ნინოწმინდის მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 60:
'''ნინოწმინდა''' — გალავანშემოვლებული სამონასტრო კომპლექსი - ტაძარი, აგურის ოთხსართულიანი სამრეკლო (XVI ს.), მიტროპოლიტ [[საბა (ტუსისშვილი) |საბა ტუსისშვილის]] ორსართულიანი სასახლე ([[1774]]-[[1777]]) და სხვა ნაგებობათა ნანგრევები, რომელიც შემორჩენილია [[საგარეჯოს მუნიციპალიტეტი]]ს [[ნინოწმინდა (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი)|სოფ. ნინოწმინდაში]].
 
ნინოწმინდის ტაძარი VI საუკუნის საყურადღებო ძეგლია. აშენებულია [[წმინდა ნინო]]ს დროსვე ძველ საკერპო ადგილას<ref>П. Иоселиани, «Описание древностей города Тифлиса» 1866, გვ. 132-133</ref>. დიდი გუმბათქვეშა სივრცის სესაქმნელად ცენტრალური კვადრატის კუთხეებში ოთხ აფსიდს შორის დიაგონალურ ღერძებზე თითო დამატებითი მცირე სადგომია ჩასმული. გარედან ტაძარი გეგმით ვარსკვლავისებრი ნაგებობა იყო, სიდიდის მიხედვით მონაცვლეობით განლაგებული ნახევარწრიული მოხაზულობის შვერილი აფსიდებით. მხოლოდ საკურთხევლის აფსიდს შუა ნაწილში, სადაც სარკმლებია გაჭრილი, აქვს წახნაგოვანი ფორმა. შენობა წარმოადგენდა ტეტრაკონქის განვითარებულ სახეს და ჯვრის ტიპის ძეგლთა(მცხეთის ჯვარი) უშუალო წინამორბედს. ტაძარი მრავალჯერ შეუკეთებიათ საფუძვლიანად (XI-XII სს., XVI ს.). დაინგრა [[1824]] და [[1848]] წლების [[მიწისძვრა|მიწისძვრების]] დროს.
 
==ძეგლის შესწავლა==