კონსტანტინე I დიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(მომხმარებლის 77.242.53.166 ცვლილებების გაუქმება (№3166012))
No edit summary
[[ფაილი:Rome-Capitole-StatueConstantin.jpg|მარჯვნივ|მინი|კონსტანტინე I-ის მარმარილოს ბიუსტი]]
'''გაიუს ფლავიუს ვალერიუს აურელიუს კონსტანტინუსი''' (Gaius Flavius Valerius Aurelius Constantinus; [[27 თებერვალი]], [[272]] – [[22 მაისი]], [[337]]), ცნობილია როგორც '''კონსტანტინე I''', '''კონსტანტინე დიდი''' და '''წმინდაწმიდა კონსტანტინე''', [[მოციქულთასწორი]] (მართლმადიდებელ ქრისტიანთა და აღმოსავლეთის კათოლიკეთა შორის) — რომის იმპერატორი [[306]] წლიდან. იმპერატორ [[კონსტანციუს I ქლორუსი]]ს ძე. მამის სიკვდილის შემდეგ ლეგიონებმა ბრიტანეთში ყოფნისას ავგუსტუსად გამოაცხადეს, მართავდა გალიას. მის გარდა რომის იმპერიას კიდევ ჰყავდა 5 ავგუსტუსი. [[313]] წელს კონსტანტინე I-მა და მისმა მოკავშირემ ავგუსტუს ლიცინიუსმა ქალაქ [[მილანი|მედიოლანუმში]] გამოსცეს [[მილანის ედიქტი|ედიქტი]] [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] უფლებამოსილ რელიგიად გამოცხადების შესახებ. [[325]] წლიდან კონსტანტინე I დიდი [[რომის იმპერია|რომის იმპერიის]] ერთპიროვნული მბრძანებელი გახდა. მის დროს საბოლოოდ ჩამოყალიბდა იმპერიის ბიუროკრატიული და აბსოლუტურ-მონარქიული სისტემა. კონსტანტინე I-მა გააუქმა პრეტორიანული გვარდია და დაადგინა სასახლის დაცვის კორპუსი. არმიები დაყო სასაზღვრო და შინა სამსახურების ნაწილებად. [[330]] წელს დააარსა იმპერიის ახალი დედაქალაქი [[კონსტანტინოპოლი]]. კონსტანტინე I-ის დროს ქალაქების მდგომარეობა გაუმჯობესდა, მონეტა სტაბილური გახდა, მოიგერიეს ბარბაროსების შემოტევები. იმპერატორმა იმპერიის იდეოლოგიურ საფუძვლად გამოაცხადა ქრისტიანობა. [[325]] წელს ქალაქ [[ნიკეა]]ში მოიწვია [[ნიკეის პირველი საეკლესიო კრება]], რომელმაც დაგმო იმდროინდელი მწვალებლური მოძრაობა [[არიოზელობა]]. და მიიღო ერთიანი რწმენის კანონი (სარწმუნოების სიმბოლო).
 
ქრისტიანობა მიიღო სიკვდილის წინ. დაკრძალეს მისგანვე აშენებულ „მსოფლიო ქალაქში“, წმინდა მოციქულთა ტაძარში.
ანონიმური მომხმარებელი