ფრანკთა სახელმწიფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 120:
ფრანკთა სამეფოს პირველი მმართველი გახდა [[ხლოდვიგ I|ხლოდვიგი]], [[მეროვინგები|მეროვინგთა დინასტიის]] დამაარსებელი. მას უნდა დაეძლია თავისი თანატომელთა წინააღმდეგობა და უნდა მოეგვარებინა ურთიერთობა ადგილობრივ დაპყრობილ გალურ-რომაულ მოსახლეობასთან, საკუთარი ძალების განმტკიცებისათვის მან მოკავშირედ [[რომის ეკლესია]] გაიხადა და მიიღო [[ქრისტიანობა]] ([[498]]-[[499]]). ეკლესია ქმედით დახმარებას უწევდა ხლოდვიგს სახელმწიფო მოწყობასა და მართვაში. ხლოდვიგის ძალაუფლების ლეგიტიმაციას საფუძვლად დაედო ქრისტიანული სწავლება - "ყოველგვარი ძალაუფლება ღვისაა". ეკლესიას და სახელმწიფოს შორის ხლოდვიგის დროს ჩამოყალიბებულ კავშირს, ფრანკთა სამეფოს შემდგომი მმართველებიც ინარჩუნებდნენ. ეს კავშირი განმტკიცდა [[მეროვინგები|მეროვინგთა]] სამეფო დინასტიის [[კაროლინგების დინასტია|კაროლინგებით]] შეცვლისას [[751]] წელს.
 
ხლოდვიგის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ფრანკული წესისამებრ, დაიყო ხლოდვიგის ვაჟებს შორის ოთხ ნაწილად ([[პარიზის სამეფო]], [[მეცის სამეფო]], [[სუასონის სამეფო]], [[ორლეანის სამეფო]]).შემდგომ კი ეს სამეფოები კიდევ დაიყო ხლოდვიგის შვილიშვილებს შორის. ეს ყველაფერი მეტად ართულებდა ფრანკთა სახელმწიფოს მდგომარეობას. [[ავსტრაზია|ავსტრაზიამ]], [[ბურგუნდია|ბურგუნდიამ]] და [[ნოისტრია|ნოისტრიამ]] შეძლეს საკუთარი იდენტურობის ჩამოყალიბება, რაც ვერ შეძლეს [[პარიზი|პარიზმა]] და [[ორლეანი|ორლეანმა]]. ფრანკებისა ამ სახელმწიფოებს შორის მუდმივი დაპირისპირება იყო, [[სუასონის სამეფო]] არსებობდა [[486]]-[[584]] წლებში და მისი განადგურების შემდეგ მის ადგილზე [[ნოისტრია|ნოისტრიის სამეფო]] წარმოიშვა. ნოისტრიაშიც მმართველები მეროვინგები იყვნენ, მას განუწყვეტელი ბრძოლები ჰქონდა მეზობელ ავსრაზიასთან, ნოისტრიამ თავის მხრივ საფუძველი დაუდო [[დასავლეთ ფრანკთა სამეფო]]ს. მეროვინგთა უკანასკნელი წარმომადგენელი იყო [[ხლოდვიგ IV]], თოიდერიხ III-ის ვაჟი. მეროვინგების სამეფო დინასტია შეცვალა [[კაროლინგების დინასტია]]მ.
 
== კაროლინგების დინასტია ==
 
კაროლინგთა სამეფო დინასტიის პირველი წარმომადგენელი იყო, პიპინი (თავისი დაბალი ტანის გამო მოკლედ წოდებული). პიპინ მოკლე გამეფდა 751-768 წლებში პაპის უშუალო ხელშეწყობით. ახალი დინასტიის კანონიერების დასამტკიცებლად პაპმა პიპინი მეფედ აკურთხა, რის შემდეგადაც პიპინ მოკლე ატარებდა ტიტულს "ღვთის წყალობით ფრანკთა მეფე"-ს. სანაცვლოდ პიპინმა რომის პაპს რავენის საეგზარქოს და რომის ოლქი უბოძა. ეს ტერიტორიები ბიზანტიის იმპერატორის ნაცვალის სამფლობელოები იყო იტალიაში.
 
ადრეულ შუა საუკუნეებში, ეკლესიასა და ფრანკთა საერო ხელისუფლებას შორის ძალაუფლების განსამტკიცებლად დამყარებული ურთიერთობა 800 წელს პიპინ მოკლეს შვილის, კარლოსის იმპერატორად კურთხევის აქტით დაგვირგვინდა.