მთაწმინდის მამადავითის სახელობის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 30:
საერთო ასახულობით ტაძარს ქართული ხუროთმოძღვრების ელფერი დაჰკრავს. ასეთია [[გუმბათის ყელი]], მრავალწახნაგა [[სახურავი]], შვერილი ნახევარწრიული [[აბსიდი]], [[ფრონტონი|ფრონტონები]] და მათი გაფორმება, თუმცა ნაგებობა ეკლექტიკური ბუნებისაა და არ გამოირჩევა მაღალი არქიტექტურული ღირებულებებით.
 
ეკლესია [[აგური]]თაა ნაშენი. გარედან ჯვარგუმბათოვანი ფორმა აქვს, თუმცა, ეს სტრუქტურა ეფემერულია და არა ისახება ნაგებობის შიდა სივრცეში, როგორც ეს დამახასიათებელია [[შუასაუკუნეებიშუა საუკუნეები]]ს ქართული არქიტექტურის ტრადიციულ ჯვარგუმბათოვან ნაგებობათათვის. გარედან შენობა სადაა, დეკორატიული თაღები ამკობს მხოლოდ ფასადების გრძივი კედლების ზედა ნაწილებს. [[საკურთხეველი|საკურთხევლის]] ნახევრადწრიულად შვერილ აბსიდზე შუა მრგვალი [[სარკმელი|სარკმლის]] ქვეშ აგურის წყობაში ჩართულია მოწითალო ქვის მაღალი [[ჯვარი]]. ინტერიერის წაგრძელებულ დასავლეთ მკლავში მოწყობილია ხის [[პატრონიკე]].
 
ტაძრის სიმაღლე 25,7 მეტრია, სიგრძე — 17,2, სიგანე — 10,7 მეტრი. შენობაში, მგალობელთა გუნდის ჩათვლით თავისუფლად ეტევა 400 კაცი. აგურით ნაშენი ტაძარი გარედან ტრადიციული ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობის ფორმას იმეორებს, მაგრამ ინტერიერში მას გრძივი მკლავები არ აქვს, სივრცე ერთიანი და დაუნაწევრებელია. დასავლეთის მკლავში ხის პატრონიკეა განთავსებული. შესასვლელი ორი მხრიდან აქვს: დასავლეთიდან და სამხრეთიდან. შენობა არ გამოირჩევა უნიკალური არქიტექტურით. მასში ქართული ორნამენტი ერთობ მიჩქმალულია, მაგრამ გუმბათს, ყელს, პირამიდულ სახურავს და გვერდითი ფასადის ფრონტონს ქართული ხუროთმოძღვრების ელფერი დაჰკრავს. ფასადები სადაა, მხოლოდ სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავების ზედა ნაწილებს შემოუყვება დეკორატიული თაღედი და აბსიდის მრგვალი სარკმლის ქვეშ წითელი ფერის ქვით ჯვარია გამოყვანილი. ნახევარწრიულად შვერილი აბსიდი მთელი მკლავის სიგანეს იკავებს და შორიდანვე იქცევს ყურადღებას.