პუენტ-ნუარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 50:
1484 წელს [[პორტუგალიელები|პორტუგალიელმა]] მეზღვაურებმა აქ დაინახეს შავი [[კლდე]]ები და ამ ადგილს დაარქვეს შავი კონცხი ([[ფრანგული ენა|ფრანგულად]] — პუენტ-ნუარი). თვითონ ქალაქი მეთევზეთა პატარა დასახლების ადგილას დაარსდა 1883 წელს [[პიერ სავორნიან დე ბრაზა]]ს ექსპედიციის მიერ, როგორც სამხედრო პოსტი. [[1950]]—[[1958]] წლებში [[საფრანგეთი]]ს [[კოლონია|კოლონიის]] — [[საფრანგეთის ეკვატორული აფრიკა|საფრანგეთის ეკვატორული აფრიკის]] დედაქალაქი. [[1924]]—[[1934]] წლებში ქალაქი [[რკინიგზა|რკინიგზით]] შეუერთდა დედაქალაქ ბრაზავილს.
 
1927 წელს ქალაქში შეიყვანეს სასმელი წყალი, 1932 წელს აშენდა [[აეროპორტი]], 1936 წელს პირველი საავადმყოფო, 1942 წელს აშენდა ახალი პორტი. [[1997]]—[[1999]] წლების სამოქალაქო ომმა გამოიწვია შიდა რეგიონებიდან ხალხის მასიური გადასახლება ქალაქში შიდა რეგიონებიდან, რამაც მისი რაოდენობა ორჯერ გაზარდა.
 
== გეოგრაფია ==
ხაზი 58:
 
ქალაქი ცნობილია თავისი პლაჟებით და [[სერფინგი]]ს ადგილებით.
 
== ეკონომიკა ==
ქალაქს ეძახიან კონგოს რესპუბლიკის საზღვაო ჭიშკარს. პორტის ტვირთბრუნვა შეადგენს 8,1 მილიონ ტონას ([[1983]] წელი). პორტით ასევე სარგებლობს [[გაბონი]] ([[მანგანუმი]]ს წიაღისეულის გატანა), [[ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა]] და [[ჩადი]]. მას აქვს [[ნავთობი]]ს დიდი ტერმინალი — «ჯენი».
 
ქალაქი დედაქალაქ ბრაზავილთან დაკავშირებულია [[რკინიგზა|რკინიგზით]] და ავტომაგისტრალით. საერთაშორისო [[აეროპორტი]]ა «აგოსტინიო-ნეტო», რომელსაც სახელი დაერქვა [[ანგოლა|ანგოლის]] პირველი პრეზიდენტის [[აგოსტინიო ნეტო]]ს პატივსაცემად.
 
პუენტ-ნუარს აქვს 1980 წელს აშენებული [[აფრიკა]]ში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. ქალაქში ასევე განვითარებულია ხის სახერხი, ფანერის, საკვები პროდუქტების (ზეთის გამომხდელი, თევზის საკონსერვო), ქიმიური, ფეხსაცმლის წარმოება. მიმდინარეობს [[გემთმშენებლობა]] და [[თევზჭერა]]. ფუნქციონირებს თბოელექტროსადგური. ქალაქის გარეუბნებში — ოლ-სენ-პოლში და ჰოლში არსებობს კალიუმის მარილის საბადოები. სამხრეთში მიმდინარეობს ნავთობის წყალქვეშა საბადოების დამუშავება.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პუენტ-ნუარი“-დან