Corpus Iuris Civilis: განსხვავება გადახედვებს შორის

109.172.142.84-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა SHOTHA-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
(შინაარსი შეიცვალა 'კატეგორია:რომაული სამართალი'-ით)
(109.172.142.84-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა SHOTHA-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
{{ინფოდაფა დოკუმენტი
|სახელწოდება = Corpus Iuris Civilis
|ფაილი = Corpus Iuris Civilis 02.jpg
|სიგანე = 230პქ
|წარწერა = Corpus Iuris Civilis, [[1583]]
|შექმნის თარიღი = [[526]]-[[565]]
|რატიფიკაცია =
|შენახვის ადგილი =
|ავტორი = [[იუსტინიანე I (ბიზანტია)|იუსტინიანე I]]
|ხელისმომწერნი =
|მიზანი = ძველი [[რომის სამართალი|რომაული სამართლის]] შეკრება-შენარჩუნება, [[დასავლეთ რომის იმპერია|დასავლეთ რომის იმპერიაში]] მონათმფლობელობის შენარჩუნება, [[ბიზანტიის იმპერია|აღმოსავლეთსში]] კი — განმტკიცება.
}}
'''Corpus Iuris Civilis''' — სამოქალაქო კანონმდებლობის კრებული, რომელიც შედგენილია [[ბიზანტია|ბიზანტიის]] [[იუსტინიანე I (ბიზანტია)|იმპერატორ იუსტინიანე I-ის]] დროს ([[526]]-[[565]]), მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და ინიციატივით. ამ კრებულმა ეს სახელწოდება XII საუკუნეში მიიღო. იუსტინიანეს კოდიფიკაციას წინ უძღოდა [[თეოდოსიუს II (ბიზანტია)|თეოდოსიუს II-ის]] [[438]] წლის კოდექსი '''Codex Teodosianus,''' რომელიც შეიცავდა [[იმპერატორი|იმპერატორის]] განკარგულებებს.
 
იუსტინიანეს დროს ბიზანტიამ ძალა მოიკრიბა, ომების შედეგად გაფართოვდა სახელმწიფოს საზღვრები და იუსტინიანემ მიზნად დაისახა ერთიანი [[რომის იმპერია|რომის იმპერიის]] აღდგენა. ეს კოდექსი კი მიზნად ისახავდა ძველი [[რომის სამართალი|რომაული სამართლის]] შეკრებას, შენარჩუნებას, [[დასავლეთ რომის იმპერია|დასავლეთ რომის იმპერიაში]] მონათმფლობელობის შენარჩუნებას, [[ბიზანტიის იმპერია|აღმოსავლეთსში]] კი მის განმტკიცებას.
 
== შემადგენლობა ==
კოდექსი 16 წიგნად, წიგნები კი ტიტულებად იყოფა. თითოეულ ტიტულში განკარგულებები ქრონოლოგიური წესით იყო დალაგებული.
 
რომის სამართლის კოდიფიკაციის ამოცანა დაეკისრა იუსტინიანეს მოხელეს [[ტრიბონიანი|ტრიბონიანს]] ([[500]]-[[547]]). იგი გამოჩენილი [[იურისტი]] იყო. ის ჯერ რიგით წევრად შედიოდა საკოდიფიკაციო საბჭოში, ხოლო [[530]] წლიდან კი ხელმძღვანელობდა კომისიას. უკვე [[529]]-[[534]] წლებში შეადგინეს სამი დიდი კრებული: 1) '''ინსტიტუციები''', 2) '''დიგესტები, ანუ პანდექტები''', 3) '''იუსტინიანეს კოდექსი'''. თითოეულმა ამ კრებულმა კანონის ძალა მიიღო. იმპერატორმა კი აკრძალა მათი კომენტირება.
 
=== ინსტიტუციები ===
'''ინსტიტუციები (Institutiones)''' — [[სამართალი|სამართლის]] ელემენტარული სახელმძღვანელო, იყენებდნენ იურიდიული სასწავლებლის პირველ წელს. ეს ნაწილი კომპილაციური ხასიათისაა — ამოკრეფილია გაიუსის თხზულებებიდან და ზოგიერთი [[იურისტი|იურისტის]] ნაშრომებიდან. ინსტიტუციებს კანონის ძალა ჰქონდათ. შესავალში აღნიშნულია, რომ მისი დანიშნულება არის მასში ჩამოყალიბებული დებულებების საფუძველზე სამართლის საფუძვლების შესწავლა. ინსტიტუციებში მოცემულია ცნებები პირების, ნივთების, მემკვიდრეობის, გარიგებისა და სასამართლო პროცესის შესახებ.
 
ინსტიტუციები ოთხი ნაწილისგან შედგება:
# სამართლის სუბიექტები, მათი უფლებები და ქმედუნარიანობის მომწესრიგებელი ნორმები;
# სანივთო სამართალი;
# ვალდებულებითი სამართალი;
# საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი.
 
=== დიგესტები ===
'''დიგესტები, ანუ პანდექტები (Pandectae sive Digesta)''' რომაელი იურისტების ნაწარმოებებიდან ამოკრეფილი ფრაგმენტების ნაწილია. მასში შეტანილია ორმოცი რომაელი იურისტის ნაშრომი. შედგა ორმოცდაათი წიგნი. თითოეუი წიგნი იყოფა ტიტულებად, ტიტულები კი ფრაგმენტებად. დიგესტებში მოცემული ნორმები, ცნებები თუ განსაზღვრებები აღებულია პირველ წყაროდან, ასევე ადათობრივი სამართლიდან. დიგესტებში იურისტებს სხვადასხვა აზრი აქვთ გამოთქმული ერთსა და იმავე საკითხებზე, ამიტომ აზრის შეჯამება ძნელია. ამის გამო დიგესტები ინკორპორაციის სახეს ატარებს.
 
=== იუსტინიანეს კოდექსი ===
'''იუსტინიანეს კოდექცი (Codex Iustinianus)''' — ეს არის იუსტინიანეს მიერ გამოცემული აქტების ერთობლიობა. იუსტინიანეს კოდი, ანუ კონსტიტუციები პირველად გამოიცა [[529]] წელს. [[530]] წელს გამოიცა 50 განკარგულება, რომელიც წინა განკარგულებების ხარვეზებს ასწორებდა. 534 წელს გამოიცა კოდექსის ახალი რედაქცია, რომელიც შედგებოდა თორმეტი წიგნისგან:
 
I წიგნი — საეკლესიო სამართალი;
 
II-VIII წიგნები — სამოქალაქო საკითხები;
 
IX — სისხლის სამართლის საკითხები;
 
X წიგნი — სახელმწიფო მმართველობის საკითხები.
 
=== ნოველები ===
იუსტინიანეს კოდიფიკაციის მეოთხე ნაწილი არის '''ნოველები (Novellae)'''. შემუშავდა [[535]]-[[542]] წლებში. მასში შევიდა ახალი მასალა. ამ კოდიფიკაციით თანამედროვე გახადა სამართლის სხვადასხვა დარგი — [[საჯარო სამართალი|საჯარო]], [[საოჯახო სამართალი|საოჯახო]] და [[სამემკვიდრეო სამართალი]]. იუსტინიანეს კრებული არაერთხელ გადაამუშავეს გასამარტივებლად და დროსთან მოსარგებად. ასე მიიღეს:
# ეკლოგა ([[740]]წ.);
# ბაზილიკა ([[886]]-[[912]]წწ.)
# პროხეირონი (ბერძნ. დახმარება), ანუ სამართლის შემოკლებული გამოცემა ([[1300]]წ.);
# კონსტანტინე არმენოპულოს ექვსწიგნეული ([[1345]]წ.).
 
[[კონსტანტინე არმენოპულოსი]] [[სალონიკი|სალონიკელი]] მოსამართლე იყო, რომელმაც ხელი მოკიდა რომის სამართლის რეცეფციას და შექმნა ექვსწიგნეული. ექვსწიგნეულს სავალდებულო ძალა ჰქინდა საბერძნეთშიც, მაგრამ განსაკუთრებით [[ვლახეთი|ვლახეთში]].
 
== Corpus Iuris Civilis და ევროპული სამართალი ==
იუსტინიანეს სამოქალაქო კანონმდებლობის კრებულმა დიდი გავლენა იქონია [[შუა საუკუნეები|შუა საუკუნეების]] [[ევროპა|ევროპის]] კანონმდებლობაზე. მაგალითად, ფეოდალურ [[საფრანგეთი|საფრანგეთის]], [[გერმანია|გერმანიის]], [[იტალია|იტალიისა]] და სხვა ქვეყნების კანონშემოქმედებაზე. განსაკუთრებული მუშაობა მიმდინარეობდა რომის სამართალზე გერმანიაში. საფრანგეთში კი შუა საუკუნეებში რომის სამართალი სამართლის ძირითადი წყარო იყო. ეს ასე იყო იტალიისთვისაც, რადგან ის ხშირად გერმანიის შემადგენლობაში იყო მოქცეული.
 
რომის სამართალი ფართოდ გამოიყენებოდა ბურჟუაზიულ საფრანგეთშიც. [[ნაპოლეონ ბონაპარტი|ნაპოლეონმა]] სამოქალაქო კოდექსის შედგენისას ფართოდ გამოიყენა რომის სამართალი.
 
== Corpus Iuris Civilis და ქართული სამართალი ==
რომის სამართალმა [[ქართული სამართალი|ქართულ სამართალზეც]] იქონია გავლენა, რადგან [[საქართველო|საქართველოს]] მჭიდრო კავშირი ჰქონდა ქრისტიანულ სამყაროსთან, განსაკუთრებით კი ბიზანტიასთან. ამიტომ შეუძლებელი იყო, რომ რომის სამართალს გავლენა არ ჰქონოდა საქართველოზე. რომის სამართლის ცალკეულმა დებულებებმა და პრინციპებმა გამოხატულება ჰპოვეს როგორც [[საერო სამართალი|საერო]], ისე [[სასულიერო სამართალი|სასულიერო სამართალში]]. მაგალითად, [[დიდი სჯულისკანონი|დიდმა]] და [[მცირე სჯულისკანონი|მცირე]] სჯულისკანონებმა ბევრი რამ შეთვისეს რომის სამართლიდან.
 
რომის სამართლის გავლენის პირდაპირი მტკიცებულებაა [[ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული|ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნში]] შესული [[სამართალი ბერძნული|„სამართალი ბერძნული“]]. [[ვახტანგ VI|ვახტანგ VI-ის]] სწავლულ კაცთა საკოდიფიკაციო კომისიას ბერძნული სამართლის ქართული ვერსია ამოკრეფილი უნდა ჰქონოდა კონსტანტინე არმენოპულოსის ქევსწიგნეულიდან. ვახტანგის საკოდიფიკაციო კომისიამ კარგად იცოდა, რომ კონსტანტინე არმენოპულოს ექვსწიგნეული რომაული სამართლიდან იყო რეცეფცირებული, მაგრამ, რადგან იგი [[საბერძნეთი|საბერძნეთში]] მოქმედებდა, ის ბერძნული სამართლის სახელწოდებით გადმოიტანა.
 
გამოთქმულია მოსაზრება, რომ ვახტანგ VI-ის კოდექსში ბერძნული სამართლის ქართული ვერსია უნდა წარმოადგენდეს XIV საუკუნის ცნობილი სასულიერო მოღვაწის [[მათე ბლასტარი|მათე ვლასტარის]] [[1335]] წლის „სინტაგმის“ შემოკლებას.
 
== ლიტერატურა ==
* ვ. მეტრეველი, რომის სამართლის საფუძვლები, თბ., 2005.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.thelatinlibrary.com/justinian.html ლათინური იურიდიული ბიბლიოთეკა, Corpus Iuris Civilis]
* [http://web.upmf-grenoble.fr/Haiti/Cours/Ak/ რომის სამართლის ბიბლიოთეკა]
 
[[კატეგორია:რომაული სამართალი]]