Hail to the Thief: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 6:
[[Amnesiac]]-ს ტურის დასრულების შემდეგ [[რედიოჰედი|რედიოჰედმა]] გასტროლები [[ესპანეთი|ესპანეთსა]] და [[პორტუგალია|პორტუგალიაში]] განაგრძო, რითაც ჯგუფის წევრებმა შესაძლებლობა გამოიყენეს ახალი სიმღერები წარედგინათ საკუთარი მსმენელის წინაშე. შედეგად, [[ლოს-ანჟელესი|ლოს-ანჟელესის]] სტუდიაში მალევე ჩაწერეს ახალი ალბომი, რომელსაც [[ოქსფორდი|ოქსფორდში]] ჩაწერილი სიმღერებიც მიამატეს. სტუდიურმა მუშაობამ და სასურველი ჟღერდაობის მისაღწევად გაღებულმა ძალისხმევამ გადაღალა [[რედიოჰედი]]. ამჯერად მრავალფეროვნებისთვის კონცერტებსა და ტურებზე გადაერთო ჯგუფი, სადაც შესატყვისი გარემო იყო შექმნილი ახალი ალბომის ელეტრონული, [[სტერეო]] ხმების გადმოსაცემად. რიგით მეექვსე ალბომი Hail to the Thief ([[2003]] წლის [[ივნისი]]) ყველა იმ ასპექტს მოიცავს რაც რედიოჰედის ადრეულ ნამუშევრებში იქნა წარმოდგენილი – [[ელექტრო გიტარა|გიტარის]], [[ელექტრონული მუსიკა|ელექტრონიკისა]] და თემატური ტექსტების ერთობლიობა საინტერესო [[ილუზია|ილუზიურ]] განწყობას ქმნის. [[ლირიკა|ლირიკის]] მხრივ ყველაზე საინტერესოა ალბომის პირველი ტრეკი “[[2+2=5]]” . მისი შექმნის ისტორია [[ინგლისური ლიტერატურა|ბრიტანელი მწერლის]] [[ჯორჯ ორუელი|ჯორჯ ორუელის]] ([[1903]]-[[1950]]) ნაწარმოებს “[[Nineteen Eighty-Four]]” უკავშირდება. რომანის მთავარი გმირი ცხოვრობს ქალაქში, სადაც [[ხელისუფლება|ხელისუფლების]] გავლენით ხალხის [[აზროვნება]] რადიკალურად იცვლება – ისინი [[პოლიტიკა|პოლიტიკოსების]] მიერ თავსმოხვეული აზრებით იწყებენ ცხოვრებას. გმირიც კარგავს თავის [[ინდივიდუალიზმი|ინდივიდუალიზმს]], ჩაერთვება ამ დიდ სიყალბეში და აღიარებს, რომ 2+2=5. იორკს ამ წიგნმა უბიძგა სიმღერის დაწერისკენ, რითაც კიდევ ერთხელ გამოთქვა პროტესტი არსებული სიყალბისა და [[დემაგოგია|დემაგოგიის]] მოყვარული პოლიტიკოსების წინააღმდეგ.
 
მიუხედავად იმისა რომ ალბომს საკმაოდ პოზიტიური შეფასება მისცეს, კრიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს რომ ეს მიღწეულის შენარჩუნებას უფრო გავს ვიდრე იმ “ჟანრობრივ ცვლილებას” რომელიც მათი მესამე ალბომიდან დიწყო. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია რედიოჰედისთვის მეოთხედ მოეპოვებინა #1 ადგილი [[გაერთიანებული სამეფო|ბრიტანეთში]]. [[კომერცია|კომერციული]] მოგების მხრივ, საშუალო წარმატება მოიპოვა [[ამერიკის შეერთებული შტატები|ა.შ.შ.]]-ში, სადაც ალბომის გამოშვებიდან პირველი კვირის განმავლობაში საოცარი ტემპით იზრდებოდა გაყიდვების რაოდენობა, შემდეგ კი დაეცა. მთავარი სინგლი [[There There]] #4 გახდა [[გაერთიანებული სამეფო|ბრიტანულ]] ჩარტში ხოლო შემდგომი სინგლები “[[Go to Sleep]]” და “[[2+2=5]]” შესაბამისად #12 და #15 ადგილებზე განთავსდნენ. [[Hail to the Thief]] ნომინირებული იყო [[გრემი (ჯილდო)|გრემიზე]] როგორც “საუკეთესო [[ალტერნატიული როკი|ალტერნატიული]] ალბომი” (უკვე მეხუთედ ჯგუფის ისტორიაში). [[პროდიუსერი|პროდიუსერმა]] [[ნაიჯელ გოდრიჩი|ნაიჯელ გოდრიჩმა]] კი მიიღო [[გრემი (ჯილდო)|გრემი]] “ალბომის საუკეთესო არანჟირებისათვის”.
 
მართალია სახელწოდება Hail to the Thief მიჩნეული იყო, როგორც [[2000 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები|2000 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისადმი]] მიმართულ პროტესტად (კონკრეტულად კი იმ “ქურდის” მიმართ ვინც არჩევნები “მოიპარა”), მაგრამ იორკმა ეს ყოველივე უარყო. მისი თქმით მასზე [[2001]]-[[2002]] წლებში განვითარებულმა მოვლენებმა თავისი გავლენა ჰპოვეს და სათაურიც აქედან დაიბადა. ალბომის ყდაზე გამოსახულია [[ლოს-ანჟელესი|ლოს-ანჟელესის]] ხედი [[ლონდონი|ლონდონის]], [[გროზნო|გროზნოსა]] და [[ბაღდადი|ბაღდადის]] ქუჩების [[რუკა|რუკებით]]. Hail to the Thief-ის გამოშვების შემდეგ რედიოჰედმა მორიგი საერთაშორისო ტურნე წამოიწყო, რომელიც [[2003]] წლის [[გლასტონბერის ფესტივალი|გლასტონბერის ფესტივალში]] მონაწილეობით დაიწყო და [[2004]] წლის [[კოაჩელას ფესტივალი|კოაჩელას ფესტივალზე]] გამოსვლით დასრულდა. დროის მომდევნო მონაკვეთი [[ოქსფორდი|ოქსფორდის]] სტუდიაში ჩაწერებით გაგრძელდა, მაგრამ მალევე შეფერხდა, რადგან [[ედ ო'ბრაიენი]] და [[კოლინ გრინვუდი]] შვილებს ელოდებოდნენ და საკუთარ ოჯახებთან ყოფნა ესაჭიროებოდათ. საკონტრაქტო ვალდებულებებისგან გათავისუფლებულმა ჯგუფის წევრებმა [[2004]] წლის დარჩენილი თვეები დასვენებასა და სოლო-პროექტებზე მუშაობას მიუძღვნეს. ამავე წლის [[დეკემბერი|დეკემბერში]] გამოუშვეს სატელევიზიო შოუ “[[The Most Gigantic Lying Mouth of All Time]]”.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Hail_to_the_Thief“-დან