ქაშვეთის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 46:
თბილისის გარეთუბანში მდებარე დედათა მონასტრის წმინდა გიორგის ეკლესია, დღევანდელი ქვაშვეთის ტაძრის აღმოსავლეთით მდებარეობდა, რომლის მიმდებარედ დედათა სენაკები იყო განთავსებული. ეკლესია წარმოადგენდა ბაზილიკის ტიპის რიყის ქვით ნაგებ ოთხკუთხა შენობას, რომელსაც ორი შესასვლელი კარი ჰქონდა — სამხრეთით და დასავლეთით. ეკლესიის სატრაპეზო მთლიანი ქვის ყოფილა, იატაკიც ქვით ყოფილა დაფარული. ეკლესიის შენობაში ასიოდე მლოცველი ეტეოდა.
 
XVIII საუკუნის დასაწყისში დედათა მონასტრის ეკლესია უკვე ვეღარ იტევდა მრევლს და მისი წინამძღვრის, დეკანოზ ფილიპე მაკარიძე-არჯევანიძის ლოცვა-კურთხევით და მისი სულიერი შვილის, დიდი ქართველი თავადის [[გივი ამილახვარი]]ს მატერიალური ხელშეწყობით დედათა მონასტრის წმინდა გიორგის ეკლესიის გვერდით ახალი ეკლესიის აგება გადაწყდა. [[ქრისტეფორე ტფილელითბილელი]]ს [[1753]] წლის სიგელის მიხედვით “ამილახორმა გივმა თავის სადღეგრძელოთ და სასულიეროდ დიდის გულსმოდგინებითა და საფასეთა წარგებითა დაშვრა და შენი წმინდა ეკლესია საძირკვლით ახლად აღაშენა, გალავანი შემოავლო, განავრცელა და შეამკო”.
 
ეკლესია მთლიანად ქართული კვადრატული აგურით იყო ნაგები, კედლებში სიმაგრისთვის ჩადგმული იყო ოთხკუთხედად გათლილი მუხის მორები. იატაკი აგურის ქონდა, გადახურვა – კრამიტის. ტრაპეზი მთლიანი ქვისგან იყო გამოთლილი, ხოლო კანკელი ხისგან იყო დამზადებული. ხატები - ტილოზე ზეთის საღებავებით დაწერილი. ტაძარში ორი შესასვლელი კარი ჰქონდა, ერთი - დასავლეთ ნახევარწრის შუაში და მეორე - იქ სადაც ეს წრე უერთდებოდა სამხრეთის ნახევარწრეს.