ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
მომხმარებლის 5.133.161.4 ცვლილებების გაუქმება (№3170088)
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Declaration of Human Rights.jpg|thumb|ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია]]
'''ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია''' ([[ფრანგ.]] {{lang-fr|Déclaration des Droits de l'Homme et du Citoyen}}) — [[საფრანგეთის რევოლუცია|საფრანგეთის რევოლუციის]] მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ინდივიდუალურ უფლებებს. პოლიტიკური მანიფესტი მიღებულ იქნა ეროვნული წარმომადგენლობითი ასამბლეის შეკრებაზე [[1789]] წლის [[26 აგვისტო]]ს [[ვერსალი|ვერსალში]] [[საფრანგეთის რევოლუცია|საფრანგეთის რევოლუციის]] დროს, ხოლო [[1958]] წლის 4 ოქტომბერს დამტკიცდა [[საფრანგეთის კონსტიტუცია|საფრანგეთის კონსტიტუციით]]. დეკლარაცია რევოლუციის უმთავრეს დოკუმენტს წარმოადგენდა, რომელმაც ადამიანის ინდივიდუალური და კოლექტიური უფლებები განსაზღვრა, და რაც დღემდე რჩება საფრანგეთის კონსტიტუციური სამართლის საფუძვლად.
 
მანიფესტის იდეური წყარო ფრანგი განმანათლებლების [[ფილოსოფია]] გახდა. დოკუმენტი შედგებოდა მოკლე შესავალი ნაწილისა და 17 პუნქტისაგან. დეკლარაციის მიხედვით ადამიანები იბადებიან და რჩებიან თავისუფალნი და თანასწორუფლებიანნი; აღიარა სახალხო სუვერენიტეტის პრინციპი, ადამიანისა და მოქალაქის ბუნებრივ, შეუვალ უფლებად თავისუფლების, საკუთრების, დესპოტიზმის წინააღმდეგობისა და უსაფრთხოების პრობლემები გამოაცხადა. დეკლარაციამ წმინდად და ხელშეუხებლად გამოაცხადა კერძო საკუთრება. დეკლარაცია ადგენდა კანონს, როგორც საყოველთაო ნების გამოხატულებას და ყველა მოქალაქეს უფლება ეძლეოდა პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა მიეღო მის გამოცემაში. მიუხედავად ამისა, დამფუძნებელმა კრებამ მიიღო [[კონსტიტუცია]], რომელმაც მოქალაქეები ქონებრივი ცენზის მიხედვით, საარჩევნო უფლების მქონე და არმქონე პირებად დაყო. დეკლარაცია ახალი კლასის - ბურჟუაზიის ინტერესების გამომხატველი იყო და იგი [[XVIII საუკუნე|XVIII]]-[[XIX საუკუნე]]ების მიჯნის [[საფრანგეთი]]სა და ევროპის სხვა ქვეყნებში ფეოდალიზმთან ბრძოლის საპროგრამო დოკუმენტად იქცა.
ხაზი 9:
* [http://www.hrcr.org/docs/frenchdec.html ადამიანისა და მოქალაქის ულებათა დეკლარაცია ინგლისურად]
* [http://www.textes.justice.gouv.fr/index.php?rubrique=10086&ssrubrique=10087&article=10116 ადამიანისა და მოქალაქის ულებათა დეკლარაცია ფრანგულად]
{{ესკიზი-სამართალი}}
 
[[კატეგორია:საფრანგეთის რევოლუცია]]