მალაიზიის გეოგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 32:
მალაიზია მდებარეობს ეკვატორულ სარტყელში. სანაპირო ხაზი ოდნავაა შეჭრილ-შემოჭრილი. [[მალაკის ნახევარკუნძული]]ს უმეტესი ნაწილი მთაგორიანია (მთების სიმაღლე 1000-2000 მ, უმაღლესია მთა [[ტაჰანი]], 2190 მ). სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ და სამხრეთ ნაწილში დაჭაობებული ალუვიური დაბლობებია. დაბლობებია კუნძულ [[კალიმანტანი]]ს სანაპიროს გასწვრივაც, თვით კუნძულზე კი ბორცვები და ქედებია (სიმაღლე 2000-2400 მ), ჩრდილო ნაწილში აღმართულია [[კინაბალუ|კინაბალუს მთის მასივი]] (საიმაღლე 411 მ, [[მალაიზია|მალაიზიის]] უმაღლესი წერტილი).
 
ჰავა [[მალაკის ნახევარკუნძული]]ს სამხრეთ ნაწილში და კუნძულ [[კალიმანტანი|კალიმანტანზე]] ეკვატორულია, ჩრდილოეთში — სუბეკვატორული მუსონური. საშუალო თვიური ტემპერატურებია 25-28°C (ბარში). [[ატმოსფერული ნალექები]] სანაპიროზე 2000-2500 მმ წელიწადში, მთაში ზოგან 4000 მმ-მდე. კინაბალუს მასივის კალთბზეკალთებზე 5000 მმ-ზე მეტი.
 
მდინარეთა ქსელი ხშირია. მდინარეები შედარებით მოკლე, მაგრამ წყალუხვია. ყველაზე დიდი მდინარეებია [[რაჯანგი]], [[ბარამი]], [[კინაბატანგანი]], [[პაჰანგი]]. მდინარეები უხვწყლიანია მთელი წლის განმავლობაში. წვიმების სეზონში მათი დონე მკვეთრად და მნიშვნელოვნად მატულობს, რაც ხშირ შემთხვევებში რიგ ადგილებში წყალდიდობას იწვევს. მალაიზიის უგრძესი მდინარეა [[რაჯანგი]], რომელიც მიედინება [[სარავაკი|სარავაკის შტატში]] და აქვს 760 [[კილომეტრი]] სიგრძე. სიგრძით მეორე მდინარეა [[კინაბატანგანი]], რომლის სიგრძეა 560 [[კილომეტრი]], იგი მიედინება [[საბაჰი|საბაჰის შტატის]] ტერიტორიაზე. მდინარე [[პაჰანგი]]ს სიგრძეა 435 [[კილომეტრი]]. მალაიზიის უდიდესი მტკნარწყლიანი ტბაა [[ბერა]], რომელიც მდებარეობს პაჰანგის შტატის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. სიდიდით მეორე ტბაა ჩინი (ტასიკ-ჩინი), რომელიც მდებარეობს პაჰანგის შტატის ცენტრალურ ნაწილში. მისი ფართობია 5025 ჰექტარი. მალაიზიის უდიდესი წყალსაცავია კენირი, რომლის ფართობია 260 კმ². წყალსაცავი განლაგებულია ტრენგანუს შტატის ტერიტორიაზე.