Hail to the Thief: განსხვავება გადახედვებს შორის

Radiohead-ის ალბომი
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''Hail to the Thief''' ჯგუფ რედიოჰედის ალბომია, რომელიც 2003 წლის 9 [[ივნისი...
(განსხვავება არ არის)

13:26, 17 ოქტომბერი 2007-ის ვერსია

Hail to the Thief ჯგუფ რედიოჰედის ალბომია, რომელიც 2003 წლის 9 ივნისსგამოვიდა პროდუსერ Nigel Godrich-ის ხელმძღვანელობით.

ისტორია

Amnesiac-ს ტურის დასრულების შემდეგ რედიოჰედმა გასტროლები ესპანეთსა და პორტუგალიაში განაგრძო, რითაც ჯგუფის წევრებმა შესაძლებლობა გამოიყენეს ახალი სიმღერები წარედგინათ საკუთარი მსმენელის წინაშე. შედეგად, ლოს-ანჟელესის სტუდიაში მალევე ჩაწერეს ახალი ალბომი, რომელსაც ოქსფორდში ჩაწერილი სიმღერებიც მიამატეს. სტუდიურმა მუშაობამ და სასურველი ჟღერდაობის მისაღწევად გაღებულმა ძალისხმევამ გადაღალა რედიოჰედი. ამჯერად მრავალფეროვნებისთვის კონცერტებსა და ტურებზე გადაერთო ჯგუფი, სადაც შესატყვისი გარემო იყო შექმნილი ახალი ალბომის ელეტრონული, სტერეო ხმების გადმოსაცემად. რიგით მეექვსე ალბომი Hail to the Thief (2003 წლის ივნისი) ყველა იმ ასპექტს მოიცავს რაც რედიოჰედის ადრეულ ნამუშევრებში იქნა წარმოდგენილი – გიტარის, ელექტრონიკისა და თემატური ტექსტების ერთობლიობა საინტერესო ილუზიურ განწყობას ქმნის. ლირიკის მხრივ ყველაზე საინტერესოა ალბომის პირველი ტრეკი “2+2=5” . მისი შექმნის ისტორია ბრიტანელი მწერლის ჯორჯ ორუელის (1903-1950) ნაწარმოებს “Nineteen Eighty-Four” უკავშირდება. რომანის მთავარი გმირი ცხოვრობს ქალაქში, სადაც ხელისუფლების გავლენით ხალხის აზროვნება რადიკალურად იცვლება – ისინი პოლიტიკოსების მიერ თავსმოხვეული აზრებით იწყებენ ცხოვრებას. გმირიც კარგავს თავის ინდივიდუალიზმს, ჩაერთვება ამ დიდ სიყალბეში და აღიარებს, რომ 2+2=5. იორკს ამ წიგნმა უბიძგა სიმღერის დაწერისკენ, რითაც კიდევ ერთხელ გამოთქვა პროტესტი არსებული სიყალბისა და დემაგოგიის მოყვარული პოლიტიკოსების წინააღმდეგ.

მიუხედავად იმისა რომ ალბომს საკმაოდ პოზიტიური შეფასება მისცეს, კრიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს რომ ეს მიღწეულის შენარჩუნებას უფრო გავს ვიდრე იმ “ჟანრობრივ ცვლილებას” რომელიც მათი მესამე ალბომიდან დიწყო. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია რედიოჰედისთვის მეოთხედ მოეპოვებინა #1 ადგილი ბრიტანეთში. კომერციული მოგების მხრივ, საშუალო წარმატება მოიპოვა ა.შ.შ.-ში, სადაც ალბომის გამოშვებიდან პირველი კვირის განმავლობაში საოცარი ტემპით იზრდებოდა გაყიდვების რაოდენობა, შემდეგ კი დაეცა. მთავარი სინგლი There There #4 გახდა ბრიტანულ ჩარტში ხოლო შემდგომი სინგლები “Go to Sleep” და “2+2=5” შესაბამისად #12 და #15 ადგილებზე განთავსდნენ. Hail to the Thief ნომინირებული იყო გრემიზე როგორც “საუკეთესო ალტერნატიული ალბომი” (უკვე მეხუთედ ჯგუფის ისტორიაში). პროდიუსერმა ნაიჯელ გოდრიჩმა კი მიიღო გრემი “ალბომის საუკეთესო არანჟირებისათვის”.

მართალია სახელწოდება Hail to the Thief მიჩნეული იყო, როგორც 2000 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისადმი მიმართულ პროტესტად (კონკრეტულად კი იმ “ქურდის” მიმართ ვინც არჩევნები “მოიპარა”), მაგრამ იორკმა ეს ყოველივე უარყო. მისი თქმით მასზე 2001-2002 წლებში განვითარებულმა მოვლენებმა თავისი გავლენა ჰპოვეს და სათაურიც აქედან დაიბადა. ალბომის ყდაზე გამოსახულია ლოს-ანჟელესის ხედი ლონდონის, გროზნოსა და ბაღდადის ქუჩების რუკებით. Hail to the Thief-ის გამოშვების შემდეგ რედიოჰედმა მორიგი საერთაშორისო ტურნე წამოიწყო, რომელიც 2003 წლის გლასტონბერის ფესტივალში მონაწილეობით დაიწყო და 2004 წლის კოაჩელას ფესტივალზე გამოსვლით დასრულდა. დროის მომდევნო მონაკვეთი ოქსფორდის სტუდიაში ჩაწერებით გაგრძელდა, მაგრამ მალევე შეფერხდა, რადგან ედ ო'ბრაიენი და კოლინ გრინვუდი შვილებს ელოდებოდნენ და საკუთარ ოჯახებთან ყოფნა ესაჭიროებოდათ. საკონტრაქტო ვალდებულებებისგან გათავისუფლებულმა ჯგუფის წევრებმა 2004 წლის დარჩენილი თვეები დასვენებასა და სოლო-პროექტებზე მუშაობას მიუძღვნეს. ამავე წლის დეკემბერში გამოუშვეს სატელევიზიო შოუ “The Most Gigantic Lying Mouth of All Time”.