ნოროდომ სიანუკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 59:
[[მეორე მსოფლიო ომი]]ს შემდეგ სიანუკი შეუერთდა ინდოჩინეთის ხალხთა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. აქტიურად იღვწოდა მეოთხე რესპუბლიკის პერიოდში ინდოჩინეთის ქვეყნების დამოუკიდებლობისათვის. [[1953]] წლის მაისში ქვეყანა დატოვა, გადავიდა [[ტაილანდი|ტაილანდში]] და განაცხადა, რომ არ დაბრუნდებოდა ქვეყანაში მანამ, სანამ მისი ქვეყანა დამოუკიდებლობას არ მიაღწევდა. მისი წამოწყებული კამპანია წარმატებით დასრულდა [[1953]] წლის 9 ნოემბერს საფრანგეთმა აღიარა კამბოჯის დამოუკიდებლობა.
 
[[1955]] წელს ნოროდომ სიანუკი ტახტიდან გადადგა მამამისის სასარგებლოდ და რამდენიმე თვის შემდეგ მიიღო პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა. [[1956]] წლიდან კამბოჯის მუდმივი წარმომადგენელია [[გაერო]]ში. [[1960]] წელს მამის გარდაცვალების შემდეგ შესთავაზეს მიეღო ტახტი და უფრო ფართო მანდატი, მაგრამ მან უარი განაცხადა და შეიტანა ცვლილებები კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს მეთაურს ირჩევდნენ პირდაპირი არჩევნების გზით. შეიცვალა მისი ტიტული და ატრიბუტიკა. [[1960]] წელს ნოროდომ სიანუკი სახელმწიფოს მეთაურად აირჩიეს. [[ცივი ომი]]ს დროს იცავდა ნეიტრალიტეტს. უარი ტქვა ამერიკულ დახმარებაზე და ამყარებდა ურთიერთობას [[სსრკ]]-სთან და [[ჩინეთი|ჩინეთთან]]. [[1965]] წელს ჩინეთის მხარდაჭერით კამბოჯამ დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა [[აშშ]]-სთან. [[1970]] წლის 18 მარტს აშშ-ის მხარდაჭერით ქვეყანაში განხორციელდა [[კამბოჯის სახელმწიფო გადატრიალება კამბოჯაში (1970)|სახელმწიფო გადატრიალება]], რომლის შედეგად ნოროდომ სიანუკი დაამხეს და ქვეყანას სათავეში ჩაუდგა [[ლონ ნოლი]].
 
[[კამბოჯის სამოქალაქო ომი]]ს დასრულებისა და პნომპენში წითელი ქმერების შესვლის შემდეგ ნოროდომ სიანუკს მიეცა ქვეყანაში დაბრუნებისა და ქვეყნის მეთაურის თანამდებობის დაკავების შანსი. მაგრამ ხელისუფლების სათავეში მოექცა წითელი ქმერების ექსტრემისტული ფრთა და ნოროდომ სიანუკმა აღნიშნული შანსი დაკარგა.