იოსებ იმედაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: '''იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილი''' (დ. 20 აპრილი, 1876, სოფ. ხაშმი, ...)
 
ბავშვობა მწყემსობაში გაატარა. სწავლობდა [[თბილისის სახელოსნო სასწავლებელი|თბილისის სახელოსნო სასწალებელში]]. 1890-იანი წლებიდან ეწეოდა რევოლუციურ აგიტაციას თბილისის ქარხნებსა და რკინიგზის სახელოსნოებში, ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას. 1903 წლიდან რსდმპ-ია წევრი იყო. 1906 წელს აირჩიეს I სახელმწიფო სათათბიროს ამომრჩევლად. 1905-1906 წლებში ხელმძღვანელობდა ივრის ხეობის, ე. წ. "გარეკახეთის ერთობის", რესოლუციურ მოძრაობას. 1905 წელს თბილისში გლეხთა რაზმთან ერთად პროტესტით წარუდგა მეფის ნაცვალს გურიაში დამსჯელი რაზმების გაგზავნის გამო. 1910 წელს რევოლიციურ-პროპაგანდისტული მუშაობისათვის 4 წლის კატორღა მიუსაჯეს, რაც ავადმყოფიბის გამო მეტეხის ციხეში პატიმრობით შეუცვალეს.
 
იმედაშვილი ნაყოფიერად იღვწოდა ლიტერატურისა და კულტურის სარბიელზე. ბეჭდვა დაიწყო 1895 წლიდან. 1893 ავჭალის, ხოლო 1902 წელს ავლაბრის მუშათა თეატრების დამაარსებელთაგანი და პირველი რეჟისორი იყო. შეადგინა და გამოსცა ორიგინალური და თარგმნილი პიესების ორი კრებული - "ცხოვრების სარკე" (1899, 1901). 1902 წელს გამოსცა [[მაქსიმ გორკი]]ს მოთხრობათა პირველი ქართული თარგმანების კრებული. 1903 წლიდან გამოაქვეყნა ურბანისტული შინაარსის მოთხრობები, სატირული რომანი "აახ-ვაახ", ლექსთა რამდენიმე წიგნაკი ("სიყვარულის ძალა", 1904; "პროლეტარიატის ჰიმნი", 1905; "წითელი დროშა", 1904) და სხვა. 1904 წელს გამოსცა პირველი "უცხო სიტყვათა ლექსიკონი" (II, III გამოც. 1918, 1928). რედაქტორობდა ჟურნალს [[თეატრი და ცხოვრება|"თეატრი და ცხოვრება"]], გაზეთებს [[ხალხის ერთობა|"ხალხის ერთობა"]], შემდეგ "ხალხის თავისუფლება". ავტორია რომანებისა "განახლებული სიცოცხლე" (1919-1921) და "ციბრუტი" (1940). 1920-იან წლებში ცალკე წიგნებად გამოიცა იმედაშვილის პიესები ("ნამუსიანი ხალხი", "ალების ცეკვა", "მზე ჩაწსვება" და სხვა) და პოემები ("მზეთა-მზე", "მშვენიერა"). მას ეკუთვნის აგრეთვე პიესები "იოსებ ლაღიაშვილი" (1920), "უკანასკნელი დედოფალი" (1929). ისტორიულ-ბიოგრაფიული ნარკვევები ლადო აღნიაშვილისა და ივანე როსტომაშვილზე. ლიტერატურული და თეატრალური წერილები, მოგონებები, თარგმანები სომხური და აზერბაიჯანული ენებიდან. შეადგინა "ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი" (ძვ. წ. IV - ახ. წ. XX სს., არ გამოქვეყნებულა).
 
==ლიტერატურა==
*''ქსე'' ტ. 5, გვ. 112