კალმახი (ციხესიმაგრე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''კალმახი''' — ისტორიული ციხესიმაგრე [[საქართველო]]ში, [[ტაო]]ში. აგებულია [[VIII საუკუნე]]ში. [[XI საუკუნე]]მდე ტაოს ცენტრს წარმოადგენდა. XI საუკუნეში კალმახის გამგებლებს კალმახის ერისთავები ეწოდებოდათ. [[IX საუკუნე]]ში [[გურგენ I|გურგენ კურაპალატი]]ს რეზიდენცია იყო. კალმახის ციხეში ჩააბარეს მეფე [[ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)|ბაგრატ IV]]-ს (XI ს.) დატყვევებული [[კლდეკარის საერისთავო|კლდეკარი]]ს მეამბოხე ერისთავი [[ლიპარიტ IV|ლიპარიტ]] და მისი ძე [[ივანე ლიპარიტის ძე|ივანე]]. ამჟამად მოქცეულია თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებში.
 
კალმახის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს:
{{ციტატა|„არტანუჯის მდინარის შესართავს ზეით, ჭოროხს მოერთვის თორთომის მთიდამ გამომდინარე წყალი, რომელი მოდის აღმოსავლეთად. ამ ხევზედ არს ციხე კალმახისა, რომელი აღაშენეს პიტიახშთა, დიდ-შენი, მაგარი და შეუალი. იყო საერისთაო ტაოსი“}}
 
კალმახის ციხე (კამხის კალე) არქეოლოგიურად შეუსწავლელია. კამხის კალე აგებულია მთის წვერზე. მთის მასივი ხელოვნურადაა ჩაკვეთილი მის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ციხე იყო აღმართული. ჩრდილოეთ მხარეს დაახლ. 30 მ სიგრძეზე შემორჩენილია გალავნის ნაწილი, შუაში ორი წრიული კოშკით. ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში განირჩევა მესამე კოშკის ფუნდამენტი. გალავანი აგებულია უხეში ფლეთილი ქვით დუღაბზე. გალავნის შიდა სივრცე შედგებოდა ორი თავდაცვითი ზონისაგან. სამხრეთის მხარე უფრო ცუდად იყო დაცული. იქ კლდე ჩამოშლილია. კარიბჭე უნდა ყოფილიყო შუამდებარე ორ კოშკს შორის. კალმახის ციხე XVII ს-ში მიატოვეს ქართველებმა.
 
==ლიტერატურა==