მალაიზიის გეოგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 34:
ჰავა [[მალაკის ნახევარკუნძული]]ს სამხრეთ ნაწილში და კუნძულ [[კალიმანტანი|კალიმანტანზე]] ეკვატორულია, ჩრდილოეთში — სუბეკვატორული მუსონური. საშუალო თვიური ტემპერატურებია 25-28°C (ბარში). [[ატმოსფერული ნალექები]] სანაპიროზე 2000-2500 მმ წელიწადში, მთაში ზოგან 4000 მმ-მდე. კინაბალუს მასივის კალთებზე 5000 მმ-ზე მეტი.
 
მდინარეთა ქსელი ხშირია. მდინარეები შედარებით მოკლე, მაგრამ წყალუხვია. ყველაზე დიდი მდინარეებია [[რაჯანგი]], [[ბარამი]], [[კინაბატანგანი]], [[პაჰანგი]]. მდინარეები უხვწყლიანია მთელი წლის განმავლობაში. წვიმების სეზონში მათი დონე მკვეთრად და მნიშვნელოვნად მატულობს, რაც ხშირ შემთხვევებში რიგ ადგილებში წყალდიდობას იწვევს. მალაიზიის უგრძესი მდინარეა [[რაჯანგი]], რომელიც მიედინება [[სარავაკი|სარავაკის შტატში]] და აქვს 760 [[კილომეტრი]] სიგრძე. სიგრძით მეორე მდინარეა [[კინაბატანგანი]], რომლის სიგრძეა 560 [[კილომეტრი]], იგი მიედინება [[საბაჰი|საბაჰის შტატის]] ტერიტორიაზე. მდინარე [[პაჰანგი]]ს სიგრძეა 435 [[კილომეტრი]]. მალაიზიის უდიდესი მტკნარწყლიანი ტბაა [[ბერა]], რომელიც მდებარეობს პაჰანგის შტატის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. სიდიდით მეორე ტბაა ჩინი (ტასიკ-ჩინი), რომელიც მდებარეობს პაჰანგის შტატის ცენტრალურ ნაწილში. მისი ფართობია 5025 ჰექტარი. მალაიზიის უდიდესი წყალსაცავია [[კენირი]], რომლის ფართობია 260 კმ². წყალსაცავი განლაგებულია ტრენგანუს შტატის ტერიტორიაზე.
 
მალაიზიის დიდ ნაწილზე გაეწრებული ლატერიტული ნაიდაგებია, დაბლობებზე — ალუვიური. ტერიტორიის დაახლოებით 3/4 შემოსილია მარადმწვანე ნოტიო ტროპიკული ტყით, შედარებით მშრალ მთათაშუა ქვაბულებში ქსეროფიტული ბუჩქნარია, სანაპიროს გასწვრივ — მანგროვიანი.