კამბოჯის სამოქალაქო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
}}
'''კამბოჯის სამოქალაქო ომი''' — სამოქალაქო ომი ქვეყნის მთავრობასა და ადგილობრივ [[წითელი ქხმერები|კომუნისტურ ძალებს]] შორის. სამხედრო კონფლიქტი მიმდინარეობდა [[1967]]-[[1975]] წლებში. ქვეყნის სამთავრობო ძალებს მხარს უჭერდა [[აშშ]] და [[სამხრეთი ვიეტნამი]], ხოლო კომუნისტურ ძალებს [[ჩრდილოეთი ვიეტნამი]]. სამოქალაქო ომის შედეგად დაემხო ცენტრალური ხელისუფლება და ქვეყნის სათავეში მოვიდნენ [[წითელი ქხმერები]],რომლებმაც გამოაცხადეს კამბოჯის საზოგადოების ტოტალური რეორგანიზაცია [[მაოიზმი]]ს კონცეფციაზე დაყრდნობით. კამბოჯის სამოქალაქო ომი [[ლაოსის სამოქალაქო ომი|ლაოსისა]] და [[სამხრეთი ვიეტნამი]]ს სამხედრო მოქმედებებთან ერთად განიხილება, როგორც [[ინდოჩინეთის მეორე ომი]]ს შემადგენელი ნაწილი.
 
== ომის დასაწყისი ==
[[1953]] წელს [[კამბოჯა]]მ [[საფრანგეთი]]საგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. [[1954]] წლის [[ჟენევის კონფერენცია (1954)|ჟენევის შეთანხმების]] შედეგად დასრულდა [[ინდოჩინეთის პირველი ომი]] და კამბოჯა გამოაცხადეს ნეიტრალურ სახელმწიფოდ. სამეფოს მმართველი გახდა პრინცი [[ნოროდომ სიანუკი]], რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა მოსახლეობას შორის. იგი ტავს თვლიდა მემარცხენე პოლიტიკოსად. იგი დარწმუნებული იყო, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში პოლიტიკური დომინანტი იქნებოდა [[ჩინეთი]]. [[1965]] წელს, რამდენიმე სასაზღვრო ინციდენტის შემდეგ, რომელშიც მის წინააღმდეგ მონაწილეობდა [[აშშ]]-ისა და [[სამხრეთი ვიეტნამი]]ს ძალები, დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა [[აშშ]]-სთან.
 
სამხრეთ ვიეტნამში მიმდინარე [[ინდოჩინეთის მეორე ომი|სამოქალაქო ომის]] დროს კამბოჯის ტერიტორიას აქტიურად იყენებდა [[ვიეტ-კონგი]] და ჩრდილოეთ ვიეტნამის დანაყოფები. ამერიკის პრეზიდენტმა [[ლინდონ ჯონსონი|ლინდონ ჯონსონმა]] ამერიკულ დანაყოფებს აუკრძალა კამბოჯის ტერიტორიაზე მოქმედება, რადგან ეს არღვევდა ფორმალურ ნეიტრალიტეტს. [[1966]] წელს კამბოჯამ ჩინეთთან დადო ხელშეკრულება ჩრდილოეთ ვიეტნამის ძალების კამბოჯის ტერიტორიაზე ყოფნის შესახებ, რითაც დაარღვია ნეიტრალიტეტის პრინციპები.
 
ამ პერიოდში, [[1967]] წელს პროვინცია ბატამბანგში, რომელიც მთავრობის მოწინააღმდეგეთა დასაყრდენი იყო, ჩაახშეს გლეხთა აჯანყება. აჯანყებაში მონაწილეობდნენ კამბოჯის კომუნისტური პარტიის წევრები, ე. წ. „წითელი ქხმერები“. [[1968]] წლის იანვარში კამბოჯაში კომუნისტებმა გამართეს პირველი საომარი გამოსვლები, ხოლო ამავე წლის ბოლოს ქვეყანაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა სრული სვლით. [[1969]] წელს კამბოჯამ აღადგინა დიპლომატიური ურთიერთობები [[აშშ]]-სთან. ამავე წლის ამრტიდან [[აშს]]-ის საჰაერო ძალებმა საიდუმლოდ დაბომბეს [[ვიეტ-კონგი]]ს ბაზები და ცრდილოეთ ვიეტნამის არმია კამბოჯის აღმოსავლეთით.
 
 
[[კატეგორია:კამბოჯის ისტორია]]