საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 18:
თავისი ფართო აგენტურული ქსელის საშუალებით და გამცემლობის შედეგად, ბოლშევიკურმა [["საგანგებო კომისია"|"საგანგებო კომისია"-მ]] (ე.წ. "ჩეკა") პატიმრობაში აიყვანა მრავალი შეთქმულთაგანი. განსაკუთრებით დიდ დარტყმა მიადგა კომიტეტს [[1923]] წლის გაზაფხულზე, როდესაც დააპატიმრეს დამკომის თავმჯდომარე ნ. ქარცივაძე და სამხედრო ცენტრის 15 წევრი: გენერალი [[კონსტანტინე აფხაზი|კოტე აფხაზი]], გენერალი [[ალექსანდრე ანდრონიკაშვილი]], გენერალი [[ვარდან წულუკიძე]], პოლკოვნიკი [[როსტომ მუსხელიშვილი]], პოლკოვნიკი [[ელიზბარ გულისაშვილი]], პოლკოვნილი [[ალექსანდრე მაჭავარიანი]], პოლკოვნიკი [[გიორგი ხიმშიაშვილი]], როტმისტრი [[ლევან კლიმიაშვილი]], როტმისტრი [[სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი]], კაპიტანი [[დიმიტრი ჩრდილელი]], კაპიტანი [[ივანე ყარანგოზიშვილი]], კაპიტანი [[ფარნაოზ ყარალაშვილი]], [[იასონ კერესელიძე]] (გენერალ [[ლეო კერესელიძე|ლეო კერესელიძის]] უმცროსი ძმა), [[სიმონ ჭიაბრიშვილი]] და [[ნიკოლოზ ზანდუკელი]]. 1923 წლის 20 მაისს ისინი დახვრიტეს თბილისში, დღევანდელი "ვაკის პარკის" ტერიტორიაზე. ამის შემდეგ არჩეულ იქნა დამკომის სამხედრო ცენტრის ახალი შემადგენლობა გენერალ [[სპირიდონ ჭავჭავაძე|სპირიდონ ჭავჭავაძის]] ხელმძღვანელობით. ჩეკას ტყვეობაში აღმოჩნდნენ ასევე ემიგრაციიდან დაბრუნებული მენშევიკი მოღვაწეები [[ნოე ხომერიკი]] და [[ვალიკო ჯუღელი]].
 
[[1924]] წლის [[აგვისტოს აჯანყება]], ცენტრთან შეუთანხმებელი და ადგილობრივი მენშევიკების დესტრუქციული მოქმედების გამო, [[ჭიათურა|ჭიათურაში]] დაიწყო დმკომის მიერ დადგენილ ვადაზე 24 საათით ადრე,- ხსენებული წლის [[28 აგვისტო|28 აგვისტოს]], დილის 6 საათზე. ამან მეტად უარყოფითი გავლენა იქონია ამბოხების მთელ შემდგომ მსვლელობაზე. აჯანყების უკანასკნელ დღეებში, 1924 წლის 4 სექტემბერს, ჩეკამ მიაგნო დამკომის მთავარ შტაბს [[შიო მღვიმეს მონასტერი|შიო მღვიმეს მონასტერში]] და დააპატიმრა მისი ლიდერები, მ.შ.მათ თავ-რეშორის თავმჯდომარე [[კონსტანტინე ანდრონიკაშვილი|კოტე ანდრონიკაშვილი]]. ისინი პირადად [[ლავრენტი ბერია|ლ. ბერიამ]], ამიერკავკასიის და საქართველოს ჩეკას"ჩეკა"-ს უფროსის მოადგილემ, დაკითხა თბილისში და ხელი მოაწერინა მოწოდებაზე, რომელიც აღიარებდა აჯანყებას დამარცხებას და მოუწოდებდა პარტიზანულ რაზმებს დაეყარათ იარაღი. თავად სასიკვდილოდ განწირული შეთქმულები დათანხმდნენ მხოლოდ იმ პირობით, თუ დაუყოვნებლად გაიცემოდა მასობრივი რეპრესიების შეწყვეტის ბრძანება. მიუხედავად ამისა, წითელი ტერორი საქართველოში კიდევ დიდხანს გაგრძელდა. კომიტეტის წევრების უმრავლესობა სიკვდილით დასაჯეს. მხოლოდ მებრძოლთა მცირე ნაწილმა (მაგ., [[ქაქუცა ჩოლოყაშვილი]] და მისი შეფიცულები, [[სპირიდონ ჭავჭავაძე]], [[მიხეილ ლაშქარაშვილი]], [[სერგო მათითაიშვილი]], [[ავთანდილ ურუშაძე]]) მოახერხა საზღვარგარეთ გახიზვნა.
 
== ლიტერატურა ==