ფუკუსიმის პრეფექტურა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 25:
|საიტი = http://www.pref.fukushima.lg.jp/
}}
'''ფუკუსიმის პრეფექტურა''' — პრეფექტურა იაპონიაში, რომელიც მდებარეობს [[ტოჰოკუ|ტოჰოკუს რეგიონში]]. პრეფექტურის ფართობია 11 636,28 კმ²,<ref>[http://www.gsi.go.jp/KOKUJYOHO/MENCHO-title.htm Geospatial Information Authority of Japan] ცვლილებების [http://www.gsi.go.jp/ გათვალისწინებით]</ref> 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ფუკუსიმის პრეფექტურაში ცხოვრობდა 1 038 364 [[ადამიანი]]. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი [[ფუკისიმა]].
 
== გეოგრაფია ==
ფუკუსიმის პრეფექტურა მდებარეობს კუნძულ [[ჰოსიუჰონსიუ]]ზე. პრეფექტურის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი უჭირავს ძლიერ დანაწევრებულ მთებს. აძუმის ქედზე აღმართულია მოქმედი სტრატოვულკანი [[აძუმა]], რომლის სიამღლე [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 2035 მეტრს აღწევს. ფუკუსიმის პრეფექტურა მთების მეშვეობით სამ რეგიონადაა გაყოფილი: აიძუ, ნაკადორი და ჰაკადორი. აიძუში ჭარბობს მთიანი ლანდშაფტი მოქმედ ვულკან [[ბანდაი]]სთან (1819 მ) ერთად, ნაკადორი განთქმულია თავისი სასოფლო-სამეურნეო მიღწევებით, ხოლო ჰამადორი ორი კლანის ხანგრძლივი ომით ამ რეგიონის დასაუფლებლად. 2012 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ფუკუსიმის პრეფექტურის 13% ბუნების პარკებს ეკავათ. აღსანიშნავია [[ბანდაი-ასაჰის ეროვნული პარკი]], [[ნიკოს ეროვნული პარკი]], [[ოძეს ეროვნული პარკი]] და სხვა.
 
== ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა ==
ხაზი 67:
== სიმბოლიკა ==
პრეფექტურის ემბლემა და დროშა შემოიღეს 1968 წლის 23 ოქტომბერს. ემბლემა წარმოადგენს ჰირაგანა „ფუ“-ს სტილიზებულ სიმბოლოს, ესე იგი პრეფექტურის სახელწოდების პირველ მარცვალს. დროშა წარმოადგენს ქარვის ფონზე არსებულ თეთრ ემბლემას. პრეფექტურის ყვავილად 1955 წელს აირჩიეს Rhododendron brachycarpum, ხედ — Zelkova serrata (1966 წლის 28 სექტემბერი), ხოლო ფრინველად Ficedula narcissina (1965).
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://www.pref.fukushima.lg.jp/ ოფიციალური საიტი]
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}