სევერიან ჯუღელი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{მმ*|ჯუღელი}}
[[File:Dzhugeli.jpeg|thumb|right|190px|1907]]
'''სევერიან მოსეს ძე ჯუღელი''' (დ. [[1877]], [[ჩხარი|სოფ. ჩხარი]], ახლანდელი [[თერჯოლის რაიონი]] ― გ. [[6 აგვისტო]], [[1909]], [[თბილისი]]), [[ქართველები | ქართველი]] პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, მენშევიკი.
 
[[ქუთაისი|ქუთაისის]] სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ([[1891]]) სწავლობდა [[თბილისის სასულიერო სემინარია|თბილისის სასულიერო სემინარიაში]]. [[1893]] სემინარიელთა გაფიცვაში მონაწილეობისათვის სემინარიიდან გარიცხეს, იყო [[მესამე დასი|„მესამე დასის“]] წევრი. შედიოდა სოციალურ-დემოკრატიულ თბილისის კომიტეტში. [[1899]] თბილისში ჩატარებული პირველმაისობის ერთ-ერთი ორგანიზატორი. [[1902]] თბილისიდან გაასახლეს. [[1903]] დააპატიმრეს და [[ციმბირი|ციმბირში]] გადაასახლეს, საიდანაც [[1905]] წლის [[17 ოქტომბერი |17 ოქტომბერს]] მანიფესტის შემდეგ დაბრუნდა. [[1907]] აირჩიეს II სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად [[თბილისის გუბერნია|თბილისის გუბერნიიდან]]. იყო სოციალურ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი. სათათბიროს დათხოვნის შემდეგ ([[1907]] წლის 3 ივნისს) ფრაქციის სხვა წევრებთან ერთად სამართალში მისცეს. საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ არალეგალურად ცხოვრობდა თბილისში. [[1909]] მაისში კვლავ დააპატიმრეს. გარდაიცვალა [[მეტეხის ციხე]]ში. ჯუღელმა პუბლიცისტური მოღვაწეობა სემინარიაში სწავლის დროს დაიწყო. თანამშრომლობდა გამოცემებში: „ივერია“, „ცნობის ფურცელი“, „კვალი“, „სხივი“, „ლამპარი“, „განთიადი“, „ჩვენი აზრი“ და სხვა.
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|11|580|სიდამონიძე უ.}}
 
* ''სიდამონიძე უ.'', ქსე, ტ. 11, გვ. 580, თბ., 1987
 
{{DEFAULTSORT:ჯუღელი, სევერიან}}