მურად II: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 27:
|დაბადების ადგილი = [[ამასია]], [[ოსმალეთის იმპერია]]
|გარდაცვალების თარიღი = [[3 თებერვალი]], [[1451]]
|გარდაცვალების ადგილი = [[ედირნე]], [[ოსმალეთის იმპერია]]
|ქორწინება = იენი ხათუნი<br/>ჰალიმე<br/>[[ჰიუმა ხათუნი]]<br/>დესპინა ხათუნი
|შვილები = აჰმედი, ალადინი, [[მეჰმედ II|მეჰმედი]], ორჰანი, ჰასანი, აჰმედი<br />ჰატიჯე, ფატმა, შეჰზადე, ერჰონდუ
ხაზი 37:
|ხელმოწერა = Tughra_of_Murad_II.JPG
}}
'''მურად II''' ([[ოსმალური ენა|ოსმ.]] مراد ثاني‎ - Murâd-ı sânî , [[თურქ.]] İkinci Murat; დ. [[ივნისი]] [[1401]], [[ამასია]] — გ. [[3 თებერვალი]] [[1451]], [[ედირნე]]) — [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] მეექვსე [[სულთანი]] 1421-1444 და 1446-1451 წლებში, [[მეჰმედ I]]-ის ვაჟი, რომლისგანაც ტახტი მემკვიდრეობით 1421 წელს მიიღო.
 
დაიბადა [[1404]] წლის [[ივნისი|ივნისში]], ქალაქ [[ამასია]]ში. მამამისი, მისი დაბადების დროისთვის, [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] ტახტისთვის იბრძოდა ძმების წინააღმდეგ. [[1410]] წელს მურადი მამასთან ერთად დედაქალაქ [[ედირნე]]ში გადავიდა. როცა [[მეჰმედ I]]-მა ოფიციალურად მოიპოვა ოსმალეთის სულთნის ტიტული, ახალგაზრდა შეჰზადე მურადი დაინიშნა [[ამასია|ამასიის]] სანჯაყის განმგებლად, რადგან იგი იყო მემკვიდრე შეჰზადე და უნდა მიეღო მმართველობის გამოცდილება. [[1421]] წელს, როცა მურადი 16 წლის იყო, სულთან მეჰმედი გარდაიცვალა და ტახტი მემკვიდრეობით მას ერგო.
ხაზი 43:
მმართველობის დაწყებისთანავე, მან განაახლა ომი [[ბიზანტიის იმპერია]]სთან, რომელიც მამამისის დროს შეწყვეტილი იყო. ამას ხელი შეუწყო იმან, რომ მურადისთვის ტახტის მოცილე მუსტაფა ჩელების ბიზანტიის იმპერატორი მხარს უჭერდა. [[1422]] მან ალყა შემოარტყა [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლს]]. ოსმალებმა ალყა მაშინ მოხსნეს, როცა [[მანუელ II პალეოლოგოსი]] დაიყოლიეს მათთვის ხარკის გადახდაზე.
 
მას შემდეგ, რაც მანუელ II-მ აღიარა ოსმალთა მიმართ ვასალური დამოკიდებულება, მურადმა ბალკანეთისაკენ გადაიტანა ყურადღება. [[1430]] წელს, 5 წლიანი ბრძოლის შემდეგ, ოსმალთა ჯარებმა დაიპყრეს სალონიკი (თანამედროვე [[თესალონიკი]]), რომელიც იქამდე [[ვენეცია|ვენეციის]] კონტროლის ქვეშ იყო. აგრეთვე, ოსმალეთის ჯარი წარმატებით მოქმედებდა უნგრეთ-სერბეთ-ყარამანის ალიანსის წინააღმდეგ, მაგრამ მას შემდეგ რაც ალიანსი გაფართოვდა და მას გერმანიის, პოლონეთისა და ალბანეთის ჯარები შეუერთდნენ, ოსმალებმა დაკარგეს ქალაქი [[ნიში (სერბეთი)|ნიში]] და [[სოფია]]. ოსმალეთის ჯარი განადგურდა იალოვაზსთან გამართულ ბრძოლაშიც, რასაც [[1444]] წლის [[12 ივნისი|12 ივნისს]] მოჰყვა ალიანსსაალიანსის ქვეყნებსა და ოსმალეთს შორის [[ედირნე]]ში ხელშეკრულების დადება. ამ ხელშეკრულების დადების შემდეგ, მურად II თავისი 12 წლის შვილის, [[მეჰმედ II|მეჰმედის]] სასარგებლოდ გადადგა.
 
ევროპის ქვეყნებმა, [[რომი]]ს პაპ [[ევგენი IV]]-ის მეთაურობით, მალევე დაარღვიეს დადებული ხელშეკრულება და განაახლეს ომი [[ოსმალეთის იმპერია]]სთან. ამიტომ, მურადი იძულებული გახდა სახელმწიფო საქმეებს დაბრუნებოდა. იგი სათავეში ჩაუდგა ოსმალეთის არმიას და [[1444]] წლის [[10 ნოემბერი|10 ნოემბერს]] სასტიკად დაამარცხა ქრისტიანული ძალები [[ვარნის ბრძოლა]]ში. შედეგად, ოსმალებმა საბოლოოდ დაიკავეს [[ვარნა]]. [[1446]] წლის [[სექტემბერი|სექტემბერში]] მურადი ოფიციალურად დაბრუნდა ტახტზე.
 
მურადი ფრთხილ პოლიტიკას ატარებდა [[ანატოლია]]ში, რადგან იგი უფრთხოდა ომს, რომელიც შესაძლოა ანატოლიისათვის დაწყებულიყო [[თემურლენგი|თემურლენგთან]]. ოსმალებმა მეტი გავლენა მოიპოვეს დასავლეთ ანატოლიის თურქმენ მმართველებზე, მაგრამ [[ყარამანი]], რომელიც იყო დასაყრდენი ბალკანელი მმართველებისათვის და ოსმალთათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა, ჯერ კიდევ რჩებოდა ავტონომიურად.
 
სულთან მურადის მმართველობის პერიოდში, დიდი ვეზირის პოსტზე დაიწყო ჩანდარლების ოჯახის დომინირება. [[იანიჩრები|იანიჩართა კორპუსი]] უფრო მეტად გაძლიერდა და ევროპაში ცნობილად იქცა. ოსმალეთის ევროპული ნაწილის მმართველებმა, დაიწყეს სულთნისაგან დამოუკიდებელი მოქმედება [[ბალკანეთი|ბალკანეთში]]. მურად II გარდაიცვალა [[1451]] წლის [[3 თებერვალი|3 თებერვალს]]. მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მეორედ ავიდა [[მეჰმედ II]].
 
==იხილეთ აგრეთვე==
Line 50 ⟶ 56:
==რესურსები ინტერნეტში==
{{Commons category|Murad II}}
*[httphttps://wwwawww.britannica.com/ebbiography/articleMurad-9054316II Encyclopædia Britannica]
 
{{ოსმალეთის იმპერიის სულთნები}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მურად_II“-დან