ჰაინრიხ შლიმანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 12:
მთელი ამ არქეოლოგიური გათხრებისა და აღმოჩენების თანამონაწილე იყო შლიმანის ბერძენი მეუღლე [[სოფიო ენგასტრომენოსი]], რომელიც ჰაინრიხმა [[1869]] წელს შეირთო ცოლად. სოფიო ყოველთვის ქმრის გვერდით იყო, მის ერთგულ და დაუღალავ თანაშემწეს წარმოადგენდა. შლიმანის სიყვარულს ჰომეროსის მითებისადმი ისიც ადასტურებს, რომ მის ორ ვაჟს ერქვათ ანდრომაქე და აგამენონი.
 
კაცს, რომელმაც [[საბერძნეთი]]ს ისტორიას ათასი წელი შეჰმატა, მისი დროის პროფესიონალი არქეოლოგების უმეტესობა არ აღიარებდა. მას შეშლილსა და მატყუარას უწოდებდნენ. გერმანელი ფილოსოფოსი, [[არტურ შოპენჰაუერი]], მას დილეტანტად მოიხსენიებდა და მილიონერ შლიმანს იმასაც კი აბრალებდა, თითქოს არქეოლოგია შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდ ჰქონდა გამხდარი. ამ ადამიანის უმთავრესი დამსახურებები კაცობრიობის წინაშე ისაა, რომ მან ჰომეროსის მითები ისტორიად აქცია, ამასთან მეცნიერთა თვალში [[ჰაინრიხი]]ს აღმოჩენებმა მითების წონა აღამაღლა, როგორც ისტორიის ერთგვარი წყაროებისა. შლიმანმა დაამტკიცა, რომ საბერძნეთის ისტორია პირველი ოლიმპიადიდან კი არა, [[ძვ. წ. [[1180]] წლიდან – [[ტროას ომი]]დან იწყებოდა. აგრეთვე მისი აღმოჩენებით დადასტურდა საბერძნეთ-ეგვიპტის ურთიერთობაც. თუმცა, შლიმანის დამსახურებების მიუხედავად უნდა აღინიშნოს, რომ იგი თვითნასწავლი არქეოლოგი იყო და ძეგლებსაც არასრულყოფილი მეთოდებით თხრიდა. შლიმანი ყოველთვის დარწმუნებული იყო თავის სისწორეში, მაგრამ მისი ყველა პირველი განსაზღვრა და თარიღი არასწორი აღმოჩნდა. ამდენად მის დეტალურ არქეოლოგიურ დღიურებსა და პუბლიკაციებს დაბალი სამეცნიერო ღირებულება აქვს. შლიმანი [[იტალია|იტალიის]] ქალაქ [[ნეაპოლი|ნეაპოლში]] გარდაიცვალა. მისი ნეშტი [[ათენი|ათენში]] გადაასვენეს. მის კუბოსთან იდგნენ [[საბერძნეთი]]ს მეფე და უფლისწული, დიპლომატიური წარმომადგენლები, საბერძნეთის მინისტრები, ყველა ბერძნული სამეცნიერო დაწესებულების ხელმძღვანელები და რათქმაუნდა მისი ოჯახი: სოფიო, ანდრომაქე და აგამენონი.
 
== რესურსები ინტერნეტში ==