Kid A: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''Kid A''' ინგლისური როკ-ჯგუფის რედიოჰედის პირვ...
 
No edit summary
ხაზი 8:
რაც შეეხება [[ლირიკა|ლირიკას]], ამ ალბომში ყველაზე ნაკლები შინაარსობრივი დატვირთვა სწორედ სიმღერის ტექსტებს აქვს. თავად [[ტომ იორკი|იორკს]] ესიმპატიურებოდა აზრი, რომ მისი ხმა კიდევ ერთი ინსტრუმენტი იყო ჯგუფისთვის და ნაკლებად ენიჭებოდა წამყვანი როლი. შესაბამისად, ნაკლები აქცენტი გაკეთდა ტექსტებზე – ზოგი მათგანი სიზმრებისგან მოდიოდა, ზოგი ოცნებებისგან, ზოგიც თავად ჯგუფის წევრებისა და მათი მეგობრების რჩევებით იქმნებოდა (მაგალითად სიტყვები “If you try the best you can, the best you can is good enough” სიმღერიდან “[[Optimistic]]” [[ტომ იორკი|იორკს]] თავისივე მეგობარმა გოგონამ [[რეიჩელ ოუენი|რეიჩელ ოუენმა]] შთააგონა). ალბომის სახელწოდებას “Kid A” მრავალი ქვეტექსტი შეუთავსეს, მაგრამ თავად ჯგუფის ლიდერის განცხადებით, ეს ნებისმიერი რიგითობის ამსახველი დეფინიციაა, რაც კი თავში სპონტანურად შეიძლება მოუვიდეს ადამიანს. [[რედიოჰედი]]ს ამ პირველ ფსიქოდელიურ ალბომს შესაბამისი გარეკანი ამშვენებს – ისევდაისევ [[სტენლი დონვუდი|სტენლი დონვუდისა]] და “თჩოკის” ([[ტომ იორკი|ტომ იორკი]]ს მეტსახელი) ფანტაზიით, მასზე გამოსახულია შემთხვევითი კომპიუტერული წესით შერჩეული მთა, რომლის ძირიც აბდაუბდა ნახატით არის “გაფუჭებული”, შუაში კი წითელი გუბეც მოჩანს (გამოხატავს ტერორისტთა და ომის შედეგად დაღუპული ადამიანების სისხლს). ეს სიმბოლურად ასახავს [[კოსოვო|კოსოვოს]] [[1999]] წლის ზამთრის ომს. ამ ალბომშიც ჩაიდო [[ტომ იორკი|იორკისა]] და ჯგუფის დანარჩენი წევრების [[პოლიტიკური იდეოლოგია]] – დისკის ქვეშ მოთავსდა ბუკლეტი, რომელიც მოიცავდა პოლიტიკურ მოწოდებებსა და [[გაერთიანებული სამეფო|ბრიტანეთის]] [[პრემიერ-მინისტრი|პრემიერ-მინისტრის]] – [[ტონი ბლერი|ტონი ბლერის]] დემონურ პორტრეტს.
 
18 თვის შემდეგ, [[2000]] წლის [[აპრილი|აპრილში]] Kid A-ს ჩაწერა დასრულდა. იდუმალებისა და კლაუსტროფიული ელემენტების სინთეზმა შოკში ჩააგდო ინდუსტრიული სამყარო. მიუხედავად იმისა რომ ალბომის არც ერთი სინგლი არ გამოსულა, იქმნებოდა “[[ბლიფები]]” (ანიმაციური სახის კლიპები) და ე.წ. “ანტი-ვიდეოები” რეჟისორ [[კრის ბრანი|კრის ბრანისა]] და ჯგუფის [[დიზაინერი|დიზაინერ]] [[სტენლი დონვუდი|სტენლი დონვუდის]] მიერ. ყოველივე ეს უფასოდ ვრცელდებოდა [[ინტერნეტი|ინტერნეტით]]. მუსიკალური ინდუსტრიის ბოსები გაოცებას ვერ მალავდნენ, რადგან ეს ყველაფერი ალბომის გაყიდვების დონეს მკვეთრად შეამცირებდა. ტომს სთხოვდნენ, დაბრუნებოდა [[ალტერნატიული როკი|ალტერნატიულ როკს]] და [[კომერცია|კომერციული]] მუსიკა შეექმნა. ყველაფერი პირიქით მოხდა – როცა ჯგუფი [[ბარსელონა|ბარსელონაში]] მართავდა კონცერტს, სამი კვირის შემდეგ [[ისრაელი|ისრაელის]] კონცერტზე ხალხი უკვე ზეპირად მღეოდა [[Kid A]]-ს სიმღერებს. ალბომმა [[ამერიკის შეერთებული შტატები|ა.შ.შ]]-სა და [[გაერთიანებული სამეფო|ბრიტანეთის]] ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა. ასევე მოწინავეთა შორის იყო [[საფრანგეთი|საფრანგეთში]], [[კანადა|კანადაში]], [[ირლანდია|ირლანდიასა]] და [[ახალი ზელანდია|ახალ ზელანდიაში]]. ამერიკული ბილბორდის სათავეში მოქცევამ კი [[რედიოჰედი]] იმ იშვიათი თანამედროვე [[გაერთიანებული სამეფო|ბრიტანული]] ჯგუფების გვერდით დააყენა, რომლებმაც ამერიკულ ბაზარზე შეღწევა მოახერხეს. [[2001]] წელს [[Kid A]]-მ [[გრემი (ჯილდო)|გრემი]] აიღო საუკეთესო [[ალტერნატიული როკი|ალტერნატიული]] ალბომისთვის. მრავალმა კრიტიკოსმა აღიარა [[რედიოჰედი]], უკვე როგორც მსოფლიო მნიშვნელობის ჯგუფი, თუმცა ახალი ალბომის წარმატებას მსოფლიო მასშტაბები არ მოუპოვებია. იყვნენ ისინიც ვინც [[რედიოჰედი|რედიოჰედს]] მუსიკალური “ანდერგრაუნდის” სტილის მიმდევრებად მიიჩნევდა და ჯგუფის მიმართ გამოხატულ ქებას დაუმსახურებულად აფასებდა. [[რედიოჰედი]]ს თაყვანისმცემლებიც შესაბამისი ნიშნით დაიყვნენ – ისინი ვისაც თავზარი დასცა Kid A-მ და ისინი ვინც Kid A-ს რედიოჰედის საუკეთესო ნამუშევრად მოიაზრებდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Kid_A“-დან