შენჭენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 63:
|add1=
}}
'''შენჯენი''' ({{lang-zh|深圳}}) — [[სუბპროვინციული მნიშვნელობის ქალაქი]] სამხრეთ [[ჩინეთი|ჩინეთში]], [[გუანდუნი|გუანდუნის პროვინციაში]]. ესაზღვრება [[ჰონკონგი|ჰონკონგს]]. 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 10,778,900 [[ადამიანი]]. [[ფართობი]] 2,050 კმ².
 
მასშტაბური უცხოური და სახელმწიფო ინვესტიციების ხარჯზე საკმაოდ მოკლე ხანში ქალაქი იქცა [[მარგალიტის მდინარის დელტა|მარგალიტის მდინარის დელტის]] ეკონომიკური რეგიონისა და საერთოდ, [[ჩინეთი|მთელი ქვეყნის]] მსხვილ სამრეწველო, საფინანსო და სატრანსპორტო ცენტრად. დღესდღეობით შენჯენი წარმოადგენს ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე დინამიურად განვითარებად ქალაქს. ფაქტობრივად ქალაქი [[1979|1979 წელს]] დაარსდა ბაოანის მაზრის ადგილას, რომელსაც შენჯენი უწოდეს, თუმცა საქალაქო მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე [[IV საუკუნე|IV საუკუნიდან]] შეინიშნება. 2008 წელს [[იუნესკო]]მ შენჯენი აირჩია დიზაინის შემოქმედებით ქალაქად, ხოლო 2011 წელს შენჯენში ჩატარდა [[მსოფლიოს XXVI საზაფხულო უნივერსიადა]], რომლის ხარჯზე ქალაქმა არსებითად განაახლა და გააფართოვა თავისი [[ინფრასტრუქტურა]]. შენჯენი, უპირველეს ყოვლისა, ცნობილია თავისი მაღლივი არქიტექტურით, თემატური პარკებით, დარგობრივი გამოფენებით. იგი ელქტრონული და ელექტროტექნიკური მრეწველობის ერთ-ერთი უმსხვლესი ცენტრია, მაგალითად, [[IPhone]]-ისა და [[IPad]]-ის დიდი ნაწილი სწორედ შენჯენში იწარმოება. საიტ [[Tech Insider]]-ის რეიტინგის თანახმად, შენჯენი შედის მსოფლიოს ყველაზე ტექნოლოგიური ქალაქების სიაში.
ხაზი 76:
 
შენჯენის ცენტრიდან ჩრდილო-დასავლეთით 32 კილომეტრში არის [[შენჯენის საერთაშორისო აეროპორტი ბაოანი]]. ქალაქშია [[შენჯენის მეტროპოლიტენი]], რომელიც 2004 წლის 28 დეკემბერს გაიხსნა. სულ არის 137 სადგური.
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://english.sz.gov.cn/ ოფიციალური საიტი]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შენჭენი“-დან