ნატურალიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, removed: {{Link FA|ko}} using AWB
ხაზი 3:
== ნატურალიზმი ლიტერატურაში ==
[[Image:Emile Zola.jpg|thumb|200px|right|ემილ ზოლა]]
[[რეალიზმი|რეალიზმისგან]] განსხვავებით, რომელიც გაფანტული მეცნიერება იყო, ნატურალიზმს თავისი [[დოქტრინა]] და სკოლა აქვს. ნატურალისტური სკოლის სათავეში არის [[საფრანგეთი|ფრანგი]] მწერალი, [[ზოლა, ემილ|ემილ ზოლა]], რომელიც თავის ''ექსპერიმენტალურ რომანში'' აყალიბებს ახალ დოქტრინას და აცხადებს: "მწერლის სამუშაო მდგომარეობს იმაში, რომ აიღოს ბუნებიდან ფაქტები და გარემოებებისა თუ წრეების ცვალებადობის მიხედვით შეისწავლო მათი მექანიზმი". ნატურალისტთა აზრით [[რომანი (პროზა)|რომანი]] უნდა გახდეს [[მეცნიერება|მეცნიერული]] და აგებულ უნდა იქნასაიგოს რეალობის მკაცრ და მეთოდურ შესწავლაზე. მთავარი არაა შთაგონება, რომანისტმა უნდა გააანალიზოს გრძნობები, ისევე როგორც [[ექიმი]] შეისწავლის [[სხეული|სხეულს]]. ნატურალისტებს [[პოზიტივიზმი|პოზიტივისტური]] სურვილი ამოქმედებთ: მოეპყრონ საზოგადოებრივ მოვლენებსა და ფაქტებს ისე, როგორც საცდელ საგნებს. მწერალმა უნდა აჩვენოს ფაქტების მექანიზმი ხასიათებზე, გრძნობებზე, მოვლენებზე ისეთივე ოპერაციების ჩატარებით, როგორც ამას აკეთებს სხეულზე [[ქიმია|ქიმიკოსი]] ან [[ფიზიკა|ფიზიკოსი]]. რომანისტი ამგვარი ექსპერიმენტების ერთგვარ ოქმს ადგენს და თავს იკავებს განსჯისგან. მწერლის მიზანია პერსონაჟი მოათავსოს სხვადასხვა გარემოში, პირობებში, და გაარკვიოს თუ რა შედეგი მოჰყვება ამა თუ იმ პირობებში ამა თუ იმ გრძნობას. ამ გაგებით, რომანისტი ქრება და ადგილს უთმობს [[მეცნიერება|მეცნიერს]]. რომანი კი ხდება [[სოციოლოგია|სოციოლოგიური]], [[ჰიგიენა|ჰიგიენური]] თუ სხვა მეცნიერული კვლევების ლაბორატორია.
 
ნატურალიზმი ყველაზე რადიკალური ფორმით წარმოდგენილია [[გერმანია|გერმანულ]] [[ლიტერატურა|ლიტერატურაში]]. სადაც ძმები ჰეინრიხების, [[ჰარტი, იულიუს|იულიუს ჰარტისა]] და [[ჰაუპტმანი, გერჰარტ|გერჰარტ ჰაუპტმანის]] ირგვლივ შეკრებილი ახალგაზრდა მწერლები გამოდიან [[ლიბერალიზმი|ლიბერალური]] [[რეალიზმი|რეალიზმის]] წინააღმდეგ და ქმნიან საკუთარი წერის მანერას სახელწოდებით « Sekundenstil »,სადაც საგნებსა და თხრობას შორის დისტანცია უკუგდებულია და თხრობის დრო ამბის მიმდინარეობის დროს ემთხვევა.
 
ნატურალიზმიდან აღმოცენდა ასევე იტალიური [[ვერიზმი]] (vérisme), სადაც მთავარ როლს [[დეტერმინიზმი]] თამაშობს, რომელიც [[სიცილია|სიცილიელი]] გლეხების ხასიათებშია წარმოდგენილი.
 
ნატურალიზმი ძალიან მალე უკუგდებულ იქნა თავად ამ სკოლის ბევრი წარმომადგენლის მიერ. 1887 წელს [[მოპასანი, გი დე|მოპასანი]] თავისი რომანის, ''პიერი და ჟანი'', წინასიტყვაობაში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ [[ლიტერატურა|ლიტერატურაში]] ობიექტურობა შეუძლებელია. იმავე წელს გაზეთ [[ფიგარო|ფიგაროში]] ქვეყნდება ''ხუთის მანიფესტი'', რომელშიც პროტესტია გამოთქმული [[ზოლა, ემილ|ზოლას]] ექსტრემიზმის წინააღმდეგ.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნატურალიზმი“-დან