ისკანდერ მირზა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 56:
 
[[1954]] წლის ოქტომბრიდან [[1955]] წლის აგვისტომდე ისკანდერ მირზა იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. [[1955]] წლის [[7 აგვისტო]]ს პაკისტანის გენერალ-გუბერნატორი [[გულამ მუჰამადი]] ჯანმრთელობის გაუარესების გამო ორი თვით შვებულებაში გაუშვეს, მირზა შეუდგა მისი მოვალეობის შესრულებას, ისკანდერმა [[მუჰამად ალი ჩოუდჰური]] ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშნა. [[1956]] წელს მიიღეს პაკისტანის ახალი [[კონსტიტუცია]], რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობას გენერალ-გუბერნატორის მაგივად ეწოდა პრეზიდენტი. თუმცა ქვეყნის მეთაურის მოვალეობები და უფლებამოსილება ამ ეტაპზე არ შეცვლილა. დამფუძნებელმა ასამბლეამ ისკანდერ მირზა ერთხმა აირჩია პაკისტანის პრეზიდენტად<ref name=CDI />.
 
[[1958]] წელს ისკანდერ მირზამ გამოაქვეყნა [[1956]] წლის კონსტიტუციის შეცვლის პროკლამაცია. შესაბამისსად დაიშალა პარლამენტი და ქვეყანაში პირველად დამყარდა სამხედრო რეჟიმი. ამავე დროს პრეზიდენტმა ისკანდერ მირზამ [[მუჰამად აიუბ-ხანი]] შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დანიშნა. აიუბ-ხანმა არ ისურვა პრეზიდენტის მარიონეტობა და [[1958]] წლის 27 ოქტომბერს ისკანდერ მირზა აიძლა დაეტოვებინა ქვეყანა და თავი პრეზიდენტად გამოაცხადა.
 
ისკანდერ მირზამ თავისი ცხოვრების დარჩენილი პერიოდი [[ლონდონი]]ს ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში გაატარა. გარდაიცვალა [[1969]] წლის 15 ნოემბერს.
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ისკანდერ_მირზა“-დან