Amnesiac: განსხვავება გადახედვებს შორის

Radiohead-ის ალბომი
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''Amnesiac''' ინგლისური როკ- ჯგუფის რედიოჰედის პირ...
(განსხვავება არ არის)

12:45, 17 ოქტომბერი 2007-ის ვერსია

Amnesiac ინგლისური როკ- ჯგუფის რედიოჰედის პირველი ალბომია, რომელიც 2001 წლის 2 ივნისი პროდუსერ Nigel Godrich-ის ხელმძღვანელობით გამოვიდა.

ისტორია

ჩრდ. ამერიკაში მოწყობილი ტურების დროს რედიოჰედი ალბომის Kid A გარდა ასრულებდა იმ სიმღერებს რომლებიც გამოშვებული არ ჰქონდა. სწორედ ამ კომპოზიციებმა უბიძგეს ჯგუფს ახალი ალბომის ჩაწერისკენ, რომელშიც Kid A-ს სესიების დროს შექმნილი კომპოზიციები შევიდოდა. ასეც მოხდა — 2001 წლის ივნისში გამოსული Amnesiac სწორედ ამ ტრეკებით იქნა დაკომპლექტებული. მიუხედავად იმისა რომ Amnesiac წინა ალბომის მსგავსად და გაგრძელებად ითვლება, (მაგალითად, ორივე ალბომში შესული “Morning Bell” რომელიც განსახვავებული ინტერპეტაციითაა წარმოდგენილი )მისი სტილი მაინც განსხვავებულია – აქ ვანგარდულ ელექტრონიკას და არტ-როკს უფრო მეტი ჯაზის ელემენტები ემატება, რაც სიმღერის მელოდიურობას უზრუნველყოფს. ორივე ფსიქოდელიურ ალბომში გარკვეულწილად გავლენა მოახდინა ჯონი გრინვუდის XX საუკუნის კლასიკური მუსიკით, კერძოდ კი ოლივიე მესიეთი გატაცებამ, და თავად იორკის სიმპათიამ გლიჩის, ემბიენთ ემბიენთ ტექნოსა და აიდიემის მიმართ. თუმცა აქ უფრო აშკარაა თრიპ-ჰოპ ჯგუფის Massive Attack გავლენა.

თავად ტომ იორკმა ალბომის ძირითადი არსი და სათაურის ქვეტექსტი შემდეგნაირად განმარტა: “მე წავიკითხე თუ რად მიაჩნდათ აგნოსტიკოსებს ადამიანის დაბადება – როდესაც ვიბადებით, გვაიძულებენ დავივიწყოთ საიდან მოვდივართ, რათა ის ტრავმა გადავიტანოთ რაც ჩვენს ამქვეყნად მოვლინებას ახლავს თან. ეს აზრი მართლა მომეწონა. რაღაც დავიწყებათა მდინარეს გავს. შეიძლება [ეს ალბომი] იმავე დროს ჩაიწერა .... მაგრამ სულ სხვაგვარი წარმოშობა აქვს. ეს იმას გავს როცა ძველიძველ ზანდუკს იპოვი ვიღაცის სხვენზე, და არც ის ადგილი გახსოვს კარგად, რომლისკენაც მინიშნებებს, რუკებს, ნახატებსა თუ დახასიათებებს მიჰყავდი”. სწორედ აქედან მოდის ალბომის სათაური “Amnesiac” -მის გარეკანზე კი ტომ იორკის ნახატია აღბეჭდილი. ალბომი მიეძღვნა “ნოას და ჯემის” – ტომ იორკისა და ფილ სელუეის შვილებს, რომლებიც Kid A-სა და Amnesiac-ს ჩაწერის შორის დაიბადნენ.

1997 წლის შემდეგ რედიოჰედმა პირველად გამოუშვა სინგლი სახელწოდებით “Pyramid Song” რომელიც პიანინოზე შესრულებულ ბალადას წარმოდგენს. სინგლმა ბრიტანეთის საუეკეთესო ათეულში #5 პოზიცია დაიკავა, რასაც სულ მალე გიტარაზე შემქნილი “Knives Out” დაემატა. მართალია ალბომს ერთხაზოვნების დარღვევისა და უსაზღვრო მუსიკალური თავისუფლებისთვის აკრიტიკებდნენ, მაგრამ მან მაინც დაიმსახურა კრიტიკოსთა აღიარება, ისევე როგორც კომერციული მოგება. Amnesiac-ს გამოშვების შემდეგ, ჯგუფმა მსოფლიო ტური წამოიწყო ჩრდ. ამერიკაში, ევროპასა და იაპონიაში. ასევე ამ პერიოდში გამართეს ზაფხულის მინი-ფესტივალი მშობლიურ ოქსფორდში, რაც პირველი აღმოჩნდა მიღწეული დიდების შემდეგ. კონცერტში მოწვეული იყვნენ ცნობილი ჯაზმენები, რომლებმაც Amnesiac-ს ბოლო ტრეკზე – “Life in a Glasshouse” – ჩასაბერი ინსტრუმენტების პარტია შეასრულეს. ამავე წლის შემოდგომაზე გამოვიდა ალბომი “I Might Be Wrong: Live Recordings”, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო კონცერტებზე შესრულებულ სიმღერებს აერთიანებს (ალბომებიდან Kid A და Amnesiac).

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Amnesiac&oldid=317215“-დან