კირილე I (ალექსანდრიის პატრიარქი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
- სამწუხაროდ
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 4:
== ცხოვრება ==
 
წმინდა კირილე ალექსანდრიელი წარჩინებული და კეთილმსახური ოჯახის შვილი იყო. მან კარგი საერო განათლება მიიღო, ღრმად განისწავლა [[ფილოსოფია]]შიც, მაგრამ მეტად წმინდა წერილის შესწავლასა და ქრისტიანული ჭეშმარიტებების შეცნობას ესწრაფვოდა. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა კირილე ნიტრიის მთებში მდებარე წმინდა მაკარის მონასტერში დაემკვიდრა, სადაც ექვსი წელი დაჰყო. ალექსანდრიელმა პატრიარქმა [[თეოფილე ალექსანდრიელი|თეოფილემ]] ([[385]]-[[412]]) დიაკვნად აკურთხა წმინდანი და, როდესაც მისი გულისხმიერება იხილა, ქადაგებების წარმოთქმა დაავალა. თეოფილეს სიკვდილის შემდეგ წმინდა კირილე ერთხმად აირჩიეს [[ალექსანდრიის პატრიარქები|ალექსანდრიის პატრიარქად]]. იგი სათავეში ჩაუდგა ბრძოლას მის სამწყსოში გავრცელებული ნავოციანის ერესის წინააღმდეგ, რომელიც ასწავლიდა, რომ დევნულობის დროს მართლმადიდებლობისგან განმდგარიგანმდგარ ქრისტიანებს არ ჰქონდათ დედა ეკლესიაში დაბრუნების უფლება.
 
კირილე დიდხანს ებრძოდა [[იუდაიზმი|იუდეველებსაც]], რომლებიც ქალაქში ხშირად აწყობდნენ მღელვარებებს ქრისტიანთა მკვლელობების თანხლებით.(სოკრ. VII:13)