ნოროდომ სიანუკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 60:
[[მეორე მსოფლიო ომი]]ს შემდეგ სიანუკი შეუერთდა ინდოჩინეთის ხალხთა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. აქტიურად იღვწოდა მეოთხე რესპუბლიკის პერიოდში ინდოჩინეთის ქვეყნების დამოუკიდებლობისათვის. [[1953]] წლის მაისში ქვეყანა დატოვა, გადავიდა [[ტაილანდი|ტაილანდში]] და განაცხადა, რომ არ დაბრუნდებოდა ქვეყანაში მანამ, სანამ მისი ქვეყანა დამოუკიდებლობას არ მიაღწევდა. მისი წამოწყებული კამპანია წარმატებით დასრულდა [[1953]] წლის 9 ნოემბერს საფრანგეთმა აღიარა კამბოჯის დამოუკიდებლობა.
 
[[1955]] წელს ნოროდომ სიანუკი ტახტიდან გადადგა მამამისის სასარგებლოდ და რამდენიმე თვის შემდეგ მიიღო პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა. [[1956]] წლიდან კამბოჯის მუდმივი წარმომადგენელია [[გაერო]]ში. [[1960]] წელს მამის გარდაცვალების შემდეგ შესთავაზეს მიეღო ტახტი და უფრო ფართო მანდატი, მაგრამ მან უარი განაცხადა და შეიტანა ცვლილებები კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს მეთაურს ირჩევდნენ პირდაპირი არჩევნების გზით. შეიცვალა მისი ტიტული და ატრიბუტიკა. [[1960]] წელს ნოროდომ სიანუკი სახელმწიფოს მეთაურად აირჩიეს. [[ცივი ომი]]ს დროს იცავდა ნეიტრალიტეტს. უარი ტქვა ამერიკულ დახმარებაზე და ამყარებდა ურთიერთობას [[სსრკ]]-სთან და [[ჩინეთი|ჩინეთთან]]. [[1965]] წელს ჩინეთის მხარდაჭერით კამბოჯამ დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა [[აშშ]]-სთან. [[1970]] წლის 18 მარტს აშშ-ის მხარდაჭერით ქვეყანაში განხორციელდა [[სახელმწიფო გადატრიალება კამბოჯაში (1970)|სახელმწიფო გადატრიალება]], რომლის შედეგად ნოროდომ სიანუკი დაამხეს და ქვეყანას სათავეში ჩაუდგა [[ლონ ნოლი]].
 
[[კამბოჯის სამოქალაქო ომი]]ს დასრულებისა და პნომპენში წითელი ქხმერების შესვლის შემდეგ ნოროდომ სიანუკს მიეცა ქვეყანაში დაბრუნებისა და ქვეყნის მეთაურის თანამდებობის დაკავების შანსი. მაგრამ ხელისუფლების სათავეში მოექცა წითელი ქხმერების ექსტრემისტული ფრთა და ნოროდომ სიანუკმა აღნიშნული შანსი დაკარგა.
 
[[1991]] წელს ნოროდომ სიანუკმა დაიკავა უზენაესი საბჭოს თავჯდომარის თანამდებობა, ხოლო მისი პარტიის განმარჯვების შემდეგ [[1993]] წელს „ერის ერთიანობის“ საბაბით აღადგინეს მონარქიული მმართველობა. ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ ნოროდომ სიანუკი დაუბრუნდა ტახტს. მისი შვილი [[ნოროდომ რანარიტი]] დანიშნეს პრემიერ-მინისტრად. ნოროდომ სიანუკი ტახტიდან გადადგა [[2004]] წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. სამეფო ტახტზე ავიდა მისი უმცროსი შვილი [[ნოროდომ სიამონი]].
 
[[2012]] წლიდან სამკურნალოდ იმყოფებოდა პეკინის ჰოსპიტალში. იგი შაქრიანი დიაბეტით, ჰიპერტონიითა და ნაწლავის კიბოთი იყო დაავადებული. გარდაიცვალა [[2012]] წლის 15 ოქტომბერს.
 
==სქოლიო==