Radiohead: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 46:
[[1992]] წელს სინგლის “[[Creep (რედიოჰედის სიმღერა)|Creep]]” გამოშვების შემდეგ, ჯგუფმა ბრიტანული პრესის ყურადღება მიიპყრო, რომლის დიდი ნაწილიც სულაც არ იყო რედიოჰედის მიმართ კეთილგანწყობილი. “[[Creep (რედიოჰედის სიმღერა)|Creep]]”, რომელიც ტომ იორკმა 80-იან წლებში ექსეტერის უნივერსიტეტში ყოფნისას დაწერა, ამერიკელი მომღერლისა და კომპოზიტორის – [[სკოტ უოლკერი|სკოტ უოლკერის]] გავლენითაა შექმნილი. გავრცელებული ინფორმაციით, [[ჯონი გრინვუდი|ჯონი გრინვუდს]] მისამღერში გიტარის ცნობილი “ღრჭიალით” მხოლოდ იმ სიმღერის გაფუჭება სურდა, რომელიც დიდად არ მოსწონდა. ერთი წლის მოგვიანებით, მისი ხელახალი ჩაწერის შემდეგ სიმღერა გაჰიტდა. სიმღერის კრიტიკამ არ დაახანა – ჟურნალმა [[NME]] რედიოჰედს ასეთი შეფასება მისცა – “მხდალი მიზეზი როკ-ჯგუფის სახელის გასამართლებლად”, “[[Creep (რედიოჰედის სიმღერა)|Creep]]” არ ტრიალებდა ”[[ბიბისის პირველ რადიოში]]” “ზედმეტად დეპრესიულობის” გამო. [[1993]] წლის [[თებერვალი|თებერვალში]] რედიოჰედმა მეორე სინგლი “[[Anyone Can Play Guitar]]” ჩაწერა, რომელსაც იმავე თვეში ალბომის [[Pablo Honey]] გამოშვება მოჰყვა. ამათგან არც ერთს მოუტანია კომერციული მოგება, ყველაზე ნაკლებად [[Pablo Honey]]-ის, რომელმაც მხოლოდ # 32 ადგილს მიაღწია [[გაერთიანებული სამეფო|ბრიტანეთში]]. ეს ალბომი კრიტიკოსთა და თავად ჯგუფის წევრების შეფასებით ყველაზე სუსტია რედიოჰედის შემოქმედებაში. ამას მოჰყვა კიდევ ორი სინგლი – [[ბი-საიდი]] “[[Pop is Dead]]” და ალბომის ბოლო ტრეკი “[[Stop Whispering]]”. ამ შემთხვევაშიც კომერციული წარმატება ისევ არ ჩანდა.
 
ამასობაში “[[Creep (რედიოჰედის სიმღერა)|Creep]]”-მა მოულოდნელად გაიელვა [[ამერიკის შეერთებული შტატები|ა.შ.შ.-ში]], რასაც [[ისრაელი]]სა და [[სან-ფრანცისკო]]ს სკოლის რადიოში გამოწვეული წარმატება მოჰყვა. იმ დროისთვის, როცა რედიოჰედმა თავისი პირველი [[ამერიკის შეერთებული შტატები|ამერიკული]] ტური დაიწყო ([[1993]]) “[[Creep (რედიოჰედის სიმღერა)|Creep]]” უკვე ტრიალებდა [[MTV]]-ზე. სიმღერამ, ბოლოსდაბოლოს, დაიკავა #2 ადგილი თანამედროვე როკის ბილბორდ-ჩარტში, [[გაერთიანებული სამეფო|ბრიტანეთში]] კი, სინგლის ხელახალი გამოშვების შემდეგ #7 პოზიციაზე მოთავსდა. უეცარმა წარმატებამ და იმ ზეწოლამ რაც გახანგრძლივებულ ტურს მოსდევდა, კინაღამ დამღუპველად იმოქმედა რედიოჰედზე. ალბომმა საერთაშორისო წარმატება მოიპოვა, რომელიც ისევდაისევ “[[Creep (რედიოჰედის სიმღერა)|Creep]]”-ით იყო განპირობებული. მოგვიანებით ჯგუფის წევრებმა განაცხადეს რომ ტური მხოლოდ საცოდავი გამოცდილება აღმოჩნდა მათთვის, იმის გათვალიწინებით რომ მხოლოდ იმ სიმღერებს ასრულებდნენ, რაც ორი წლის წინ ჰქონდათ ჩაწერილი, “ეს უფრო დამახინჯებულ დროში ცხოვრებას ჰგავდა.” სიმღერით “[[Creep (რედიოჰედის სიმღერა)|Creep]]” გამოწვეულმა ისტერიამ დამთრგუნველად იმოქმედა ჯგუფის წევრებზე. კონცერტებისას “[[Creep (რედიოჰედის სიმღერა)|Creep]]”-ის შესრულების შემდეგ აუდიოტორია ადგილს ტოვებდა. სწორედ ამან განაპირობა ის რომ [[1997]] წელს გამოსულ ვიდეო დისკში [[7 Television Commercials]] შეგნებულად არ შევიდა “[[Creep (რედიოჰედის სიმღერა)|Creep]]”. ერთი პერიოდი კი რედიოჰედმა საერთოდ უარი თქვა ამ სიმღერის შესრულებაზე. ეს [[2001]] წლამდე გაგრძელდა, როდესაც განუწყვეტელი თხოვნის შემდეგ ტრეკი ისევ გაჟღერდა ცალკეულ კონცერტებზე. [[სურათი:11.jpg|left|thumb|200px|'''ტომ იორკი და ჯონი გრინვუდი''']]
 
[[ამერიკის შეერთებული შტატები|ამერიკული]] ტურის დასრულების შემდეგ რედიოჰედმა მეორე ალბომზე მუშაობა [[ები როუდის სტუდია]]ში, [[პროდიუსერი|პროდიუსერ]] [[ჯონ ლეკი|ჯონ ლეკისთან]] თანამშრომლობით დაიწყო. დაძაბულობა დიდი იყო – თუნდაც ის მცირე წარმატება, რაც ჯგუფმა ამ პერიოდში მოიპოვა, მხოლოდ აჩქარებდა მომდევნო ალბომის მოლოდინს. ჯგუფის წევრები დაუღალავად მუშაობდნენ და მაინც უკმაყოფილო რჩებოდნენ, რადგან მათივე აზრით სიმღერები “ჯერ საკმარისად კარგი” არ იყო მათი. ზეწოლის ჩასაცხრომად ჯგუფმა [[ავსტრალია|ავსტრალიასა]] და [[შორეული აღმოსავლეთი|შორეულ აღმოსავლეთში]] მოაწყო ტურები. ამან ცუდად იმოქმედა [[ტომ იორკი|ტომ იორკზე]], რომელსაც სულაც არ სიამოვნებდა [[MTV]]-ს ჭყეტელა ეკრანზე საკუთარი თავის ხილვა. [[1994]] წელს გამოშვებული [[My Iron Lung]], რომელიც ამავე სახელწოდების [[სინგლი|სინგლში]] შედიოდა, ერთგვარი გარდამტეხი პერიოდი იყო ალბომიდან [[Pablo Honey]] იმ სიღრმემდე, რაც რედიოჰედის მეორე ალბომში იქნა წარმოდგენილი. [[სინგლი]] ანდერგრაუნდული რადიო სადგურების მეშვეობით ტრიალებდა, რამაც გაყიდვების მოლოდინს გადააჭარბა კიდეც. ამან რედიოჰედის გულშემატკივართა პატარა ჯგუფსაც მოუყარა თავი. ჩაწერა [[1994]] წლის ბოლოს დასრულდა. [[1995]] წლის მაისში კი ახალი ალბომი, [[The Bends]] გამოვიდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Radiohead“-დან