ბელაია (კამის შენაკადი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 13:
|მარჯვენა შენაკადები =
|მარცხენა შენაკადები =
|სათავე = მთა [[ირემელი ]]
|სათავის მდებარეობა =
|სათავის სიმაღლე =
ხაზი 46:
|Commons =
}}
'''ბელაია''' ან '''აგიზელი''' ({{lang-ru|Белая;}} {{lang-ba|{{Audio-IPA|ba-Ағиҙел.ogg|Ағиҙел}}}}) — მდინარე [[რუსეთი|რუსეთში]], [[ბაშკირეთი|ბაშკირეთში]], [[კამა (მდინარე)|კამის]] მარცხენა შენაკადი. ნაწილობრივ გვევლინება აგრეთვე როგორც [[ბაშკირეთი]]სა და [[თათრეთი]]ს სასაზღვრო მდინარე. წარმოადგენს ბაშკირეთს უგრძეს მდინარეს. სიგრძე 1430 [[კილომეტრი]], აუზის ფართობი 142 ათ. კმ². სათავე აქვს სამხრეთ ურალზე, მთა [[ირემელი|ირემელის მასივის]] აღმოსავლეთით. საზრდოობს უმთავრესად [[თოვლი|თოვლის წყლით]]. იყინება [[ნოემბერი|ნოემბრის]] შუა რიცხვებში, ყინულსვლა — შუა [[აპრილი|აპრილში]]. მთავარი შენაკადებია [[ნუგუში]], [[(მდინარე)|სიმი]], [[უფა (მდინარე)|უფა]], [[(მდინარე)|ბირი]], [[ჩქარი თანიფი]], [[ურშაქი]], [[აშქადარი]], [[დიომა]] და სხვა. ზემო დინებაში მიედინება დაბალ, დაჭაობებულ ხეობაში.
 
სოფელ [[ტირლიანსკი]]ს ქვემოთ ხეობა მკვეთრად ვიწროვდება. ცალკეულ მონაკვეთებზე მისი ფერდობები ციცაბოა, ფლატოვანი და შემოსილია ტყით. მდინარე ნუგუშის შესართავის ქვემოთ ხეობა თანდათან ფართოვდება, ხოლო მდინარე უფის შესართავის შემდეგ ტიპური ვაკის მდინარის ხასიათს ატარებს. მიედინება ფართო ჭალის ფარგლებში, [[მეანდრი|მეანდრირებულია]] და იყოფა ტოტებად. მარჯვენა ნაპირი დიდწილად ამაღლებულია.