ნაბონიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Nabonidus.jpg|250px|მინიატიურა|ნაბონიდის გამოსახულება სტელაზე]]
'''ნაბონიდი''', ''ნაბუნაიდი'' — [[ბაბილონი]]ს უკანასკნელი [[ბაბილონის მეფეები|მეფე]] ([[ძვ. წ. 555]]-[[ძვ. წ. 539|539]] წწ.), წარმოშობით არამეელი. გამეფდა ქურუმთა მხარდაჭერით. გაატარა რელიგიური რეფორმები, რომელთა მიზანი იყო მთვარის ღვთაების სინის კულტის პოპულარიზაცია. ამან ბაბილონელი ქურუმებისა და მოსახლეობის უკმყოფილება გამოიწვია. თავისი რეზიდენცია გადაიტანა ჩრდილოეთ არაბეთის ტერიტორიაზე მდებარე თემის ოაზისში, რითაც კავშირი გაწყვიტა ბაბილონთან. [[ძვ. წ. 539]] წელს ბაბილონი აიღო [[აქემენიდების იმპერია|სპარეთის]] მეფე [[კიროს II დიდი|კიროსმა]], რომელმაც ნაბონიდი დაატყვევა და გადაასახლა აღმოსავლეთ ირანში.
 
ნაბონიდი იყო [[ბაბილონი|ბაბილონის]] მეფე, მაგრამ ის [[ქალდეელები|ქალდეელი]] არ იყო, ნაბონიდი [[ასურეთი|ასურეთის]] ქალაქ ჰარანიდან იყო. მისი ისტორია ჩაწერილია სხვადასხვა თიხის ფირფიტაზე. [[ბერძენი]] [[ისტორიკოსი]], [[ჰეროდოტე]], თავის მემუარებში ნაბონიდის შესახებ დამატებით იმფორმაციასაც წერდა. სწორედ ამ წარწერებში თავად ნაბონიდი ამბობს, რომ იგი არის უმნიშვნელო წარმოშობის. აგრეთვე, მისი დედა [[ადა-გუპი]], შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰარანში აქადელთა მთვარის ღმერთის სინის ტაძართან. იგი დაიბადა [[ძვ. წ. 649|ძვ . წ. 649]] და 68 წლის განმავლობაში [[ძვ. წ. 626|ძვ . წ. 626]] - [[562]] წლებში იყო [[ქურუმი|ქურუმების]] მფარველი ღმერთი ტაძარ სინიში. ნაბონიდის დედის წარწერებში არ არის მოცემული ინფორმაცია მის წამომავლობასთან დაკავშირებით. მისი მამა კი [[ნაბუ-ბალაცუ-იქბი]] იყო თემთა პალატის წევრი და წრმოშობით იყო [[ბაბილონი|ბაბილონის]] დიდებულთა საგვარეულოდან.
 
როგორც, წერილობითი წყაროები მოწმობენ, ჯერ კიდევ [[ძვ. წ. VI საუკუნე|ძვ. წ. VI ს-ში]] ბაბილონის მეფე ნაბონიდის ბრძანებით თხრიდნენ ძველ სასახლეთა და ტაძართა ნანგრევებს და აღრიცხავდნენ ყოველგვარ მონაპოვარს.
 
დიდი ხნის განმავლობაში მასთან ერთად იმპერიას მისი ვაჟი პრინცი [[ბალთაზარი]] მართავდა. ის იყო კარგი ჯარისკაცი, მაგრამ ცუდი პოლიტიკოსი. ამ ყველაფერმა კი მას მოუტანა არაპოპულარობა, განსაკუთრებით სასულიერო და სამხედრო კლასებში. [[მარდუქი|მარდუქის]] მლოცველებს სძულდათ ნაბონიდი, რადგან მან აკრძალა მარდუქის კულტი, სამაგიეროდ მან უფრო დააწინაურა მთვარის ღმერთის სინის კულტი. [[კიროს II დიდი]] თავს მხსნელად განასახიერებდა, ის თვლიდა, რომ [[მარდუქი|მარდუქმა]] იგი სამართლისა და წესრიგის აღსადგენად აირჩია.
 
აღმოსავლეთით სპარსელების ძალა იზრდებოდა, [[კიროს II დიდი]] თვით [[ბაბილონი|ბაბილონშიც]] კი იყო პოპულარული ნაბონიდისგან განსხვავებით.
ნაბონიდის რელიგიური გაგება ნეგატიური იმიჯით არის შემონახული ებრაულ ლიტერატურაში, მაგალითად ისტორიკოს [[იოსებ ფლავიუსი|იოსებ ფლავიუსის]] ჩანაწერებში. თუმცა ამ იმიჯზე ფიქრისას არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ [[ებრაელები]] საწყის ეტაპზე [[სპარსელები|სპარსელებს]] ისე მიეგებნენ როგორც განმათავისუფლებლებს. კიროსმა გადასახლებაში მყოფი ებრაელები ბაბილონის ტყვეობიდან უკან [[ისრაელი|ისრაელში]] დააბრუნა. ასევე ებრაელები არასდროს აჯანყებულან სპარსელი ოკუპანტების წინააღმდეგ, თუმცა ურჩობა გამოიჩინეს [[დარიოს I|დარიოს I-ის]] და [[არტაქსერქსე I|არტაქსერქსე I-ის]] მმართველობის დროს, მაგრამ ეს ურჩობა არც თუ ისე მძლავრი იყო, მან იარაღის გარეშე ჩაიარა და სადამსჯელო ოპერაციები არ მოჰყოლია სპარსეთის მთავრობის მხრიდან.
 
==რესურსები ინტერნეტში==
https://en.wikipedia.org/wiki/Nabonidus
 
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნაბონიდი“-დან