ისკანდერ მირზა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 54:
 
ისკანდერ მირზა დაინიშნა ახლად ჩამოყალიბებული [[პაკისტანი]]ს პირველ თავდაცვის მინისტრად და ეს თანამდებობა ეკავა შვიდ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. [[1954]] წლის მაისში დაინიშნა [[აღმოსავლეთი პაკისტანი]]ს (ამჟამად [[ბანგლადეში]]) გუბერნატორად. თანამდებობის დაკავების შემდეგ მან ღიად განაცხადა, რომ უყოყმანოდ გამოიყენებდა ძალას პროვინციაში ნებისმიერი საპროტესტო გამოსვლების აღკვეთის მიზნით. გუბერნატორის თანამდებობაზე მისი პირველი ნაბიჯი იყო 319 ადამიანის დაპატიმრების ორდერის გაცემა, მათ შორის იყო [[ავამი ლიგა|ავამი ლიგის]] ორი ლიდერი [[მუჯიბურ რაჰმანი]] და [[იუსუფ ალი ჩოუდჰური]]. ივნისის შუა რიცხვებში დაპატიმრებულთა რაოდენობამ 1 051-ს მიაღწია, მათ შორის იყო ეროვნული ასამბლეის 33 წევრი და [[დაკა|დაკის]] უნივერსიტეტის ორი პროფესორი.
 
[[1954]] წლის ოქტომბრიდან [[1955]] წლის აგვისტომდე ისკანდერ მირზა იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. [[1955]] წლის [[7 აგვისტო]]ს პაკისტანის გენერალ-გუბერნატორი [[გულამ მუჰამადი]] ჯანმრთელობის გაუარესების გამო ორი თვით შვებულებაში გაუშვეს, მირზა შეუდგა მისი მოვალეობის შესრულებას, ისკანდერმა [[მუჰამად ალი ჩოუდჰური]] ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშნა. [[1956]] წელს მიიღეს პაკისტანის ახალი [[კონსტიტუცია]], რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობას გენერალ-გუბერნატორის მაგივად ეწოდა პრეზიდენტი. თუმცა ქვეყნის მეთაურის მოვალეობები და უფლებამოსილება ამ ეტაპზე არ შეცვლილა. დამფუძნებელმა ასამბლეამ ისკანდერ მირზა ერთხმა აირჩია პაკისტანის პრეზიდენტად<ref name=CDI />.
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ისკანდერ_მირზა“-დან