Amnesiac: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 4:
{{მთავარი|რედიოჰედი}}
 
[[ჩრდილოჩრდილოეთი ამერიკა|ჩრდ. ამერიკაში]] მოწყობილი ტურების დროს [[რედიოჰედი]] ალბომის [[Kid A]] გარდა ასრულებდა იმ სიმღერებს რომლებიც გამოშვებული არ ჰქონდა. სწორედ ამ კომპოზიციებმა უბიძგეს ჯგუფს ახალი ალბომის ჩაწერისკენ, რომელშიც [[Kid A]]-ს სესიების დროს შექმნილი კომპოზიციები შევიდოდა. ასეც მოხდა — [[2001]] წლის [[ივნისი|ივნისში]] გამოსული Amnesiac სწორედ ამ ტრეკებით იქნა დაკომპლექტებული. მიუხედავად იმისა რომ Amnesiac წინა ალბომის მსგავსად და გაგრძელებად ითვლება, (მაგალითად, ორივე ალბომში შესული “[[Morning Bell]]” რომელიც განსახვავებული ინტერპეტაციითაა წარმოდგენილი )მისი სტილი მაინც განსხვავებულია – აქ [[ავანგარდული ელექტრონიკა|ვანგარდულ ელექტრონიკას]] და [[არტ-როკი|არტ-როკს]] უფრო მეტი [[ჯაზი|ჯაზის]] ელემენტები ემატება, რაც სიმღერის მელოდიურობას უზრუნველყოფს. ორივე [[ფსიქოდელია|ფსიქოდელიურ]] ალბომში გარკვეულწილად გავლენა მოახდინა [[ჯონი გრინვუდი|ჯონი გრინვუდის]] [[XX საუკუნის კლასიკური მუსიკა|XX საუკუნის კლასიკური მუსიკით]], კერძოდ კი [[ოლივიე მესიე|ოლივიე მესიეთი]] გატაცებამ, და თავად იორკის სიმპათიამ [[გლიჩი|გლიჩის]], ემბიენთ [[ტექნო|ემბიენთ ტექნოსა]] და [[აიდიემი|აიდიემის]] მიმართ. თუმცა აქ უფრო აშკარაა [[თრიპ-ჰოპი|თრიპ-ჰოპ]] ჯგუფის [[Massive Attack]] გავლენა.
 
თავად [[ტომ იორკი|ტომ იორკმა]] ალბომის ძირითადი არსი და სათაურის ქვეტექსტი შემდეგნაირად განმარტა: “მე წავიკითხე თუ რად მიაჩნდათ [[აგნოსტიკა|აგნოსტიკოსებს]] ადამიანის დაბადება – როდესაც ვიბადებით, გვაიძულებენ დავივიწყოთ საიდან მოვდივართ, რათა ის ტრავმა გადავიტანოთ რაც ჩვენს ამქვეყნად მოვლინებას ახლავს თან. ეს აზრი მართლა მომეწონა. რაღაც დავიწყებათა მდინარეს გავს. შეიძლება [ეს ალბომი] იმავე დროს ჩაიწერა .... მაგრამ სულ სხვაგვარი წარმოშობა აქვს. ეს იმას გავს როცა ძველიძველ ზანდუკს იპოვი ვიღაცის სხვენზე, და არც ის ადგილი გახსოვს კარგად, რომლისკენაც მინიშნებებს, რუკებს, ნახატებსა თუ დახასიათებებს მიჰყავდი”. სწორედ აქედან მოდის ალბომის სათაური “Amnesiac” -მის გარეკანზე კი [[ტომ იორკი|ტომ იორკის]] ნახატია აღბეჭდილი. ალბომი მიეძღვნა “ნოას და ჯემის” – [[ტომ იორკი]]სა და [[ფილ სელუეი]]ს შვილებს, რომლებიც [[Kid A]]-სა და Amnesiac-ს ჩაწერის შორის დაიბადნენ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Amnesiac“-დან