტბამ სახელი მიიღო ჩადის სახელმწიფოსგან. ადგილობრივ ენაზე, სიტყვა ''ჩადი'' ნიშნავს „წყლის დიდ სივრცეს“, იგივე „ტბას“.

დამტკიცებულია, რომ ჩადის ტბა უდიდესი, შიდა ზღვა-ტბის ნარჩენია, რომელიც მის ადგილას 13 000 წლის წინ მდებარეობდა. დაახლოებით ძვ. წ. 4000 წლისთვის, მისი ფართობი 400 000 კმ²-ს შეადგენდა.

როდესაც ის [[1823]] წელს ევროპელებმა მოინახულეს, ჯერ კიდევ მიიჩნეოდა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ტბად. წყლის საგრძნობი შემცირება დაიწყო 1960-იანი წლებიდან და მისი ფართობი 26 000 კმ² დარჩა, მაგრამ მაინც რჩებოდა მსოფლიოს სიდიდით მეოთხე ტბად. მაგრამ ირგვლივ არსებული მოსახლეობის მიერ ტბის წყლის ძალზე უდიერად მოხმარებამ, ბოლო 40 წლის მანძილზე საშინელი შედეგები გამოიღო.

[[1983]] წლისთვის, ტბის ფართობი მერყეობდა 10 000 კმ²-25 000 კმ²-ს შორის, წყლის მოცულობა შეადგენდა 72 კმ კუბს.

[[2000]] წლისთვის, ტბის ფართობმა მხოლოდ 1500 კმ² შეადგინა. ამჟამად მისი სიღრმე 1,5 მეტრია და აქ ნავიგაცია შეუძლებელია. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, XXI საუკუნეში ჩადის ტბა საერთოდ დაშრება.

== პერსპექტივები ==
[[ფაილი:LakeChadCameroonTown.jpg|მინი|295პქ|დასახლება კამერუნის სანაპიროსთან]]
ტბაში წყლის კლება მისი მარილიანობის ზრდას იწვევს, რაც დიდ საფრთხეს უქმნის მის [[ფლორა]]ს და [[ფაუნა]]ს. საგრძნობლად მცირდება თევზის[[თევზი]]ს რეწვა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად იკლებს ამ ქვეყნების მოსახლეობის შემოსავლები. ვინაიდან ტბის წყალს მოსახლეობა სასმელად იყენებს, საგრძნობლად დიდია ისეთი ეპიდემიების რისკები, როგორებიცაა [[დიარეა]], [[ქოლერა]], [[ტიფი]], ცხელება.

თუმცა ტბის გადარჩენის პერსპექტივები ნამდვილად არსებობს, თუკი მისი აუზის ქვეყნები სათანადო პოლიტიკას გაატარებენ.

== რესურსები ინტერნეტში ==