მურად II: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
'''მურად II''' ([[ოსმალური ენა|ოსმ.]] مراد ثاني‎ - Murâd-ı sânî , [[თურქ.]] İkinci Murat; დ. [[1401]] — გ. [[1451]]) — [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] მეექვსე [[სულთანი]] 1421-1444 და 1446-1451 წლებში, [[მეჰმედ I]]-ის ვაჟი, რომლისგანაც ტახტი მემკვიდრეობით 1421 წელს მიიღო.
 
დაიბადა [[1404]] წლის [[ივნისი|ივნისში]], ქალაქ [[ამასია]]ში. მამამისი, მისი დაბადების დროისთვის, [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] ტახტისთვის იბრძოდა ძმების წინააღმდეგ. [[1410]] წელს მურადი მამასთან ერთად დედაქალაქ [[ედირნე]]ში გადავიდა. როცა [[მეჰმედ I]]-მა ოფიციალურად მოიპოვა ოსმალეთის სულთნის ტიტული, ახალგაზრდა შეჰზადე მურადი დაინიშნა [[ამასია|ამასიის]] სანჯაყის განმგებლად, რადგან იგი იყო მემკვიდრე შეჰზადე და უნდა მიეღო მმართველობის გამოცდილება. [[1421]] წელს, როცა მურადი 16 წლის იყო, სულთან მეჰმედი გარდაიცვალა და ტახტი მემკვიდრეობით მას ერგო.
მურად II-ის მმართველობა აღინიშნა ხანგრძლივი ომით [[ბალკანეთი]]ს [[ქრისტიანობა|ქრისტიანებისა]] და [[ანატოლია|ანატოლიის]] ბეილიქების წინააღმდეგ — კონფლიქტი, რომელიც 25 წელი გაგრძელდა.
 
მმართველობის დაწყებისთანავე, მან განაახლა ომი [[ბიზანტიის იმპერია]]სთან, რომელიც მამამისის დროს შეწყვეტილი იყო. ამას ხელი შეუწყო იმან, რომ მურადისთვის ტახტის მოცილე მუსტაფა ჩელების ბიზანტიის იმპერატორი მხარს უჭერდა. [[1422]] მან ალყა შემოარტყა [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლს]]. ოსმალებმა ალყა მაშინ მოხსნეს, როცა [[მანუელ II პალეოლოგოსი]] დაიყოლიეს მათთვის ხარკის გადახდაზე.
 
მას შემდეგ, რაც მანუელ II-მ აღიარა ოსმალთა მიმართ ვასალური დამოკიდებულება, მურადმა ბალკანეთისაკენ გადაიტანა ყურადღება. [[1430]] წელს, 5 წლიანი ბრძოლის შემდეგ, ოსმალთა ჯარებმა დაიპყრეს სალონიკი (თანამედროვე [[თესალონიკი]]), რომელიც იქამდე [[ვენეცია|ვენეციის]] კონტროლის ქვეშ იყო. აგრეთვე, ოსმალეთის ჯარი წარმატებით მოქმედებდა უნგრეთ-სერბეთ-ყარამანის ალიანსის წინააღმდეგ, მაგრამ მას შემდეგ რაც ალიანსი გაფართოვდა და მას გერმანიის, პოლონეთისა და ალბანეთის ჯარები შეუერთდნენ, ოსმალებმა დაკარგეს ქალაქი [[ნიში (სერბეთი)|ნიში]] და [[სოფია]]. ოსმალეთის ჯარი განადგურდა იალოვაზსთან გამართულ ბრძოლაშიც, რასაც [[1444]] წლის [[12 ივნისი|12 ივნისს]] მოჰყვა ალიანსსა და ოსმალეთს შორის [[ედირნე]]ში ხელშეკრულების დადება. ამ ხელშეკრულების დადების შემდეგ, მურად II თავისი 12 წლის შვილის, [[მეჰმედ II|მეჰმედის]] სასარგებლოდ გადადგა.
 
==იხილეთ აგრეთვე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მურად_II“-დან