The Bends: განსხვავება გადახედვებს შორის

Radiohead-ის ალბომი
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''The Bends''' ჯგუფ რედიოჰედის პირველი ალბომია, რომელიც 1995 წელს, 13 მა...
(განსხვავება არ არის)

11:43, 17 ოქტომბერი 2007-ის ვერსია

The Bends ჯგუფ რედიოჰედის პირველი ალბომია, რომელიც 1995 წელს, 13 მარტს გამოვიდა პროდუსერი John Leckie-ს ხელმძღვანელობით.

ისტორია

ამერიკული ტურის დასრულების შემდეგ რედიოჰედმა მეორე ალბომზე მუშაობა ები როუდის სტუდიაში, პროდიუსერ ჯონ ლეკისთან თანამშრომლობით დაიწყო. დაძაბულობა დიდი იყო – თუნდაც ის მცირე წარმატება, რაც ჯგუფმა ამ პერიოდში მოიპოვა, მხოლოდ აჩქარებდა მომდევნო ალბომის მოლოდინს. ჯგუფის წევრები დაუღალავად მუშაობდნენ და მაინც უკმაყოფილო რჩებოდნენ, რადგან მათივე აზრით სიმღერები “ჯერ საკმარისად კარგი” არ იყო მათი. ზეწოლის ჩასაცხრომად ჯგუფმა ავსტრალიასა და შორეულ აღმოსავლეთში მოაწყო ტურები. ამან ცუდად იმოქმედა ტომ იორკზე, რომელსაც სულაც არ სიამოვნებდა MTV-ს ჭყეტელა ეკრანზე საკუთარი თავის ხილვა. 1994 წელს გამოშვებული My Iron Lung, რომელიც ამავე სახელწოდების სინგლში შედიოდა, ერთგვარი გარდამტეხი პერიოდი იყო ალბომიდან Pablo Honey იმ სიღრმემდე, რაც რედიოჰედის მეორე ალბომში იქნა წარმოდგენილი. სინგლი ანდერგრაუნდული რადიო სადგურების მეშვეობით ტრიალებდა, რამაც გაყიდვების მოლოდინს გადააჭარბა კიდეც. ამან რედიოჰედის გულშემატკივართა პატარა ჯგუფსაც მოუყარა თავი. ალბომის ჩაწერა 1994 წლის ბოლოს დასრულდა. 1995 წლის მაისში კი ახალი დისკი, The Bends გამოვიდა.

მაშინ როდესაც მედიის ყურადღება მთლიანად ბრიტპოპისკენ იყო მიმართული, რედიოჰედს არავინ უწინასწარმეტყველებდა დიდ წარმატებას. ამის მიუხედავად ალბომმა The Bends სამშობლოში გაიბრწყინა – ჩარტები წყალობდნენ სამი გიტარისტის მიერ შექმნილ ჰაეროვან მუსიკას, რომელსაც იორკის ემოციური ფალცეტი და კლავიშებიანი ინსტრუმენტის ხმოვანება ამშვენებდა. მეორე ალბომში ტრანსფორმაცია განიცადა თავად სიმღერის ლირიკამაც – ტომ იორკი უკვე მასშტაბურ და მნიშვნელოვან თემებს ეხება, რითაც გარკვეულწილად აყალიბებს იმ მუსიკალურ იდეოლოგიას, რომლის მიხედვითაც ჯგუფის მომავალი სტილი განისაზღვრა. ამის ნათელი დადასტურება ის ფსიქოლოგიური სარჩულია რაც ამ და შემდგომი პერიოდის ვიდეო კლიპებშია ასახული. ჯემი ტრეივსის გადაღებულმა “Just” ბევრს ახალი კუთხით დაანახა ეს ოქსფორდელი ბიჭებით დაკომპლექტებული ჯგუფი. ამასთან, აღსანიშნავია ულამაზესი, შავ-თეთრი “მეოცნებე” “Street Spirit” (რეჟის. ჯონათან გლეიზერი), სადაც მუსიკის რითმი ჰარმონიულად ეწყობა კლიპის გმირების ინერტულ მოძრაობებს. ყოველივე ამასთან ერთად, The Bends ასახავს იმას რაც ასე ძლიერ აწუხებდა ჯგუფის თითოეულ წევრს – მომქანცველი რუტინა და ის სევდა რაც ხალხის მიერ მათი ხელოვნებისადმი დამოკიდებულებით იყო გამოწვეული. ეს ძალზე კარგად ჩანს სიმღერაში “Bullet Proof I Wish I Was”, რომლის შემდეგაც ტომ იორკს მომდევნო “როკ-ენ-როლის წამებული” შეარქვეს, კურტ კობეინისა და რიჩი ჯეიმსის შემდეგ. ასეევე სიმბოლურია ალბომის ყდაც, რომელზეც რედიოჰედის დიზაინერმა სტენლი დონვუდმა იროკთან ერთად იმუშავა. თავდაპირველად იორკს სურდა ალბომზე ხელოვნური სუნთქვის აპარატი ყოფილიყო გამოსახული (ინგლ. iron lung), მაგრამ რადგან სურათი დაკარგა, დონვუდმა ბოლო წუთებში გამოიყენა მედიკოსების ფიტული რომელიც ტომ იორკის სახეს “მიაკერა”.

მიუხედავად კრიტიკული შეფასებებისა, რომელიც ძირითადად რედიოჰედის არაკომერციული მუსიკისადმი იყო მიმართული, ალბომმა 30 საუკეთესო ჰიტს შორის კუთვნილი ადგილი მოუტანა ჯგუფს და ბესტსელერად აქცია საკუთარ სამშობლოში. მოგვიანებით ჯონი გრინვუდმა განაცხადა, რომ წარმატებამ რომელიც The Bends მოჰყვა, საკუთარ ძალებში რწმენა შემატა რედიოჰედს, რაც საბოლოოდ გამყარდა სინგლით “Street Spirit (Fade Out)”, რომელიც #5 გახდა ბრიტანეთის ჩარტში.

1995 წლის ზაფხული რედიოჰედმა ჯგუფთან R.E.M. გასტროლებით დაიწყო, რომელიც მაშინდელი პერიოდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ალტერნატიულ როკ-ჯგუფად ითვლებოდა, და რომლის გავლენამაც დიდი როლი ითამაშა რედიოჰედის ფორმაციაში. კონცერტის გახსნისას მაიკლ სტაიპმა (ჯგუფი R.E.M. წამყვანი ვოკალისტი) ასეთი კომენტარი გააკეთა: “რედიოჰედი იმდენად კარგია რომ ცოტა მაშინებს კიდეც”. ერთი მხრივ ცნობილი გულშემატკივრების შეფასებამ, ხოლო მეორე მხრივ, კლიპებმა “Just” და “Street Spirit” თავისი სიტყვა თქვეს – რედიოჰედი ნელ-ნელა იკრებდა პოპულარობას ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=The_Bends&oldid=317178“-დან